როგორც ვიცით, 2020 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება(http://www.mes.gov.ge 2019), აღნიშნულ სიახლეს განათლების სპეციალისტების მხრიდან უკვე მოჰყვა შეფასება,(ძირითადად დადებითი), ამიტომ ამ სტატიაში თავს ავარიდებ სუბიექტური, მოსაზრებების გამოთქმას იმის თაობაზე, სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ, ვეცდები გავაანალიზო რისკები და უარყოფითი შედგები, რაც შესაძლოა მოჰყვეს ცენტრალიზებული გამოცდების გაუქმებას.
თეორიულად ე.წ. Cat -ის გამოცდების წინააღმდეგ უამრავი არგუმენტი არსებობს, ამ შემთხევაში, რამდენიმეს გავიხსენებ: არგუმენტებს შორის ერთ-ერთია ის, რომ ხსენებული გამოცდები არ ამოწმებს, რამდენად აღწევს მოსწავლე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვლისწინებულ მოთხოვნებს, ლოგიკურია, რომ სწორედ მისი მიღწევა უნდა იყოს 12 წლიანი საგანმანათლებლო პროცესის მიზანი, რადგან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004 წელს, მთავრობის მიერ დამტკიცებული ოფიციალური დოკუმენტია, შესაბამისად, სახელმწიფო უნდა აფასებდეს, რამდენად ასრულებს სკოლა მასზე დაკისრებულ ფუნქციას.
მეორე არგუმენტია, რომ გამოცდა, გარკვეულწილად, არის უსამართლო, რადგან მრავალპასუხიანი ტესტებით გამოსაშვები გამოცდის ჩატარებისას, შესაძლოა, სულაც არ იყოს განსხვავება, ცოდნის კუთხით, გამოცდა ჩაბარებულ და ჩაუბარებელ მოსწავლეებს შორის.
მესამე, გამოცდა, ზოგად განათლებას, განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე, უსახავს არაფორმალურ მიზანს: ინფრომაციის გადაცემა- დაზეპირება- მასწავლებლებისა და მოსწავლეების ძალისხმევას მიმართავს ხსენებული მიზნის შესრულებისკენ და ამისამართებს სკოლას სახლმწიფოს მიერ განსაზღვრული ფუნქციიდან არაფორმალურ მიზნებზე.
კიდევ ერთი არგუმენტი, არის რეპეტიტორების საკითხი:- მშობელი ფულს ხარჯავს ამ მიმართულებით. გამოცდის გაუქმება ამ ხარჯებს დაზოგავს.
ყველა ზემოთ ნახსენები არგუმენტი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიმღები დააფიქროს ცვლილების საჭიროებაზე.
როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიმღები დაფიქრდა და გააუქმა გამოცდები. ახლა მთავარი კითხვაა, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესზე?
ამ შეკითხვას, რომ სწორად ვუპასუხოდ საჭიროა არა, მხოლოდ განათლების თეორიების ცოდნა, რაზე დაყრდნობითაც, დიდი ალბათობით, იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, არამედ ყოველდღიური სასკოლო ცხოვრებისა და მოსწავლეთა სწავლის კულტურაში კარგად გარკვევა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე გამოსაშვები გამოცდები საშუალო საფეხურზე სასკოლო პროცესს არაფორამალურ მიზანს უსახავდა, კარგი იყო, თუ ცუდი ამას არ განვიხილავ, თუმცა თავისთავად მიზანი არსეობობდა- მოსწავლემ იცოდა რისთვის სწავლობდა ამა თუ იმ საგანს, მასწავლებელმა იცოდა რომ მისი მიზანი იყო კარგად მოემზადებინა მოსწავლე გამოცდისთვის.
გამოცდის მოხსნით სასკოლო პროცესი საშუალო საფეხურზე დაკარგავს არაფორმალურ მიზანსაც.
ეს არ გამოიწვევდა პრობლემებს, იმ შემთხევაში, თუ ქართვლ მასწავლებელბთა უმეტესობას ექნებოდა საკმარისი კვალიფიკაცია, იმისთვის, რომ თავად ჩამოეყალიბებინა საკუთარი მოსწავლეებისთვის ყოველსემესტრული ან ყოველკვირეული სასწავლო მიზნები, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა თავად განათლების სამინისტროს მონაცემებითვე, საქართველოში მხოლოდ 216 მასწავლებელს აქვს წამყვანის სტატუსი ( წამყვანია მასწავლბელი,რომელსაც შუძლია ჩაატაროს პრაქტიკის კვლევა, შესაბამისად, სავარაუდოდ, ასეთი მასწავლებელი შეძლებს სასწავლო მიზნების განსაზღვრას დამოუკიდებლად) https://edu.aris.ge 2018). ასევე არ იქნებოდა პრობლემა ქართველ მოსწავლეთა უმეტესობა რომ სასკოლო განათლებას აღიქვამდეს, როგორც თავისთავად ღირებულებას, არა საშუალებას უმაღლესის დიპლომის მოსაპოვებლად.
ზემოთ აღწერილი ვითარებდან გამომდინარე გამოსაშვები გამოცდების გაუმებით, სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში მივიღებთ შემდეგ სურათს:
მოსწავლეები საგნების უმეტესობის მიმართ დაკარგავენ ინტერესს (ის რომ გამოცდა განაპიროებდა მოსწავლეთა ინტერესს ამა თუ იმ საგნის მიმართ დასტურდება იმით, რომ მოსწავლეები მხოლოდ იმ საგნებში ემზადებოდნენ, რომელიც გამოცდაზე ბარდებოდა. ) (https://edu.aris.ge 2015) როცა მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ ამა თუ იმ საგნის სწავლებით კონკრეტული მიზნი არ მიიღწევა, ფრომალურ ინტერესსაც აღარ გამოიჩენენ საგაკვეთილო პროცესის მიმართ, რაც მასწავლებლებისთვისაც გაართულებს მუშაობას.
მშობელი, რომელიც გარკვეულ თანხას იღებს მოსწავლისთვის, თუნდაც თეორიული ცოდნის მიცემაში ასევე, მისი მხირდანაც იყო მოთხოვნა ესწავლა გარკვეული საგნები. გამოცდის გაუქმების შემდეგ, ეს მოთხოვნაც აღარ იარსებებს.
არ არსებობს იმის გონივრული ვარაუდი, რომ თანხას, რომლესაც მშობელი რეპეტიტორებთან ხარჯავდა გამოიყენებს შვილისთვის ალტერნატიული განათლების მისაცემად.
არ შეგვიძლია ასევე ვივარაუდოდ, რომ მასწავლებელი, რომელიც დამატებით შრომობდა საკუთარ მოსწავლეთა გამოცდისთვის მომზადებაში, იმიჯის გამო, გამოთავისუფლებულ დროს გამოიყენებს შემოქმდებითად, სხვა წახალისების მექანიზმების არ არსებობის პირობებში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩანს, რომ სასწავლო პროცესის ყველა აქტორი უფრო ნაკლებ დროს და ძალისხმევას დახარჯავს სასკოლო პროცესზე, რა შედეგს მოიტანს ეს? – დასკვნები თქვენთვის მომინდია.
მუხრან გულიაშვილი
- საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტრო 2019
http://www.mes.gov.ge/content.php?id=8885&lang=geo (31.01.2019)
2.https://edu.aris.ge 2018)
https://edu.aris.ge/news/wamyvani-da-mentori-maswavleblebis-danamatebi-2018-wlidan-gaizrdeba.html (31.01.2019)
- https://edu.aris.ge 2015)
https://edu.aris.ge/news/ra-udjdebat-abiturientebs-repetitorebtan-siaruli.html (31.01.2019