ხშირად, როდესაც საქართველოში განათლების პრობლემებზე მსჯელობენ, ზოგიერთი ექსპერტი, თუ სახელმწიფო ჩინოვნკი მთავარ პრობლემად განიხილავს მასწავლებლებს, მათ დაბალ კვალიფიკაციას. ეს მართლაც არის სადისკუსიო საკითხი, თუმცა არა მთავარი პრობლემა, ამის დასტურად ვთარგნეთ ქვემოთ მოცემული სტატია, რაც ვფიქრობ დაეხმარება მკითხველს სწორი ხედვების ჩამოყალიბებაში.
მოსაზრებები ეკუთვნის მსოფლიოში აღიარებულ განათლების სპეციალისტს პასი სალბერგს. თარგმანში ასევე საინტერესო ფაქტებია, იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ფინური სკოლებისთვის მასწავლებელთა შერჩევა და მომზადება.
პასი სალბერგის გამოსვლა Wise Conference 2013
“დასაწყისში, მსურს ერთი საიტერესო ისტორია მოგიყვეთ, რომელიც ეხება ჩემს დისშვილის ვერას, როდესაც სკოლა წარჩინებით დაამთავრა, დამირეკა და მითხრა, რომ მასწავლებლობა უნდოდა, ამიტომ აინტერესებდა, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელი გამხადარიყო, მე ვუთხარი რომ უნდა გაევლო მისაღები გამოცდები ეჩვნებინა საკუთარი შესაძლებლობები კომისიისთვის.
3 თვის შემდეგ ვერამ ისევ დამირეკა და ტირილით მაცნობა, რომ ის არ მიიღეს მასწავლებელთა მომზადების პროგრამაზე, ეს არ არის ალბათ ის შემთხევა, რაც ხდება ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც პირიქით ეძებენ ჭკვიან მოტივირებულ ახლაგაზრდებს მასწავლებელთა პროფესიაში მოსაზიდად, თუმცა ეს მოხდა ფინეთში.
მე კონკრეტულად ვკითხე ვერას თუ რა მოხდა გამოცდებზე, მან მითხრა, რომ გამოცდების პირველი ეტაპი იყო მისთვის მარტივი, გულისხმობდა წაკითხული ტექსტის გააზრებას, იქიდან გამომდინარე რომ ვერა სკოლაში კარგად სწავლობდა არ გაუჭირდა ამ ეტაპის დაძლევა, მეორე ეტაპი იყო პრაქტიკული დავალება, სადაც კომისიის წევრებთან ერთად უნდა ეჩვენებინა, როგორ გაკვეთლს ჩაატერებდა მეოთხე კლასელებთან, ეს ეტაპიც არ აღმოჩნდა რთული. პრობლემატური აღმოჩნდა ბოლო ეტაპი- გასაუბრება სპეციალურ კომისიასთან, რომელიც სამი პროფესორისგან შედგებოდა. ისინი უსვამდნენ შეკითხვებს, ყველაზე რთული შეკითხვა აღმოჩნდა, თუ რატომ სურდა ვერას მასწავლებლობა, როცა მისი სასკოლო აკადემიური მოსწარებით სხვა ნებისმიერ პრესტიჯულ ფაკულტეტზე შეეძლო შეეტანა განაცხადი, ვერამ უპასუხა, რომ მის მოტივაციას განაპირობებდა მისი ოჯახის წვერები, როლებიც ასევე იყვნენ მასწავლებლები. ვერა არ მიიღეს პროგრამაზე.
ნუ გეგონებათ რომ ვერა გმამონაკლისია, ფინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 8500 მასწავლებლობის მსურველია საიდანაც, მხოლოდ 750 ირიცხება მოსამზადებელ პროგრმაზე. შემდეგ 5-6 წელის სწავლობენ სანამ წავლენ სკოლებში, რაც უზრუნველყობს მათ პროფესიონალიმს სამუშაო ადგილზე.
ბევრი უცხოელი რომელიც ფინეთს სტუმრობს აღნიშნავს, რომ მათაც რომ ყავდეთ ასეთი მომზადებული მასწავლებელები ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სწორდ ეს არის ჩემი საუბრის მთავარი მიზანი, რომ ვუპასუხო შეკითხვას, რა მოხდება თუ თქვენს სკოლებში გმოვგზავნით ფინელ მასწავლებელბს და ისინი ასწავლიან ზუსტად იმ გარემოში, იმ პროგრამით იმ რეგულაციებით იმ კულტურულ გარემოში, რაც თქვენ გაქვთ.?
ძალიან მარტივად ვუპასუხებ – დიდი არაფერი შეიცვლება.
კარგი შედგები არ არის დამოკიბული მხოლოდ მასწავლებლებზე, რა თქმა უნდა საჭიროა კარგი მასწავლებლები, მაგრამ ამავე დროს საჭიროა კიდევ რაღაც. რასაც შევეცდები ავხსნა: ერთ-ერთი არასწორი მიდგომა არის რომ ხშირად მასწავლებლთა ინდივიდულური კვლიფიკაცია და სწავლის ხარისხი პრალალურად განიხილება, გადაწყვეტილების მიმღებნი მთავარ მიზნდა ისახავენ მეტი კარგად მომზადებული მასავლებლების სკოლაში მოზიდვაზე – მინდა ვთქვა რომ ეს მხოლოდ ერთ განზომილებაა იმ სამ განზომილებიან მოცემულებაში რაც წარმატებულ სასკოლო სისტემას განსაზღვრავს.
მეორე განზომლება სოციალური კაპიტალი – ამაში იგუისხმება ის თუ რამდენად სარგებლობენ მასწავლებელები ერთმანეთის გამოცდილებით, განათლებით, როგორც ლოკალურად ისე გლობალურად, რამდენად მეტი შეუძლია გააკეთოს ინდივიდს, იმ კავშირებიდამ გამომდინარე რაც მათ ირგვლივ აქვთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი სწავლის ხარისხის არის ის თუ რამდენად მონაწილეობემ მასწავლებელი გადაწყვეტილების მიღების პროცეში ეს ეხება სასწავლო პროგრამას, სკოლის გაუმჯობესებას, სწავლი მეთიდებს თუ პროფესიულ განვითრებას. არა მხლოდ ინდივიდული მასწავლებელთა კვალიფიცაია არის განსაზღვრილი არდამედ მნიველვანია სოციალური და გადაწყვეტილების მიმღების კაპიტალი ეს სამი მიმართულება ქმნის იმ წარმატებას, რასაც მე ვუწოდებ მაღალ პროფესიულ კაპიტალს”
თარგანი: მუხრან გულიაშვილი
გამოყენებული რესურსი https://www.youtube.com/watch?v=ERvh0hZ6uP8