Მოცემული ბლოგი სკოლის მართვის საკითხებს ეხება, ვეცდები გავცე პასუხი, მთავარ შეკითხვას, რომელიც ყველა კეთილსინდისიერ სკოლის ახალბედა მმართველს დაებადება- რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ კარგი სკოლა მქონდეს, Საიდან დავიწყო?
მოსაზრებები, რომლესაც მოგახსენებთ, არც რომელიმე უცხოური სტატიის თარგმანს და არც სხვა ქვეყნის მაგალითებს ეყრდნობა. რასაც ვწერ ქართულ სკოლებზე რვა წლიანი დაკვირვების შედეგად გამოტანილი ჩემეული დასკვნებია, ამიტომ არ ვდებ თავს, რომ ეს აუცილებლად გასაზიარებელია. ბლოგის მიზანია, დაკვირვების შედეგები გაგიზიაროთ, შემდეგ თქვენ თვითონ გადაწყვეთთ, ეს რამე ღირებული ცოდნაა, თუ არა. მინდა კიდევ ერთხელ, შეგახენოთ, რომ, რასაც ქვემოთ ვწერ არის ქართულ რელობაში ამჟამად არსებული მიმდინარე პრაქტიკა, ანუ სწორედ ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს დგამენ, იმ სკოლის მმართველები, ვინც კარგებად განიხილებიან, როგორც მშობლების მხრიდან, ასევე განათლების სამინისტროს კულუარებშიც.
ქართულ სინამდვილეში წარმატებული მართვის და ე.წ. კარგი სკოლის გაკეთების ერთადერთი საშუალეა არის სელექციურობა, განვმარტავ, რას ვგულისხმობ: თუ გვინდა, რომ კარგი სკოლა გვქონდეს ის მაქსიმალურად კარგი მოსწავლეებით უნდა დავაკომლექტოთ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლაში უნდა მიიღოთ ისეთი მოსწავლეები, რომლების შეესაბამებიან თქვენს სასკოლო კულტურას, ხოლო, ვინც ხელს უშლის მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში, არღვევს დისციპლინას, უნდა გაუშვათ სკოლიდან.
მოსწავლის სკოლიდან გაშვება სულაც არ ნიშნავს მის დაჩაგვრას, ან ქუჩაში დატოვებას, პირიქით, პირადად შემიძლია რამდენიმე მაგალითის მოყვანა, როცა ერთი სკოლიდან მეორეში გადასული ცუდი ყოფა- ქცევის მოსწავლე სხვა სკოლაში სხვა გარემოში სხვადაირად იქცევა, ეს დადებითად მოქმედებს მასზე.
Ამ შემთხევაში, კარგი იქნებოდა არსებობდეს სისტემური მიდგომა სახლმწიფოს მხრიდან, რომელიც გაუმარტივდებდა სკოლის ადმინისტაციებს მოსწავლეთა გაცვლას. ვფიქრობ, სახელმწიფო ამ საკითხს სისტემურად უნდა მიუდგეს და მისცეს დირექტორებს მეტი უფლებები. სასკოლო განათლების სისტემურ პრობლემებზე ბევრს არ გავაგრძელებ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ გახლავთ მოცემული ბლოგის მიზანი. დავუბრუნდები სათქმელს, აღვინაშნავ რომ სკოლის კარგი მოსწავლეებით დაკომპლექტება არის სწორედ საფუძველი, იმის რომ შეიქმნას მიმზიდველი სამუშაო გარემო, სადაც თუნცად ახალბედა მასწავლებელს ექნება საშუალება სრულიად გამოამჟღავნოს საკუთარი პოტენციალი.
ზოგადად, სელექციურობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კარგად დამვიდრებული პრაქტიკაა, ამის ერთ-ერთი მაგალითია კომაროვის სკოლა, რომელიც სწავლის მსურველ მოსწავლეებს გარკვეულ კრიტერიუმებს უწესებს ( მოსწავლემ უნდა ჩააბაროს გამოცდა ) https://komarovi.edu.ge/ge/Admissions 11.10.2023. თუ მოცემულ სკოლას აქვს უფლება ამა თუ იმ ტალანტის მიხედვით შეარჩიოს მოსწავლეები, რატომ არ აქვს სხვა საჯარო სკოლას ასვე ჰქოდენს მოთხოვნა თუნდაც მოსწავლის დისციპინასთან მიმართებაში? ანუ იყოს სელექციური ? ამ ყველაფერს მათთვის ვამბობ, ვისაც მოსწავლეთა მიმართ სელექციური მიდგომა მათი უფლებების დარღვევად მიაჩნია.
Როცა მოსწავლეების მხრივ სიტუაცას დაალაგებთ, შემდეგ ჯერი მიდგება მასწავლებლებზე, თუ სკოლის მმართვლს სურს, რომ მისი სკოლა იყოს კარგი, ეს კარგი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია, როცა სკოლის მმართველი ხდებით, რათქმაუნდა, სკოლაში მასწავლებელთა გარკვეული კონტიგენტი გხვდება, ზოგიერთი მათგანი არც თუ პოფესიონალი იქნება, მაგრამ მათთან მიმართებით, ხისტი მიდგომა არ არის წარმატების საწინდარი, პრაქტიკაში ეს არ მუშაობს. ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოთ არის შემდეგი: მასწავლებელთა ბუნებრივი გადინების შევსებისას იხელმძღვანელოთ სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე და მიიღოთ, რაც შეიძლება კარგი კადრი.
ზემოთ ხსენებული ორი მიდგომის კომბინაცია არის წარმატებული სკოლის შექმნის უდიდესი წინაპირობა, ცალ- ცალკე ვერ იმუშავებს.
აქვე მინდა გითხრათ, რომ არასდროს დაისახოთ მიზნად მიუღწეველი, ის რომ ყველა იდიალური მასწაველებლი ან მოსწავლე გეყოლებათ, როგორც მოსწავლის ასევე მასწავლების შემთხევაში ამინდს ქმნის ძირითადი ბირთვი, რომელიც სხვებზე ახადენს გავლენას და აიძულებენ ისე მოიქცნენ, როგორც უმრავლესობის მიერ დამკვიდრებულ კულტურას შეესაბამება.
Მოკლედ მინდა ვთქვა, რომ, რაც კი კარგი სკოლა მინახავს საქართველოში სწორედ ზემოთაღერილ პრინციპებზეა აწყობოლი.
Შესაძლოა ბევრმა თქვას, რომ ეს პრინციბები სასკოლო განათლების ზოგიერთ დებულაბს ეწინააღმდეგება, დიახ შესაძგლოა სიმართლეც იყოს, თუმცა ეს იმიტომ, რომ მთლიანი სისტემა ვერ უზრუნველყობს პრობლემების მოგვარებას, შესაბამისად ცალკეულ სკოლებს და მათ მმართველებს სხვა გზა არ რჩებათ, გადრა იმისა ჩემს ზემოთ ნახენებ პრინციპს დაეყრდნონ.
მუხრან გულიაშვილი
სასკოლო კვლევების ცენტრი
გამოყენებული რესურსები:
- სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა , https://komarovi.edu.ge/ge/Admissions 11.10.2023.