მოცემულ ბლოგში მინდა გაგიზიაროთ ჩემი სუბიექტური ხედვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კარგად სწავლება. მოსაზრება ეყრდნობა ჩემს პირად გამოცდილებას და ზოგადად, სწავლების პროცესზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად წარმოქმნილ რეფლექსიას.
იმისთვის, რომ სწავლების პროცეში მივაღწიოთ იმ დონეს, რაც ჩვენ როგორც მასწავლებელს მოგვიტანს კმაყოფილებას, მოსწავლეებს კი სარგებელს, აუცილებელია გარკვეული ეტაპების გავლა, ზუსტად იმ თანდმიმდევრობით, როგორსაც ქვემოთ აღვწერ. ბევრი რომ არ გავაგრძელო გადავალ მთავარ სათქმელზე:
პირველი პრინციპი- მოსწავლეებთან სათანადო ურთიერთობის ჩამოყალიბება
სწავლების პროცესში კმაყოფილების მიღწევის პირველი საფეხური არის მოსწავლეებთან ურთიერთობის გარკვევა. სასწავლო პროგრამაზე გადასვლას აზრი არ აქვს, თუ არ მოხდა აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლა, ეს გულისხმობს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც საგაკვეთილო პროცესისთვს შექმნის იდეალურ გარემოს, სიტუაციას, როცა მოსწავლეებს აქვთ რიდი, პატივსცემა და ამავე დროს, მოტივაციაც ამ კონკრეტულ მასწავლებელთან, სწორედ ზემოთ ნახსნები სამი კომპონენტის( რიდი, პატივისცემა და მოტივაცია )არსებობა წარმოადგენს წარმატებული საგაკვეთილო პროცესის პირველად წინაპირობას.
ახლა ორიოდე სიტყვა იმაზე, თუ როგორ ხდება პირველი დონის წარმატებით გავლა, ანუ მოსწავლეებთან ურთიერთობის დალაგება. ყველაზე გავრცელებეული შეცდომა, რასაც ამ კუთხით, ახალბედა მასწავლებლები უშვებენ, არის, რომ ამ ეტპის გავლას ცდილობენ მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებით და დისტანციის მორღვევით. ასე ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს, ეს საბოლოოდ გამოიწვევს მოსწავლეების მიერ მართულ კლასს და სრულ ქაოსს. ყველზე ოპტიმალური მიმართება მასწავლებელსა მოსწავლეებს შორის არის, როცა მოსწავლეებს გააჩნიათ მასწავლებლის მიმართ რიდი და პატივისცემა.
არსებობს მასწავლებელთა კატეგორია, რომელიც პირიქით იქცევა და მოსწავლეებში შიშის დანერგვით ცდილობს კლასის მართვას. ამ შემთხვევაში, ხდება მოსწავლეთა მოტივაციის დართგუნვა და მათი გამორიცხვა იმ პროცესისგან, რაც გულისხმობს მოსწავლეთა და მასწავლებლის მიერ ერთობლივად ახალი ცოდნის ძიებას.
როდესაც ვსაუბრობ იმაზე, თუ მოსწავლეებთან ურთიერთობის რა გზა არ უნდა აირჩიოს მასწავლებელმა, ასევე არის იმაზე მინიშნება, თუ როგორ უნდ დაიჭირო თავი. როგორც ზემოთ ვთქვი, ყველაზე ოპტიმალური მიმართება არის როდესაც მოსწავლეებს გააჩნიეთ რიდი და პატივისცემა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, იმის სწავლა, თუ როგორ გამოიწვიო მოსწავლეებში ეს დამოკიდებულება, უმეტესწილად არ ისწავლება. ყველაფერი დამოკიდებულია ძალიან მცირე ნიუანსებზე, ისეთი როგორიც არის მასწავლებლის ქარიზმა, შინაგანი სიძლიერე, თავდაჯერებულობა ხმის ტემბრი, ჩაცმულობა. შეძლებს თუ არა ესა თუ ის მასწავლებელი პირველი ეტაპის წარმატებით გავლას თვალსაჩინოა პირველივე გაკვეთილებზე, ეს არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე სტატუსზე და საგნის ცოდნაზე. ვფოქრობს ამ ყველაფერზე დაფიქრება და სწორად გააზრება შეცვლის განათლების პოლიტიკას და ასვე ხელს შეუწყობს, სკოლის ადმინსტრაციების მხრიდან სწორი გადაწყვეტილების მიღებას მასწავლებელთა შერჩევის პროცეში.
მეორე პრინციპი: სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება
როცა პირველ დონეს გაივლით, ამით არ მთავრება წარმატებული სწავლების პროცესისკენ მივავალი გზა, ამის შემდეგ აუცილებელია მასწავლებელი ფლობდებს სწავლების თანამედრვე მეთოდებს, რაც მოკლედ იმას გულისმობს რომ გაკვეთილი არ უნდა ნიშნავსდეს მხოლოდ მოსწავლეთა ტრადიციულ გამოკითხვას, გაკვეთილის ახსნას, ისეთ აქტივობებს, რომლიც მხოლოდ ინფორმაციის დაზეპირებაზეა მიმართული. მასწავლებელის მხრიდან სწავლების თანამედროვე მეთოდიკის გამოყენება მთავარი განმაპირობებელია მოსწავლეთა მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცეში მათი ჩართულობის, თანამედროვე მეთოდების ცოდნით მასწავლებელი უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში კონკრეტული უნარის გნვითარებაზე.
პირველი პრინციპიგან განსხვავებით, სწავლების თანამედროვე მეთოდისკის სწავლა სავსებით შესაძლებელია, ანუ ამ შემთხევაშხვაში მასწავლებლის განათლებას აქვს როლი, სწორედ ეს არის რაზეც დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს იმ უმაღლესი სასწავლებელების მხრიდან, რომლებიც მასწავლებელთა მომზადების პროგრემებს ახორციელებენ.
მესამე პრინციპი – პროგრესის შეფასება
როცა ზემოაღნიშნულ ორ ეტაპებს წარმატბით გაივლით, როცა ჩათვლით რომ, როგორც მასწავლებელი კმაყოფილი ხარ შენი საქმიანობით, კიდევ ერთხელ დგება მომენტი, როცა უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა არის საუკეთესო საშუელება იმისთვის, რომ მოსწვლეებში შეაფასო პროგრესი დაადგინო რა შედეგი აქვს იმ სწორ პროცესს რაც მიმდინარეობს კლასში? ჩემი დაკვირვბეით ეს ყველაზე რთული ეტაპია, ის მასწავლებლის მხიდან მოითხოვს არა მარტო განათლებას, არამდ შემოქედებითობას, საკუთერი ჰიპოთეზების ექპერიმენტს და გამბედაობას. პროგრესის შეფასების წარატებული სისტემის დანერგვაში არ არსებობს რაიმე მზა ინსტრუქცია, ეს თითოეული მასწავლებლის იდივიდუალური გასაზომია. პროგრეის ეფექტური საზომი ერთის მრივ უნდა ეფუძნებოდეს მათემატიკურად გაზომვად ფორმულას, ასვე პედაგოგის ინტუიციას მოსწავლის მიერ შეძენილი ცოდნის შორეულ მომავალაში გამოყენების თვალსაზრისით.
მუხრან გულიაშვილი
სასკოლო კვლევების ცენტრი