2015 წლის სექტემბრიდან სასკოლო კვლვების ცენტრი იწყებს ახალ პროექტს, რაც გულისხმობს ონლაინ კონსულტაციების გაწევას სასკოლო თემატიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემატურ საკითხზე -პედაგოგებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, კერძო და საჯარო სკოლის ადმინისტრაციებისთვის, სხვა დინეტერესებული პირებისა, თუ ორგანიზაციებისთვის.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების მუშაკებს ყოველდღიურ საქმიანობაში, აამაღლოს საზოგადოების ცნობირება, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის ადმინისტრაციას უკეთ გადაჭრან პრობლემები.
რა სახის კონსულტაციებს გთავაზობთ?
მასწავლებელებს:
ცენტრი პედაგოგებს სთავაზობს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პრობლემატური საკითხის ინდივიდუალურ კვლევას. მათ შორის, კლასის მართვასთან, სწავლის მეთოდიკასა, თუ საკონმდებლო ბაზასთან დაკავშირებულ თემებზე.
მოსწავლეებს:
ცენტრი კონსულტაციას გაუწევს სკოლის მოსწავლეებს მათ უფლებებზე, არაფორმალური განათლების საინტერესო ცენტრების შესახებ, სწავლსის პროცესში წარმოქმნილ, თუ სხვა ნებისმიერ პრობლემატურ საკითხზე.
მშობლებს:
კველევები ადასატურებს, რომ მშობლების სწორი პოზიცია, მათი სწორი ჩართულობა განათლების საკითხში დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე, ზოგადად განათლების ხარისხზე, ამიტომ ცენტრი მშობლებს კონსულტაციებს გაუწევს მათთვის საინტერესო პრობლემატურ საკითხებზე, მათ შორის, უფლებების შესახებ, ბავშვთა სწორი აღზრდის შესახებ, სკოლის შერჩევასა, თუ სხვა საკითხებზე.
კერძო და საჯარო სკოლების ადმნისტრაციებს:
სკოლის მართვის, კადრების შერჩევისა და სკოლაში არსებული პრობლემატური საკითხების სწორად მოგვარებასთან დაკავშრებით ცენტრი მზად არის გაუწიოს კონსულტაცია სკოლების ადმინისტრაციებს.
სხვა დაინტერესებულ პირებსა, თუ ორგანიზაციებს:
ცენტრი ასევე საკონსულტაციო და ანალიტიკურ მომსახურებას სთავაზობს ( რა თქმა უნდა, განათლების საკითხებზე) მედია საშუალებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
როგორ მივიღოთ კონსულტაცია?
ამისთვის უნდა დარეგისტრირდეთ სპეციალური ბლანკის საშუალებით, რომელიც მოცემულ ვებ- გვერდზეა განთავსებული და ჩაეწეროთ კონსულტაციაზე.
სასკოლო კვლევების ცენტრის წარმომადგენელების მიერ მოხდება პრობლემის ჩანიშვნა, ონლაინ კონსულტაციის საშუალებით. ჩანიშნული პრობლემის შესწავლა მოხდება პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური საბჭოს მიერ, რომლებშიც შედიან ფსიქოლოგები, მკვლევარები, სკოლის სისტემაში გამოცდილების მქონე პირები, ასევე ცენტრი მოახდენს საუკეთესო უცხოური პრაქტიკის მოძიებას დასმულ პრობლემის შესაბამისად.
მოხდება რეკომენდაციის შემუშავება, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება არაუმეტეს 10 დღის ვადაში.
happy