თუ აღნიშნულ საკითხზე დაფიქრებულხართ და გაინტრესებს სხვების აზრიც, მოცემულ ბლოგში, წაიკითხეთ Pierre Pirard- გამოსვა TED -ზე.
“ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მასწავლებლის და დიდი კომპანიის მმართველის პროფესიას? – პასუხი მარტივია- ორივე პოზცია მოითხოვს ძლიერ ლიდერს.
25 წელი გახლდით, რამდენიმე, წარმატებული კომპანიის მმართველი. ბიზნესში საქმიანობისას ვეყრდნობოდი 4 ძირითად პრინციპს:
პირვლი: როგორც ლიდერს მჯეროდა, რომ შეგვეძლო დაგვედო კარგი შედეგები, რაც იყო გადამდები ჩემი გუნდის წევრებზე. როცა ლიდერს სჯერა წარმატების მისი გუნდის წევრებსაც სწამთ იგივე.
მეორე, ლიდერები ყოველთვის განსაზღვრავენ კოპმანიის მიზნებს.
მესამე, კარგი ლიდერი აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ კომპნიის მიზნები და ხედვა გახდეს თითოეული გუნდის წევრის მიზანი.
ბოლოს, ლიდერს ყოველითვის აქვს მწყობრი გეგმა ხსენებული მიზნების და პრიორიტეტების განსახორციელებლად.
ბიზნესში 25 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტები და ხედვა შეიცვალა, ამიტომ გადავწყვიდე მასწავლებლობა და დავიწყე მუშაობა ბრიუსელის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მიგრანტი მოსწავლეები სწავლობდნენ. ვიფიქრე რომ ეს არის ძალიან კარგი პროფესია რადგან, მუშაობ მხოლოდ 20 საათს კვირაში, გაქვს ბევრი არდადეგები, ხარ იმ ადამიანების პირისპირ, რომლებიც მოწყურებულნი არიან შენგან რაიმე ისწავლონ. ასე წარმომედგინა მასწავლებლობა, თუმცა რეალობა განსხვავებულია დამეთანხმებით.
როცა მუშაობას შევუდექი ერთ- ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ დიდი მოლოდინები არ მქონოდა მოსწავლეთა მოტივაციასთან დაკავშირებით, მე ეს ხუმრობა მეგონა. როდესაც საკლასო ოთახში შევედი ზოგადი ცოდნის კუთხით, ძალიან ცუდი სიტუაცია დამხვდა: მოსწავლეებმა არ იცოდნენ რომელი ქვეყნის დედაქლაქია სტოქჰოლმი, არ გააჩნდათ ელემეტარული მათემატიკური უნარები. ძალიან გამიკვირდა, როგორ მოხდა რომ ბელგიში 10 წელი სკოლაში სიარულის შემდეგ მოსწავლეებს არ ჰქონოდაც ასეთი ელემენტარული განათლება.
კარგად დავაკვირდი და ვნახე, რომ სხვადასხვა მასწავლებლებთან სხვადასხვა შედეგები ჰქონდათ, ზოგთან ძალიან კარგი ზოგთან ცუდი. პირველ რიგში გადავაწყვიტე გავსაუბრებოდი მასწავლებელბს ვისთანაც მოსწავლეებს ცუდი შედეგები ჰქონდათ. ჩემი კითხვა იყო , რა შეიძლება გაგვეკეთებინა მოსწავლეთა უკეთესი შედგებესთვის, მათ მიპასუხეს, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო , რადგან მოსწავლეები სრულყოფილად ენასაც ვერ ფლობდნენ.
შემდეგ მივედი ანტონიტსთან, ფრანგული ენის პედაგოგთან, ვისთანაც მოსწავლეები კარგად სწავლობდნენ, ვკითხე რას აკათებდა ასეთს? Მან ჩამომითვალა რამდენიმე პრინციპი, რასაც მუშაობისას ეყრნობოდა: პირველი უნდა გჯეროდეს, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს უნარი რომ კარგ შედეგებს მიაღწიოს, ასევე მათ უნდა იცოდნენ რომ შენ გჯერა მათი, ამ შემთხვევაში დაიჯერებენ რომ შეუძლიათ სწავლა, როგორც კი ნდობას მოიპოვებ უნდა დაუსახო ამბიციური მიზანი, მიზნის დასახვის შემდეგ უნდა დარწმუნდე რომ ეს ხდება პრიორეტეტი მოსწავლისთვის. ბოლო პრინციპი, რაც ანტონიმ მითხრა ეს იყო რომ უნდა მქონოდა ინდივდუალური გეგმა. Მის ანტონის თქმით, წარმატებისთვის მე და ჩემს მოსწავლეებს მოგვიწევდა ძალიან ბევრი მუშაობა .
მანამ ვიდრე სკოლაში დავრჩი მასწაცლებლად, ყოველთვის ვცდილობდი ამ პრინციპების გამოყენებას, ბევრჯერ წარუმტებლადაც, მაგრამ ერთი პრინციპი რაც ყველაზე მეტად ამართლებს არის რომ ყოველთვის უნდა ჯეროდეს მოსავლეებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. “
თარგმანი: მუხრან გულიაშვილი