საქართველოს კონსტიტუციით, საბაზო სასკოლო განათლება სავალდებულოა ყველასთვის. სასკოლო განათლების არსებული მოდელი აუცილებლად გულისხმობს, რომ მოსწავლემ სკოლაში იაროს და იქ მიიღოს განათლება. განათლების მიღების მსგავსი პრაქტიკა სახელმწიფოს ინტერესებშია, რადგან მოსწავლისა და მასწავლებლის ერთ სივრცეში თავმოყრით უკეთ უზრუნველყობს სკოლისთვის სახემწიფოსვე განსაზღვრული მიზნების კონტროლს.
საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული სასკოლო პრაქტიკა მიუხდევად შედგებისა, თუნდაც რასაც საერთაშორისო კვლევები აჩვენებს (OECD,PISA 2018) გვეჩენება როგორც მოცემულობა, თითქოს განათლება სხვაგვარად შეუძლებელია.
ახალი კორონა ვირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ, როცა სახელმწიფო ვერ უზრუნვლყოფს კონტროლირებად გარემოში საგანამათლებლო პროცესის წარმართვას, საუკუნოვანი სატატუსქვო შეცვალა: სასკოლო განათლებას მოაშორა სახელმწიფოს კონტროლის ფუნქცია, დაუტოვა მხოლოდ მხარდამჭერის როლი (მხარდაჭერაში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფო განაგრძობს ხელფასის გადახდას მასწავლბებისთვის)
ჩემი სუბიეტური მოსაზრებით, არსებული ვითარება თეორიულად მოსწავლეთათვის უკეთესი განათლების შესაძლებლობას იძლევა, რატომ?
დღეს არსებული ტექნოლოგიური განვითარების პირობებში სრულად შესაძლებელია მოსწავლემ მასწავლებლისგან მიიღოს სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. ფიდბექი. უკუკავშირი “აკადემიური უკუკავშირირი ყველაზე ძლიერად არის დაკავშირებული მოსწავლეთა მიღწვებთან” (Bellon et al). ბევრი ბიურკრტიული საქმის ნაცვლად, რისი კეთებას მასწავლებელს სკოლაში უწევს, ახლა აქვვს დრო რომ ყურადღება გაამახვილოს უშუალოდ მოსწავლეზე.
შექმნილ ვითარებაში, სწავლის პროცესი დაფუძნებულია ორივე მხრიდან პასუხისმგებლობაზე, არა ვალდებულებაზე. მაგალითად მოსწავლე არ არის ვალდებული, როგორც სასკოლო პრაქტიკის შემთვევაში იჯდეს იმ გაკვეთილზე, რომელიც არ აინტერესებს, მასწავლებლი კი არ არის ვალდებული სახელმწიფოსგან განსაზღვრული წესებს მისდიოს სწავლების დროის, პროგრამისა თუ სხვა კუთხით.
საგანამნათლებლო პროცესს შორდება პირობითობა, მაგალიად ნიშანი, რაც ცალსახად ბიუროკრაიული ელემენია და არაფერი აქვს საერთო უშუალოდ განათლებასთან.
არსებულ ვითარებაში ბუნებრვად იზრდება მშობლის როლი განათლებაში, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან მიმართებაში.
მოცემულ ვითარებაში მოსწავლეებს აქვთ საშუალება უფრო მეტი დრო დაუთმონ იმ სფეროს, რაშიც მათ აქვთ ბუნებრივი მიდგრეკილება, ან მოიძიონ ის სფერო, მშობლების დახმარებით, რაც შეიძლება მათთვის იყოს საინტერესო.
რაც ზემოთ აღვნიშნე ეს მხოლოდ შესაძლებლობებია, რათქმაუნდა, სიტუაცია ავტომატურად არ გულსხმობს, რომ ეს შესაძლებლობა ეფექტურად იქნება გამოყენებული. როგორც ბევრი განათლების ექპერტი ამბობს, სასკოლო განათლების სფეროში საჭიროა რევოლუაცია, თუ ჩვენ ეს გვინდა, მოგვიწევს დაფიქრება რადენად საჭიროა სავალდებულო სასკოლო განათლება, ხომ არ არის დრო ვიფიქროთ განთლების ალტერნატიულ, მრავალფეროვანი პრაქტიკის ემპირიულ დანეგვაზე.
მუხრან გულიაშვილი
გამოყენებული წყაროები:
1.https://gpseducation.oecd.org/CountryProfile?plotter=h5&primaryCountry=GEO&treshold=10&topic=PI
2.. Bellon, J.J., Bellon, E.C. & Blank, M.A. (1991) Teaching from a Research Knowledge Base: a Development and Renewal Process. Facsimile edition. Prentice Hall, New Jersey, USA.
3.https://emis.ge/acts/saqartvelos%20konstitucia.pdf