დეცენტრალიზაციის არსი ზოგადად
დღესდღეობით მსოფლიოს წარმატებული კომპანიების და ორგანიზაციების მართვა ხდება შემდეგი პრინციპით- ენდე პროფესიონალას. (სტივ ჯობსი ერთ -ერთ გამოსვლაში ამბობს: „apple-ის წარმატების ერთ-ერთი მთავრი ფაქტორი იყო ის, რომ მე სწრაფად შემეძლო ამომცნო სწორი კარდი“). ანუ ეს კომპანიები დიდ ყურადღებას და დროს უთმობენ სწორი კადრის შერჩევას, შემდეგ აკისრებენ დიდ პასუხიმგებლობას და ბოლომდე ენდობიან მათ. პასუხისმგებლობის გადაცემა ცენტრიდან ქვედა დონეებზე მოითხოვს, რომ ყველა დონეზე დასაქმაბული კარდი უნდა იყოს მოაზროვნე, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი. აი მაგალითად კომპანია „ტოიოტას“ უბრალო მუშებსაც კი მოეთხოვებათ, რომ იყვნენ მოაზროვნეები და შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ყველა პრობლემა, რაც კი წარმოიქმნება ადგილზე. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანი, რომლესაც უშუალო შეხება აქვს საქმესთან, უკეთ ხედავს და იცის წარმოქნილი პრობლების არსი, ვიდრე მისმა ზემდგომმა ან ორგანიზაციის უფროსმა, რომლის მიერ გაცემული დირექტივაც შესაძლოა საერთოდ არ პასუხობდეს რეალურ პრობლემებს. ამიტომ თუ საქმის უშუალო შემსრულებელი მოაზროვნეა ის თვითონვე შეძლებს გამონახოს პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა, რაც ნემისმიერი კომპანიისა, თუ ორგანიზაციის წარმეტებისა და ეფექტური ფუნქციონირების საწინდარია.
დეცენტრალიზაციის მთავარი კომპონენტი ?
ენდე პროფესინალს, როგორც ზემოთ ვთქვი ეს არის დეცენტრალიზებული მმართველობის პრინციპი, ახლა ვნახოთ, თუ რა არის მსგავსი მმართველობის მთავარი კომპონენტი. როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს დეცენტრალიზაციის მთავარი კომპონენტია პროფესიონალი კადრი, რომლესაც ბოლომდე ენდობი. პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კარდის არ არსებობის შემთხვევაში დეცენტრალიზაცია კარგავს ყოველგვარ აზრსს.
სკოლების დეცენტრალიზაცია
თუ ზემოთ ნათქვამს სკოლებზე გადმოვიტანთ მივხვდებით, რომ კეთილი განზრახვა ამოძრავებთ მათ, ვინც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებეულებების დეცენტრალიზაციას უჭერენ მხარს. მათი აზრით, თუ ამა თუ იმ სკოლაში ადგილზე მოხდება პრობლემების იდენტიფიკაცია და გადაჭრა ეს უფრო წარმატებულს და ეფექტურს გახდის სკოლას. ამის კარგი მაგალითიც არსებობს: ფინეთი, სადაც სკოლები იმერთება პრინციპით – ენდე პროფესიონალს.
რას ნიშნავს სკოლების რეალური დეცენტრალიზაცია ?
სკოლების რეალური დეცენტრალიზაცია ანუ დევოლუცია გულისხმობს, რომ სკოლის მმართველმა რგოლმა თავად, ყოველგვარი ჩარევის და ინსტრუქციების გარეშე უზრუნველყოს ყველა საკითხის და პრობლემის მოგვარება: მაგალითად პედაგოგების, სკოლის პერსონალის შერჩევა-გაშვება, სკოლის ბიუჯეტის განკარგვა, სასწავლო გეგმის შედგენა და წიგნების არჩევა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ასვე სკოლაში წარმოქმნილი დავების განხილვა, გადაწყვეტა ადგილზე დამოუკიდებლად.
რატომ ვერ ხერხდება საქართველოში სკოლების რეალური დეცენტრალიზება ?
საქართველოს რეალობას თუ დავუბრუნდებით ყოველგვარ კვლევებს, რომ თავი დავანებოთ თქვენს ირგვლივ რამდენი გეგულებათ პროფესიონალი სკოლის მმართველი, რომელიც არასდროს დააყენებს პირად ინტერესებს ორგანიზაციის ინტერესებზე მაღლა,
რომლებიც კეთილსინდისერად და გონივრულად განკარგავენ სკოლის ბიუჯეტს,
შეარჩევენ სკოლის პედაგოგებს და სხვა თანამშრომლებს ნეპოტიზმის გარეშე, ექნებათ შესაბამისი კომპეტენცია, რომ აარჩიონ სწორი კადრი,
ექნებათ უნარი, კომპეტენცია თვითონ დამოუკიდებლად შეიმუშავონ სასწავლო გეგმა და აარჩიონ სასწავლო წიგნები,
შეძლებენ გადაწყვიტონ სკოლაში წარმოქმნილი კონფლიქტები და დავები ობიექტურად,
შეძლებენ დაიცვან მოსწავლეთა უსაფრთხოება?
ამ საკითხზე კვლევაც არსებობ, რომელიც 2008 წელს ჩატარდა განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ, სადაც 2004 წელს განხორციელებული დეცენტრალიზაციის წარუმატებლობის მიზეზებს შორის სკოლის მმართველი რგოლის არაკომპენეტეტურობა, არაკეთილსინდისიერაბა და კორუფციაც არის დასახელებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქართველოში სკოლების მართვას პრინციპით ენდე პროფესიონალს ამ ეტაბზე არ აქვს აზრი, რადგან ჩვენ არ გვყავს ასეთი მმართველობისთვის აუცილებელი მთავარი კომპონენტი- პროფესიონალი და კეთისიდისიერი კადრი. (ორივე პირობა აუცილებელია)
აქვე კულტურული მომენტიც გასათვალისწინებელია: ჩვენგან ძალიან განსხვავდებიან ის ქვეყნები, სადაც დეცენტრალიზაცია კარგად მუშაობს ამის საილუსტრაციოდ მინდა პატარა მაგალითი მოვიყვანო: მსოფლიოს ერთ- ერთი წამყვანი გამოცემა „Reader’s Digest“- მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით ფინეთის დედაქალაქი ჰელისნკი მსოფლიოს ყველაზე „პატიოსანი“ ქალაქების სათავეშია. იქ 12 დაკარგული საფულიდან თერთმეტს აბრუნებენ უკან. მსგავსი ექსპერიმენტი ერთ-ერთმა ტელეკომოანიამ ჩვენთანაც ჩაატარა, შედეგები არც თუ სახარბიელო იყო.
ამიტომ თუ დეცენტალიზაციის კუთხით გვინდა სიარული ყველაზე კარგი ვარიანტი კერძო სექტორისთვის, რაც შეიძლება მეტი სივრცის და შეღავათების მიცემა იქნება.
RCS.GE