სასკოლო კვლევების ცენტრის წარმომადგენლება sky pi -ის საშუალებით ჩავწერეთ ექსკლუზიური ინტერვიუ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან განათლების მკვლევარ, ჰარვადრის უნივერსტეტის პროფესორ ტონი ვაგნერთან. შეკითხვები მომზადებულია იმ თემებიდან გამომდინარე, რასაც ვაგნერი იკვლევს, ასევე დავუსვით კითხვები, რაც ქართული განათლების სფეროსთვისაა აქტუალური. იმედი გვაქვს ეს ინტერვიუ სასრგებლო და საინტერესო იქნება ამ თემით დაინტერესბული აუდიტორიისთვის, პედაგოგებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთათვის.
თქვენს გამოსვლებში ხშირად ამბობთ ასეთ ფრაზას – „განათლების სისტემას სჭირდება არა რეფორმა, არამედ თავიდან გამოგონება“ ჩემი შეკითხვა ასეთია- ვის მიერ უნდა იქნას ახალი სისტემა შექმნილი განმანათლებლების, თუ მთავრობის მიერ?
მე ვფრიქრობ, ყველაზე კარგი შედეგის მიღება შეიძლება, როცა ორივე მხრიდან არის მოძრაობა: ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ. მთავრობის დონეზე უნდა იყოს გაცნობიერებული და შეთანხმებული, თუ რა შედეგების მიღწევა სურს. მე ვგულისხმობ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სადაც ნათლად იქნება გაწერილი სასკოლო განათლების მიზნები და მისაღწევი შედეგები, ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწონონ, რომ ის რაც პრიორიტეტული იყო 20 ან 10 წლის წინ აღარ არის პრიორიტეტული დღეს. მსოფლიოს დღეს არ აინტერესებს, თუ რამდენი იცის ამა თუ იმ ადამიანმა, არამედ აინტერესებს, თუ რას აკეთებს იმ ცოდნით რაც აქვს. ეს აუცილებალად გასათვალისწინებელია სასწავლო გეგმის შედგენისას. გადაწყვეტილების მიმღებმა პირება აუცილებლად უნდა იცოდნენ, თუ რა უნარები და ცოდნაა საჭირო 21-ე საუკუნეში იმისთვის, რომ ადამიანებმა იშოვნონ კარგი სამსახური, იმისთვის რომ იყვენენ კარგი მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის. პედაგოგებმა, განმანათლებლებმა კი უნდა განავითარონ ახალი სწავლების და შეფასების მეთოდები და გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა.
თქვენი აზრით, რა აფერხებს რევოლუციას განათლების სისტემაში, არის ეს შიში სრული კოლაპსის?
წარუმატებლობის და კოლაფსის შიში აი ეს არის, როგორაც დღეს სასკოლო განათლების სისტემა მუშაობს უმრაველს ქვეყნებში: – რას ვაკეთებთ, როცა გვსურს, რომ მოსწავლეებს და მასწავლებლებს გავუღვიძოთ სწავლის მოტივაცია? ვაშინებთ მათ წარუმატებლობით. ამიტომ ჩემი აზრით, როგორც კი მიხვდებით და გავაცნობიერებთ, თუ რა უნარები სჭირდებათ ადამიენებს 21-ე საუკუნეში და ასევე გავაცნობიერებთ, თუ როგორ ჩავრთოთ სწორად ბავშვები სწავლის პროცეში შეუძლებელია მივიღოთ არსებულზე ცუდი სისტემა.
რა არის კარგი პედაგოგის როლი 21-ე საუკუნეში?
ჩემი აზრით, საუკეთესო მასწავლებლები დღეს არიან მწვრთნელები ისინი არ გადასცემენ მოსწავლეებს ინფორმაციას ზედაპირულად, ასრულებენ გიდის როლს ბავშვებისთვის, ეხმარებიან მათ იპოვნონ საკუთარი ინტერესის სფერო და შემდეგ წვრთიან მათ, რომ მიაღწიონ უმაღლეს სტანდარტს, კარგმა მასწავლებლებმა იციან თავიათი მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეები, უვითარებენ მათ ძლიერ მხარეს, და მათთან ერთად სწავლობენ და მუშაობენ, ისევე როგორ ფეხბურთის მწვთრელი სათამაშო მოედანზე.
რა არის სასწავლო გეგმის როლი, უნდა იყოს ის შედგენილი მთავრობის დონეზე, თუ სკოლებმა თვითონ უნდა შეიმუშავონ?
ჩემი აზრით, სახელმწიფო დონეზე სასწავლო გეგმის არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა ის უნდა ტოვებდეს დიდ სივრცეს და დროს, რათა ადაპტირდეს ლოკალურადაც. უნდა ტოვებდეს დროს და სივრცეს, რათა მოსწავლეებმა იპოვნონ და აღმოაჩინონ საკუთარი ინდივიდუალური ინტერესები, აი მაგალითად ფინეთში არსებობს სასწავლო გეგმა, თუმცა მე -9 კლასის ზემოთ მოსწავლეებისთვის საგნების ერთი მესამედი არის არჩევითი. მათ ასვე რჩებათ დრო აქტიურად ჩაერთონ კურიკულუმს გარე აქტივობებში, როგორიც არის მაგალითად თეატრალური, ხელოვნების, მეწარმეობის და ასე შემდეგ კლუბები. ეს იმისთვის ხდება, რომ მოსწავლეებმა აღმოაჩინონ თვავიანთი ბუნებრივი ინტერესის სფერო, ასეთ კლუბებიში ძირითადად თვით მოსწავლეები არიან ლიდერები და ინსტრუქტორები, პედაგოგები ასრულებენ მრჩევლის ფუნქციას, ერევიან ძალიან მინიმალურ დონეზე. ფინეთში მოსწავლეებს აქვთ ხანმოკლე სასკოლო დღე და წელი. სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნები ძალიან ცოტა დროს იკავებს მთლიანი სასკოლო დღის განმავლობაში. მე ვკითხე საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ფინეთში, რამდენ საათს უთმობთ საშინაო დავალების შესრულებას? მათ მიპასუხეს 3 ან 4 საათს, მე ვკითხე- ყოველდღე? მათ მიპასუხეს- არა კვირაში 3 -4 საათს.
ანუ თქვენ მხარს უჭერთ არჩევით საგნებს სკოლაში?
დიახ, აგიხსნით რატომ. ჩვენ დღეს მოსწავლეთა მოტივაციას ვამყერებთ გარეგნულ წამახალისებელ ან დამსჯელ ფაქტორებზე: ჯილდო კარგი ნიშნებისთვის, „თუ არ ისწავლი მათემატიკას კარგ სამსახურს ვერ იშოვი“ და ასე შემდეგ, არადა უდიდესი მიღწევები მხოლოდ შინაგან მოტივაციას ემყვარება. როცა აკეთებ რაიმე საქმეს და გსურს მიაღწიო წარმატებას უმარავი წინააღმდეობა შეგხვდება, იმისთვის რომ დასძლიო ეს წინააღმდეგობები და კვლავ ენთუზიაზმით განაგრძო საქმის კეთება საჭიროა, რომ შინაგანად იყო მოტივირებული და გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. იმიტომ ვუჭერ მხარს არჩევით საგნებს, რომ ეს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს იპოვნონ ის საგანი, რაც უყვართ, რისი სწავლისას ექნებათ შინაგანი მოტივაცია.
რას ნიშნავს ციფრული პორთფელიო მასწავლებლებითვის და მოსწავლეებისთვის, რასაც თქვენ ახსენებთ თქვენს ერთ -ერთ გამოსვლაში. შეიძლება ეს იყოს მასწავლებელთა შეფასების ახალი მეთოდი?
ეს არის ელექტრონული CV -ის მსგავსი დოკუმენტი, სადაც პედაგოგი მოათავსებს თავის საუკუთესო ნაშრომებს, ვიდეოზე ჩაწერილ გაკვეთილებს და ასე შემდეგ. ეს იქნება უფრო კარგი მაჩვენებელი მათი საქმიანობის, ვიდრე რომელიმე ტესტი. იქნებ იმ დღეს, როცა ტესტირებაზე მიდიხარ ცუდ განყობაზე ხარ ან დაგაგვიანდა ნიშანავს ეს რომ ცუდი მასწავლებელი ან მოსწავლე ხარ? არა რათქმაუნდა. იგივე სახის პორტფელიო შეიძლება იყოს გამოყენებული მოსწავლეთა შეფასების დროსაც ამით უფრო მეტს ეტყვიან სკოლის დამთავრების შემდეგ დამსაქმებელს, ვიდრე ფურცლით რომლსაც ბაკალავრის დიპლომო ჰქვია.
რა არის მშობლების როლი ?
დღეს მშობლები ძალიან შეშფოთებულნი არიან- ხედავენ რომ კონკურენცია თანდათან იზრდება, ამიტომ ცდილობენ, რომ შვილები მოაწყონ საუკეთესო კოლეჯებში და უმაღლეს სასწავლებლებში, ქირაობენ ტუტორებს და ასე შემდეგ ამით ისინი ბავშვებს დათვურ სამსახურს უწევენ. შედეგი ის არის რომ სკოლის და კოლეჯის დამთავრების შემდეგ ასეთმა ბავშვებმა არ იციან რა არის მათი რეალური ინტერესეს სფერო მათ ხომ ამას არც არავინ შეჰკითვია. რა საერთო აღმოვაჩინე წარმატებულ ადამაინებში? – წარმატებულუნი ხდებიან ადამიანები ვინც პოულობდნენ თავიან საქმეს, ინტერესს ასეთ ადამიანებს ბავშვობაში ჰქონდათ უფრო მეტი დრო თამაშისთვის, უფრო მეტი დრო მოეძებნათ და აღმოეჩინათ რეალური ნიჭი, ასევე მშობლები ხელს უწყობდნენ განცდას, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო თავის სფეროში.
რას ფიქრობთ მრავალპასუხიან ტესტებზე ?
მრავალპასუხიანი ტესტები შეიქმნა იმ დროს როდესაც ცოდნის შეძენა იყო გარკვეული მასების პრივილეგია, როცა ცოტა ხალს ჰქონდა წიგნებზე წვდომა, ამიტომ იმ დროს რაიმეს დაზეპირებას ჰქონდა ღირებულება. ჭკვიანად ითვლებოდა ის ის ვინაც იცოდა ბევრი. დღეს ინფორმაცია და ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება რამდენიმე წუთში შეიძლება ინტერნეტთთან მიერთებული მოწყობილობით. უნარები რაც ასეთი ტესტირებებით მოწმდება არის ძალიან მწირე მაგალითად მეხსიერება, უმნიშნელო პრობლემების გადაჭრის უნარი და სხვა მსგავსი. დღეს მოთხოვნა მთელი მსოფლის მასტაბით არის სულ სხვა უნარებზე როგორიც არის მაგალითად კრიტიკული აზროვნების უნარი, ადაპტაციის უნარი, ეფექტური წერის და პრეზენტაციის უნარი, საჭირო ინფორმაციის მოპოვების და ანალიზის უნარი ცნობისმოვარეობა და წარმოდგენის უნარი არცერთი ეს უნარი მგავსი ტესტებით არ იზომება. PISA მიმაჩნია კარგ მაგალითად თანამედროვე ტესტების .ასეთი ტესტებით უნდა იყოს ჩანაცვლებული მრავალპასუხიანი ტესტები.
თუ მე ვიპოვი ჩემ საყვარელ საქმეს და მთელ დროს მივუძღვნი მას, მაქვს გარანტია, რომ ეს ეკონომიკურ კეთილრეობას მომიტანს?
არა რათქმაუნდა, ცხოვრებაში არაფრის გარანტია არ არსებობს ბევრი სტუდენტი შემიძლია გაჩვენოთ აქ ჰარვარდში, რომლებიც ყველაფერს სწორად აკეთებენ, თუმცა ვერ პოულობენ კარგ სამსახურს. ჩემი აზრით, ის ვინც იპოვის თავის ნამდვილ ინტერესს მიჰყვება მას, განივითარებს თვითდისციპლინას მზად იქნება რომ გასწიოს რისკი საჭირო მომენტში და ექნება დიდი მონდომება და გაცდა რომ მას შეუძლია შეცვალოს რაღაც თავის სფეროში. ასეთი ადამიანებს უფრო დიდი შანსი აქვთ წარმატების მიღწევის , განსხვავებით მათგან ვინც კარგ ნიშნებზე ამთავრებენ უმაღლესს და მიუხედავთ ამისა წარმოდგენა არ აქვთ რა არის მათი რეალური ინტერესეს სფერო.
რა შეიძლება გააკეთოს სახლემწიფომ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გაჭირვებული ოჯახებიდან მოდიან?
მინდა გითხრათ, რომ სიღარიბე არის ფაქტორი, რაც იწვევს ყველაზე მეტ პრობლემებს ჩემი ქვეყნის განათლებაში ძალიან რთულია ჩართო სასწავლო პროცეში მოსწავლე, როცა ის უჭმელია, უძილარია, უსახლკაროა ან, როცა მშობლების ჩხუბს უყურებს მთელი ღამე. დადასტურებულია კვლევებით, რომ სიღარიბე იწვევს სტრესს და ძალზედ ნეგატიურად მოქმედებს ბავშვების გონებრივ განვითარებაზე, ცუდად მოქმედებს თვითრეგულაციასა და კონცენტრაციაზე, თუმცა კარგი ახალი ამბავია ის, რომ ეს ყველაფერი დაძლევადია უფრო მზრუნველი პედაგოგების შემთხვევში, ასევე მშობლებსითვის სპეციალური კურსების შეთავაზებით, სადაც იცინი ისწავლიან როგორ იყვნენ უკეთესი მშობლები, სკოლაში ბავშვები უნდა იღებნენ სამედიცინო დახმარებას, სათვალეს თუ სჭირდებათ და ასე შემდეგ. სკოლებს სადაც ღარიბი ბავშვები სწავლობენ უფრო მეტი ფული უნდა გამოეყოთ.
გთხოვთ დაგვისახელოთ სკოლები, სადაც ახლებურად ასწავლიან
აქ ამერიკაში ასეთი ბევრია, რამდენიმეს ჩამოგითვლით აი მაგალითად : MIT Media lab, Olan College of Enginerring ასვე მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ფინეთის სკოლები
როგორ გესახებათ სასკოლო განათლების მომავალი?
ჩვენ გვჭირდება ფუნდამეტალური ცვლილებები ამ კუთხით, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა ამას ვერ აცნობიერებს. მშობლებს სკოლა წარმოუდგენიათ და უნდათ ისეთივე თავისი შვილებისთვის, როგორშიც თვითონ დადიოდნენ, პედაგოგები ასწავლიან ზუსტად ისე, როგორც ეუბნებიან, პოლიტიკოსები ფოკუსირებულნი არიან მოკლევადიან პერსპექტივებზე და ისეთი შედეგების მიღწევაზე, რომლებიც ტესტებით გაიზომება. ჩემი ხედავა არის, რომ ჩვენ გვჭირდება სისტემის არა რეფორმა, არამედ თავიდან გამოგონება. ამერიკაში განათლების ეს მოდელი, რაც დღეს არის ერთი საკლასო ოთახით, ერთი პადაგოგით, ბავშვებით რომლრბიც სწავლობენ რამდენიმე წიგნს შეიქმნა ინდუსტიული ეკინომიკის ეპოქაში, როცა ქარხნები მოითხოვდა სამუშაო ძალას, ისეთი თვისებეით, როგორც არის ბრძანებების დამორჩილება, სამსახურში დროზე გამოცხადება და ასე შემდეგ. დღევანდელი ეკონომიკა დაფუძნებულია ინოვაციებზე, ამიტომ დღეს სულ სხვა უნარებს მოითხოვს სამაყარო. ამ თვისებებზე მე უკვე ვისაუბრე ზემოთ, თუმცა ბევრი სკოლა არ ასწავლის ასეთ თვისებებს. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პედაგოგების, მშობლების, მოსწავლეების დადანაშაულება. დავჯდეთ და მოვიფიქროთ ახალი მოდელი განათლების, სადაც ყველა მოსწავლე შეიძენს იმ თვისებებს, რომრლიც ამ საუკუნეში სჭირდება.
RCS.GE