rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • მშობლები/
  • სტივ ჯობსი სასკოლო განათლების შესახებ

სტივ ჯობსი სასკოლო განათლების შესახებ

January 5, 2014 / rcs.ge / მშობლები

2011 წელს You Tube -ზე  აიტვირთა საინტერესო  ვიდეო, სადაც სტივ ჯობსი გამოთქვამს თავის შეხედულებას სასკოლო განათლებაზე.  ის  საინტერესო კუთხით აყენებს ისეთ აქტუალურ საკითხს,  როგორც არის მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებში. ის მომხრეა სკოლებს შორის კონკურენციის და ვაუჩერული დაფინანსება მიაჩნია განვითარების საშუალებად. ვნახოთ, კონკრტულად რას ამობს ის :

ჩემი აზრით, ის რაც ჩვენ გვჭიდება სასკოლო განათლებში არის,რომ სრულიად უნდა გადავიდეთ სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე,(გულისმობს თავის ქვეყანას  ამერიკას). როცა  სასკოლო განათლების პრობლემებზე ვსაუბროთ საჭიროა, ამ საკითხს შევხედოთ სხვა კუთხიდან და დავსვათ ასეთი კითხვა- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ სარგებლობენ სკოლის სერვისით ანუ ვინ არიან „მომხმარებლები“? ზოგადად, რათქმაუნდა, სკოლის „მომხმარებელი“ არის მთლიანად საზოგადოება, მაგრამ ჩემი აზრით, სკოლის უშუალო “კლიენტები” არიან არა მოსწავლეები, არამად მშობლები. პრობლემა, რაც არსებობს ამ სისტემაში არის ის, რომ უშუალო მომხმარებელნი  ყურადღებას არ აქცევენ, თუ როგორი  ხარისხის სერვისს  იღებენ. ისინი  მთელი დღის  განმავლობაში მუშაობენ და არ აქვთ დრო, რომ საკმარისი ყურადრება  დაუთმონ სკოლას. რა ხდება, როცა  მომხმარებელი  არ ინტერესდება იმ სერვისის  ხარისხით, რომელსაც იღებს? რათქმაუნდა,  მოწოდებული სერვისის  ხარისხი თანდათან იკლებს. მინდა გავიხსენო დრო, როცა ჩვენს შტატში  მატრო ერთი სატელეფონო კომპანია ოპერირებდა.  მათი ოფისის  კარზე იყო გამოკრული ბანერი: „ ჩვენ არ გვაინტერესებს“ იგივე ხდება დღეს განათლების სისტემაში. მოდით ამ ყველაფერს ეკონომიკური კუთხითაც შევხედოთ.ყველაზე  ძვირი  რამ, რასაც ადამიანების უმეტესობა ყიდულობს  ცხოვრების მანძილზე  ეს არის სახლი, მეორე – ავტომობილი. საშუალო მარკის  ავტომობილი ჯდება 16 – 20 ათას დოლარამდე, თუ 8 წლიანი  განვადებით გამოიყვანთ 2000  დოლარის გადახდა მოგიწევთ წელიწადში. თქვენი აზრით, რამდნს იხდის კალიფორნიის შტატი ერთ მოსწავლზე წელიწადში?   ეს არის  4400 დოლარი, ორჯერ მეტი ვიდრე ავტომობილი. როცა ავტომობილის საყიდლად მიდიხარ გაქვს უამარავი არჩევანი:  ტოიოტა, კრაისლერი,  ნისანი და ასე შემდეგ.  კომპანიები ათასგვარ  რეკლამებს  უკეთებენ და ყველანაირად ცდილობენ მომხამრებელს თავიანთი მოდელი მოაწონონ, ასევე  ცდილობენ უკეთესი და უკეთესი სერვისი შესთავაზონ. და რა ხდება სასკოლო სისტემაში? ხალხს სჯერა, რომ  რახან პირდაპირ თავიან ფულს არ უხდიან საჯარო სკოლებს ფიქრობენ, რომ ეს სერვისი უფასოა.  ამიტომ მჯერა, რომ ვაუჩერული სიტემა კარგია, ამის შემდეგ სკოლები დაიწყებენ კონკურენციას, რაც ხარიხსს გაზრდის, მეორე ის, რომ უფრო მეტ მეწარმეს გაუჩნდება ინიციატივა, რომ დაიწყოს ბიზნესი ამ სფეროში.

RCS.GE

ვაუჩერული სისტემა, სტივ ჯობსი, სტივ ჯობსი სასკოლო განათლების შესახებ

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE