სასკოლო სწავლების დაწყება ბავშვის ცხოვრებაში უმიშვნელოვანესი მოვლენაა. იგი ერთდროულად უამრავი სიახლის წინაშე დგება. თუ ბავშვს არ აქვს შესაბამისი სასკოლო მზაობა, შესაძლოა სკოლაში მისვლა მისთვის გადაულახავი სიძნელეებისა და ფსიქიკური ტრავმების დასაწყისი აღმოჩნდეს. ალბათ ყველა მშობელს აინტერსებს, თუ რა არის სასკოლო მზაობა და როგორ განისაზღვრება ის. ფსიქოლოგების განმარტებით სასკოლო მზაობაში იგულისხმება განვითარების იმ დონის მიღწევა, როცა ბავშვს შეუძია დაიწყოს და მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სწავლებაში. პირველკლასელს უნდა ჰქონდეს მოსწავლისთვის საჭირო ყველა ნიშანი, განვიხილოთ თითოეული მათგანი.
1. გონებრივი ნიშანი- გონებრივი მოწიფულობა, რომელშიც იგულისხმება აღქმის დიფერენციაცია. ყურადღების ნებისმიერი კონცენტრაცა. ანალიტიკური აზროვნება, სინამდვილისადმი რაციონალური მიდგომა, ლოგიკური მეხსიერბა, მიზანწრაფულობა, ცოდნის დაუფლების ინტერესები, სიმბოლოების გაგების უნარი. განვითარებული მოტორიკა (რაშიც იგულისხმება წიგნის ფურცვლის, კალმის დაჭერის უნარი.)
2. ემოციური მოწიფულობა- შედარებით უკეთესი ემოციური სტაბილურობის მიღწევა, იმპულსური რეაქციების შემცირება. სასკოლო საქმიანობის მოტივირებისას ემოციების გამოყენება
3. სოციალური მოწიფულობა- ბავშვს უნდა ჰქონდეს სურვილი კონტაქტი დაამყაროს თანატოლებთან და გარკვეულწილად დაექვემდებაროს ბავშვთა კოლექტივის ინტერესებს. მიიღოს საკუთარი როლი სასკოლო სწავლების სოციალურ სიტუაციაში.
მშობლები და ფსიქოლოგები სკოლისთვის მზაობაში განსხვავებულ აქცენტს აკეთებენ. მშობელთა უმრავლესობისთვის წერა–კითხვის ცოდნა ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანის მიზეზი ხშირად ხდება. ფსიქოლოგები კი აქცენტს სოციალურ, ფსიქო ემოციურ, ინტელექტუალურ მზაობაზე აკეთებენ და აქვე ბავშვის აკადემიურ და ფსიქიკურ უნარჩვევებს ითვალისწინებენ, ასევე მოტორიკის განვითარების დონეს. ყველა ამ ჩამოთვლილი უნარჩვევბის განვითარება ბავშვებში ინდივიდუალურია და სხვადსხვა ფაქტორი განაპირობებს. ერთი ასაკი არ ნიშავს განვითარების თანაბარ დონეს. სასკოლო მზაობაზე მსჯელობისას, თანამედროვე მკვლევარები და პრაქტიკოსები მის კომპლექსურ ხასიათს უსვამენ ხაზს და ბავშვის სასკოლო მზაობას იმ გარემოსთან მიმართებაში განიხილავენ, რომელშიც იგი ვითარდება.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკი, რა ასაკშია იგი მზად სკოლაში შესავლელად?! ამ კითხვაზე არაერთგვაროვანი პასუხი არსებობს რაც სხვადასხვა ქვეყანაში სკოლაში შემსვლელთა მინიმალურ ასაკზე აისახება. არსებობს ქვეყნები მაგალითად ბრიტანეთი და ავსტრალიის ზოგიერთი შტატი, სადაც სწავლას 5 წლის ასაკში იწყებენ. ნორვეგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში – 6 წლის ასაკში. პოლონეთში, ფინეთსა და ავსტრიაში – 7 წლის ასაკში. აშშ-ში ეს ასაკი 5-დან 8 წლამდე მერყეობს. ზოგიერთ ქვეყანაში სწავლის დაწყების ასაკი მკაცრად არ არის განსაზღვრული. მშობელს შეუძლია ბავში სკოლაში ერთი წლით გვიან ან ერთი წლით ადრე შეიყვანოს. ამის ერთერთი მაგალითია შვედეთი, სადაც სასკოლო ცხოვრება 6-7 წლის ასაკში იწყება.
თუ წარმატებული საგანმანათლებლო სფეროს მქონე ქვეყნების გამოცდილებას გავიზიარებთ, სკოლისთვის მზაობა სასკოლო პროგრამის მოთხოვნებთან მიმართებაში უნდა შეაფსდეს. რათა მაქსიმალურად მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა შეიქმნას. დასავლეთში სკოლამდელი განათლება და სასკოლო განათლება ერთმანეთთან გარკვეულ თანხვედრაშია და მკვეთრად არ ემიჯნება ერთმანეთს. არსებობს სკოლისთვის მოსამზადებელი კლასები, რომელიც სკოლის ან ბაღის ბაზაზეა შექმნილი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სწავლა შვიდი წლის ასაკში იწყება, თუმცა ექვსი წლიდან ბავშვი უკვე სავალდებულო სწავლების ციკლში ერთვება.
საქართველოში 2010 წლიდან მინიმალურ სასკოლო ასკად 5 წელი განისაზღვრა და მშობელთა ნაწილმა საკუთარი შვილი სკოლაში 5 წლის ასაკში შეიყვანა. 2013 წლის მონაცემებით პირველკლასელთა 11% 5 წლის იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარადა კვლევები, სადაც მთელი რიგი პრობლემები გამოვლინდა. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა კვლევა საიდანაც ნათელი გახდა, რომ მშობლები სასკოლო მზაობად ლექსებისა და წერა–კითვის ცოდნას ასახელებდნენ. სხვა აქცენტებს აკეთებენ ფსიქოლოგები, ისინი საუბრობენ რომ 5 წელი არის თამაშის და არა სწავლის ასაკი. ამ ასაკში ბავშვს არ აქვს შესაბამისი მზაობა იმისათის, რომ სასკოლო ცხოვრება დაიწყოს. შესძლოა მან კარგად დაძლიოს სასწავლო პროგრამა, რადგან იგი წახალისებული იქნება მშობლებისა და მასწავლებლებისგან, თუმცა სასწავლო მასალის გართულებასთან ერთად მისი მოტივაცია დაბლა დაიწევს. დიდი ალბათობაა იმისა, რომ გაჩნდეს თვითშეფასების პრობლლემა, რაც ბავშვის მომავალი განვითარებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მნიშველოვანი პრობლემაა კლასში არსებული ასაკობრივი სხვაობაც. ბავშვებს სხვადსხვა ასაკში სხვადსხვა სახის აქტივობები სჭირდებათ, 5 წლის ბავშვს, 6-7 წლის ბავშვისგან განსხვავებით ყურადღების მობილიზება გაცილებით მცირე დროით შეუძლია.
ექიმების აზრით, ხუთი წლის ბავშვის ხერხემალი საკმარისად გაძვალებული არ არის, რომ ჯდომასთან დაკავშირებული დატვირთვა აიტანოს. მას არ აქვს შესაბამისად განვითარებული არც ხერხემალი და არც ხელის მტევანი. ხშირად მშობლებს და მასწავლებლებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული სასკოლო ჰიგიენის ნორმები. 5-6 წლის ბავშვისთვის არ შეიძლება გადატვირთვა და ბევრი საწერი დავალების მიცემა. ადრე დაწყებული სასკოლო ცხოვრება ნაადრევად დაკისრებულ პასუხისმგეობლობას ნიშნავს, რაც ბავშვის ნერვიულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლისთვის მზაობა მნიშვნელოვანი მექანიზმია სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის. დღეს საქართველოში ამ მზაობის შემოწმების რესურსი არ არსებობს. არასამთავრებო ორგანიზაცია „კივიცას საქართველომ“ ჩაატარა კვლევა „ბავშვის სასკოლო მზაობა საქართველოში“. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 200 ბავშვი , მშობელი და მასწავლებელი. კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულ ბავშვთა 60% (3-5 წლამდე ასაკის ბავშვები) არ არის მზად სასკოლო ცხოვრების დასაწყებად. საქართველოს მონაცემები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია. როგორც კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, ბავშვებს არ აქვთ განვითარებული მოტორიკა. მათი აზრით, ამის მთავარი მიზეზი გაუმართავი სკოლამდელი აღზრდის სისტემაა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ არსებობს ერთიანი სწავლების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბაღში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ერთიანად წარიმართება.
სტატიის ავტორი: ნატო ქურციკაშვილი