ორი კვირის წინ თბილისის ერთ- ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დავესწარი. საგაკვეთილო პროცესის დამთვარების შემდეგ მოსწავლეებმა ერთ მცირე დარბაზში შეკრიბეს სხვა მოსწავეები, პედაგოგები, მშობლები,(რომლებიც სპეციალურად მოვიდნენ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად) სკოლის დირექტორი და სხვა სკოლის თანამშრომლები. ღონისძიება მიეძღვნა წმ. გიორგის დღესასწაულს, ამიტომ პირველ რიგში, მოსწავლეებმა კომიუტერული ტექნიკის დახმარებით, აუდიტორიას წმ გიორგის ისტორია გააცნეს( მინდა აღვნიშნო, რომ, პირადად, ჩემთვის ძალიან ინფორმატიული პრეზენტაცია იყო და დიდხანს დამამახსოვრდება მოსმენილი) შემდეგი ნომრები იყო ცეკვა , სიმღერა და მრვალსტროფიანი ლექსების თქმა, ამ ყველაფერს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით აკეთებდნენ. როგორც ზემოთ ვთქვი, რამდენიმე მათგანმა მრავალსტროფიანი ლექსი დაისწავლა( არ დაზარებია )და მოყვა,თან ისე,რომ შეცდომა არ დაუშვია, მსახიობური ოსტატობითაც კი გააფორმა. მოსწავლეები თვითონვე უსწორებდნენ შეცდომებს ერთმანეთს, თვითონვე ახდენდენ თანამედროვე ტქნიკის ლეპ ტოპი, პროექტორი მართვას, ( ეს ტექნიკა მოსწავლეებმა თვითონ მოიტანეს სახლიდან) მათ, როგორც მოგვიანებთ გავიგე თვითონ მოიფიქრეს იმ პატარა დარბაზის დიზაინი, სადაც წარმოდგენა გაიმართა . ღონისძიების მიმდინეროებისას მოსწავლეებს არ დასჭირვებიათ უფროსების მითითება დისციპლინაზე ) იმ მოსწავლეებსაც კი, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის დროს ხშირად იღებენ შენიშვნას ). როგორც შემდეგ გავარკვიე ინიციატივა ეკუთვნოდა სკოლის ერთ -ერთ სასწავლო ნაწილს , რომლრიც სხვა პედაგოგთან ერთად მოსწავლეებს ეხმარებოდა ყველაფრის ორგანიზებაში. მან ასევე ღონისძიებაზე მოიწვია ხალხური სიმღერების შემსრულებელი პროფესიონალი ადგილობრივი თემიდან, ასაკოვანი კაცი, რომელმაც ასევე რამდენიმე სიმღერა შეასრულა . ღონისძიება, სადღაც 1 საათს გაგრძელდა. დასასრულს, როცა უკვე ხალხი გადიოდა დარბაზიდან ერთ-ერთი მოსწავლისგან , ( სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ მოსწავლეები, რომლებისც ესწრებოდნენ საკმაოდ დიდი ინტერესით უსმენდნენ თავიანთ თანატოლებს და მათაც არ დასჭირვებიათ რაიმე მითითება დისციპლინაზე ან ვინმესგან ნათქვამი „მოუსმინე „) ასეთი რეპლიკა მომხვდა ყურში :-„ეს იყო ყველაზე საინტერესო გაკვეთილი“
რატომ იყო ეს ღონისძიება ყველაზე საინტერესო გაკვეთილი,ან ჩვეულებრივ გაკვეთილზე საინტერესო ?
პიველი
იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ ვთქვი, გარემოს მოსწავლეებმა თვითონ გაუკეთეს დიზაინი, მოაწყვეს ის არაფორმალურ სტილში, ისე როგორც რომელიმე კარგ რესტორანში. რა თქმა უნდა, იყო საინტერესო და არა მოსაწყენი, როგორც ჩვეულებრივი საკლასო ოთახი ჩამწკრივებული მერხებით და მოსაბეზრებელი ერთფეროვნებით .
მეორე
იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ ვახსენე, პრეზენტაციისას მოსწავლეებმა გამოიყენეს თანამედროვე ტექნიკა სლაიდები, ვიდეო you to be -დან , ასევე მართვადნენ აი ტი სისტემას, რომელიც ალბათ ცალკე გაკვეთილია მათთვის. ტექნიკის გამოყენებით უფრო სინტერესო გახადეს პრეზენაცია, რაც ასვე განსხვადება ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან, რომელიც საეთოდ იგნორს უკეთებს თანამედროვე ტექნიკის მიღწევებს და არის ისეთივე რუტინული, როგორც ჩვენი მშობლების თაობის დროს იყო .
მესამე
აქ მოსწავლეებს ჰქონდათ სცენა დათმობილი, გაკვეთილისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად მასწავლებელი საუბრობს, მან იცის ყველა კითხვაზე სწორი პასუხი. როგორც ზემოთ ვთქვი მოსწავლეები თვითონვე უსწორებნდენ ერთმანესთს შეცდომებს, თვითინვე ანაწილებდნენ როლებს, გუნდურად წყვეტდნენ ნებისმიერ ტექნიკურ პრობლემას და პოულობდნეს პასუხს კითხვებზე.
მეოთხე
ეს ღონისძიება არ იყო სასწავლო გეგმაზე ან კურიკულუმზე დაფუძნებული, შესაბამისად, მოსწავლეები აკეთებდნენ იმას, რისი გაეთებაც მათ ყველაზე მეტად უყვართ და გამოსდით, რაც არის მათი ბუნებრივი ტალანტი და ეს მათვიის იყო სახალსო. ჩვეულებივ გაკვეთილზე მოსწავლე მოვალეა აინტერესებს თუ არა რაიმე საგანი მაინც ისწავლოს, რითაც ის კი არ ავითარებს საკუთარ რეალურ შესაძლებლობას არამედ , შესაძლოა გადამისამართდეს თავისი ბუნებრივი ნიჭიდან.
მეხუთე
ჩვეულებრივ გაკვეთილზე მოსწავლეების აფასებენ ნიშნებით, რაც ნამდვილად არ არის შინაგანი მოტივაციის წამახალისებელი. აქ მათ აფასებდნენ ტაშით, რაც ყველაზე დიდი ჯილდოა და მოტივატორი.
მეექვსე
ჩვეულებრივი გაკვეთილისგან განხვავებით, აქ არ იყო ზუსტად განსაზღვრული დრო, რგორც ზემოთ ვთქვი ღონისძიება 1 საათს გაგრძელდა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა 45 წუთის მერე ზარს დაერეკა და ბვშვებისთვის ვინეს შეეწყვეტინებინაეს ყველაფერი?
პედაგოგის როლი
როგორც ზემოთ ვთქვით, მოსწავლეებს ამ ყველაფრის ორგანიზებაში პედაგოგი დაეხმარა. მან მისცა ინიციატივა შემდეგ ეხმარებოდა ორგანიზებაში აქედან კარგად ჩანს „ყველაზე საინტერესო გაკვეთილში“ პედაგოგის როლი. კენ რობინსონს გავიხსენებ, ის ამბობს : „ბავშვები დაჯილდოებულნი არიან ბუნებრივი ნიჭით ახლის შესწავლის, ამიტომ პედაგოგის როლია გაუღვიძოს მოსწავლეებს ინიციატივა ,ცნობისმოყვარეობა და შემდეგ უკან გადგეს“
მშობლების და ადგილობრივი თემის ჩართულობა
ხშირად მესმის პედაგოგების ან სკოლის ადმინისტრაციის ჩივილი, რომ მშობლები არ ინტერესდებიან და საკმარის ყურადღებას არ აქცევენ შვილებს. ღონისძიებას მშობლებიც ესწრებოდნენ და საკმაოდ იყვნენ ჩართულნი . ზემოთ ასევე პროფესიონალი მომღერალი ვახსენე ადგილობრივი თემიდან, რომლისგანაც ბავშვება დარწმუნებული ვარ ისწავლეს რაღაც. ეს ასევე იყო კარგი მაგალითი თემის ჩართულობის სასკოლო ცხოვრებაში.
ჩვეულებრივ გაკვეთილებზე ბავშვები ძირითად დროს უთმობენ ტექსტების დაზეპირებას, რომელიც სკოლის დამთავრებიდან რამედნიმე წელიწადში აღარ ემახსოვრებათ. ამ ღონისძიებაზე კი მათ ივარჯიშეს და განივითერეს ისეთ უნარები, როგორიც არის პრეზენტაცია, ტექნიკის მართვა, გუნდური მუშაობა, პრობლემების დამუკიდებლად გადაჭრა და ასე შემდეგ ეს ყველა თვისება ისეთია, თუ შეიძენ მერე მთელი ცხოვრება გექნება.
ესსე მინდა დავამთვარო ღია კითხით, რატომ არ შეიძლება ყველა გაკვეთილი იყოს „ყველაზე საინტერესო“ ?
RCS.GE