განათლება, როგორც მეცნიერული დისციპლინა არ არის „ბონა ფიდე“ (ზუსტი), რთულია ამ სფეროში ჩატარებული კვლევები დაასაბუთო, ისე როგორც ზუსტ მეცნიერებებში. ზოგიერთი მკვლევარი განათლებას არ მიიჩნევს აკადემიურ დისციპლინად, თუმცა ამერიკის შტატ ტენესიში ჩატარებული მაშტაბური სასკოლო კვლევა ყველა სწავლულის მიერ კვლევის ოქროს სტანდარტად არის აღიარებული. კვლევის სახელწოდებაა მასწავლებელთა და მოსწავლეთა წარმატების კოეფიციენტი (for Student-Teacher Achievement Ratio). კვლევის მიზანი იყო დაედგინა 2 ცვლადის – კლასის ზომა და მასწავლებლის მომზადების გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე. იდეა ეკუთვნოდა ტენესის შტატის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის პადაგოგ Helen Pate-Bain -ს. (ასწავლიდა VII-XI კლასებს ). ჰელენმა საკუთარი პრაქტიკიდან შენიშნა, რომ მცირე ზომის კლასებში, სადაც 15 მოსწავლემდე ირიცხებოდა მოსწავლეთა მიღწევების თვალსაზრისით უფრო კარგი შედეგები ჰქონდა. ჰელენის აზრით, იმის მიზეზი, რომ ზოგიერთი მოსწავლე მოუმზადებელი მოდიოდა იყო დაწყებით კლასებში პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური ყურადღების ნაკლებობა, რის შედეგადაც მოსწავლე ვერ ივითარებდა კითხვის და სხვა უნარებს. ჰელენმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა, რითაც მეცნიერულად დაასაბუთებდა თავის ვარაუდს, მან დაფინასებისთვის და მხადაჭერისთვის მიმართა ტენესის შტატის გუბერნატორ L a m a r A l ex a n d e r – ს. გუბერნატორი, რომელმაც შემდგომში პრეზიდენტ ჯ. ბუშ უფროსის კაბინეტში განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა ერთწლიანი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა ჰელენს და გამოუყო 12 მილიონი დოლარი კვლევის დასაფინანსებლად. კვლევაში ჩაერთო ასევე ტენესის შტატის განათლების დეპარტამენტიც. კვლევა დაიწყო 1985 წელს და მისი ძირითადი ფაზა 4 წელს გრძელდებოდა. მოიცავდა შტატის ყველა ქალაქის და სოფლის 79 სკოლას, 7500 მოსწავლეს. კვლევაში მონაწილე თითოეულ სკოლაში მოსწვავლეები შემთხვევითი პრინციპით გაანაწილეს შემდეგი სახის კლასებში 13-17 მოსწავლე მცირე კლასი, 22-26 რეგულარური კლასი და ასევე 22-26 მოსწავლე რეგულარური კლასი დამხმარე მასწავლებლით. განაწილება მოხდა პირველი კლასიდან და მსგავსი განაწილება უნდა შენარჩუნებულიყო მე-4 კლასის ჩათვლით. მოსწავლეებს ყოველი კალენდარული წლის ბოლოს უტარდებოდათ სასწავლო კურიკულუმზე დაფუძნებული კითხვის და მათემტიკის უნარების ტესტები. 1989 წელს გამოქვეყნებულმა კვლევის საბოლოო შედეგებმა გამოავლინა, რომ მცირე საკლასო ჯგუფების მოსწავლეებს ბევრად უკეთესი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე ჩვეულებრივი ან დამხმარე პედაგოგით უზრუნველყოფილი საკლასო ჯგუფების მოსწავლეებს. ამ კვლევის ერთ- ერთი აღსანიშნავი მიგნება ის იყო, რომ პირველი კლასის მცირე საკლასო ჯგუფის მოსწავლეთა მიღწევები შენარჩუნდა მომდევნი 4 სასწავლო წლის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ დაბალი სოციალ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა შედეგები, რომლებიც ირიცხებოდნენ მცირე საკლასო ჯგუფებში უსწრებდა მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეთა შედეგებს რეგულარული საკლასო ჯგუფებიდან. მკველვარებმა გამოიანგარიშეს რელურად რამდენად დიდი იყო მცირე საკლასო ჯგუფების მიღწევები მათ ეფექტის სიდიდე ციფრებში გამოსახეს. დადგინდა, რომ 4 წლის მანძილზე მცირე საკლასო ჯგუფებში მოსწავლეთა შედეგებმა შედგინა 1 სტანდარტული გადახრის 15 – 34 პროცენტით მეტი. საყურადრებოა ის, რომ კვლევამ ვერ გამოავლინა განსხვავება ტრეინინგ გავლილ და გაუვლელ პედაგოგებების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, თუმცა მას ჰელინი იმით ხსნიდა, რომ იმ პერიოდისთვის ტენესიში არ არსებობდა ბაზა, რომრლიც პედაგოგს კვალიფიციური გადამზადებით უზრუნველყოფდა. ტენესის კვლევა ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი კვლევაა აშშ -ს განათლების სფეროში, რომელმაც გავლენა იქონია განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებულ ბევრ გადაწყვეტილებაზე.
RCS.GE