სოციოლოგი, Dr. David Popenoe ერთ-ერთი პიონერია ამ ახლი დარგის მკვლევართა შორის. მისი თქმით, მზრუნველ მამებს აქვთ დადებითი გავლენა შვილებზე და მისი შეცვლა სხვა ადამიანს არ შეუძლია. მზრუნველად განიხილებიან მამები, რომლებიც ცხოვრობენ შვილებთან ერთად და შეძლებისდაგვარად მეტ დროს ატარებენ ბავშვებთან- მათთან თამაშობენ, კითხულობენ და ასე შემდეგ. მამებთან თამაშის დროს ბავშვები ივითარებენ ფიზიკურ და კოგნიტურ თვისებებს, ხოლო დედასთან ვერბალურს. კვლევების თანახმად, ბავშვებს, რომლებსაც ჰყავთ მზრუნველი მამები გამოირჩევიან უფრო მაღალი IQ-თი, უკეთესი ლინგვისტური და კოგნიტური შესაძლებლობებით. პირველ კლასელ ბავშვებს, რომელთაც ჰყავთ მზრუნველი მამები უფრო ადვილად ძლევენ სკოლის სტრესს. მამის როლი უმნიშველოვანესია ასევე ბავშვების ემოციური განვითარების თვალსაზრისითაც- მზრუნველი მამების შვილები თანაკლასელებთან ამყარებენ მეგობრულ კავშირს, არიან ნაკლებად აგრესიულები და კონფლიქტურები. ბიჭები, რომლებიც მამების გარეშე ცხოვრობენ ახასიათებთ მორალთან დაკაშირებული პრობლემები როგორიცაა- დადგენილ წესებთან შეუგუებლობა, უჭირთ ჩადენილი დანაშაულის აღიარება. (Hoffman, 1971).გოგონებს, რომლებიც მამის გარეშე ცხოვრობენ ახასიათებთ სიცრუე და არ განიცდიან სინდისის ქენჯნას ცუდი საქციელის გამო, ვერ ხედავენ მკაფიო ზღვარს ცუდსა და კარგს შორის. (Parke, 1996;Mott et al., 1997). შვილებთან ურთიერთობას და მათ აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას პოზიტიურ გავლენა აქვს თვით მამებზეც: ეს სძენს მათ მეტ თვითდაჯერებულობას, ფსიქოლოგიურ სიმწიფეს. ასეთი მამები არიან უფრნ კარგი მეუღლეები, თანამშრომლები, მოქალაქეები.(Snarey, 1993)
RCS.GE
qartveli mamebi ki fiqroben, rom shvili dedam unda gazardos. iqneb mattvis rame treningi mogvefiqrebina.:)