14 სექტემბერს საქართველოს ახალმა პრემიერ მინისტრამა მამუკა ბახტაძემ განათლების სფერო სახლემწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, ამ ფაქტის აღსანიშნავად სპეციალური ღონისძიება იყალთოს აკადემიაში გაიმართა, რისი მიზანიც, დიდი ალბათობით, იყო, ის რომ უფრო მეტი დამაჯერებლობა შეემატებინა პრემიერის ნათქვამისითვის.
ვნახოთ რა ითქვა პრემიერის მხრიდან: „ძირეული რეფომების გატარება იგეგმება 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობა წარადგენს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა – განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში”(http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=491&info_id=67851 28.09.2018)
ყოველივე ზემოთ თქმული მოსასმენად კარგია, მაგრამ არ ჩანს კონკრეტიკა, რის გამოც გარკვეული შეკითხვები წარმოიშვა, მაგალითად, როგორ აპირებს სახლემწიფო მასწავლებლებისთვის სკოლა გახადოს სასიმოვნო სამსახური? როგორ აპირებს სახელმწიფო თანაბარი ხარისხის განათლების მიწოდებას ყველა სოციალური წარმომავლობის მოსწავლისთვის, სკოლებს შორის კონკურენცია იქნება ზოგადი განათლების სისტემის მამოძრავებელი, თუ თანამშრომლობის პრაქტიკები დაინერგება, მასწავლებლის ხელფასი ისევ საათების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული თუ არა?
მეტ- ნაკლები კონკრეტიკის მცდელობა იკვეთება შემდეგ განცხადებაში-„გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა, პირველ ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000-მდე მასწავლებელი”
( http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=491&info_id=67851 28.09.2019 ), თუმცა ამ კონკრეტიკამაც უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა: რატომ 10000 -ს, როცა სულ 67 000 -მდე მასწავლებელია საჯარო სკოლებში?
სრულიად გასაგებია, რომ მეტი კონკრეტიკისთვის არა პრემიერ მინისტრს, არამედ განათლების სამინისტროს უნდა მივმართოთ.
რასაც განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან ვიგევთ არის შემდეგი: შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მინისტრს წარუდგენს განათლების რეფორმირების გეგმას, (http://mes.gov.ge/content.php?id=8587&lang=geo 1.10.2018) რომელი ექსპერტები შედიან ხსენებულ კომისიაში, როგორ ხდება მათი შერჩევა? ეს საინტერესოა, თუმცა ამ შემთხევაში არ წარმოადგენს სტატიის განსახილველ საკითხს, უფრო მეტად საინტერესოა პროცესი, როგორ ხდება პრიორიტეტულად გამოცხადებული განათლების რეფორმის გატარება?
როგროც ზემოთ ვნახეთ იქმნება რეფორმების ჯგუფი, რომელიც შემდეგ წარმოადგენს დოკუმენტს და ამ დოკუმენტის მიხდევით მოხდება განათლების რეფორმის გატარება.
ადამიანს რომელსაც განათლების საკითხები აინტერესებს და ყურადრებით აკვირდება ყველა სიახლეს, შეუძლებელია არ გაახსენდეს 2012 წელს შექმნილი სულ პირველი კომისია, რომლიც ცნობილი მეცნიერის გია დვალის ხელმძღვანელობით შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე კვირიანი მუშაობის შემდეგ წარმოადგინა დოკუმენტი, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განათლების სისტემის რეფორმა.
როდესაც გია დვალის კომისიის მიერ შექმნილი დოკუმენტი საფუძვლიან დავიწყებას მიეცა, თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოში კიდევ ერთი კომისია შეიქმნა და კიდევ ერთი სტრატეგიის დოკუმენტი შექმნეს. (http://www.mes.gov.ge/uploads/strategia..pdf 1.10.2018)2016 წელს მინისტრი სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა, ზუსტად იგივე პროცესი განმეორდა- ახალმა მინისტრმა ექსპერტულ წრეებს კიდევ ერთი დოკუნეტი შეამუშავებინა. სადაც გაწერილია სამომქდო გეგმა 2021 წლამდე .(http://www.mes.gov.ge/uploads/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83 %92%E1%83%98%E1%83%90.pdf 1.10.2018) სულ ბოლო ე.წ. განათლების განვითრების დოკუმენტი 2017 წლეს მინისტრ მიხელ ჩხენკელს ეკუთვინის .(http://mes.gov.ge/app/ganatleba-2018/ 1.18.2018)
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ დოკუმენტებში შინაარსის მოცულობა და გვერდების რაოდნებოდა თანდათან მცირდებოდა, მაგალითად, თუ თამარ სანიკიძის დროს შექმნილი დოკუნეტი 44 გვერდიანია, მიხეილ ჩხენკელის მინისტრობისას გამოქვეყნებული დოკუნეტი უკვე 12 გვერდს შეადგენს.
წლების განმავლობაში შექმნილი დოკუნეტების შინარსის განხილვას არ შევუდგები, ეს სტატიის მიზანს არ წარმოადგენს, როგორც ზემოთ ვთქვი, მთავარი მიზანია შევხედოთ პროცესს, იქნებ პროცესის ანალზით უფრო მეტად მივხვდეთ რეფორმების წარუმატებლობის მიზეზებს, ასვე ვივარაუდოდ რას მივიღებთ მომავალში, თუ ისევ იმ გზას გავიმეორებთ, რაც ადრე გაგვივლია. იქნებ სწორედ, რომ არასწორად წარმათული პროცესის გამოა წლების განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ?
ზემოთ წარმოდეგნილი ფაქტებიდან ერთი დასკვნის გაკთება უდავოდ შეიძლება, კომისების შექმნით და ახალ – ახალი სტრატეგიების წერით რელობა არ შეიცვლება, ე.წ. კომისიის წევრები ყველა ახალ მინისტრს დაეუწერენ ახლა სტრატეგიას საკუთარი თავის არსებობის ლეგიტიმიაციისთვის.
ამიტომ აუცილებელია რომ ადამიანს, რომლიც განათლების მინისტრის პოსტზე ინიშნება თავად ჰქონდეს საკუთარი ხედვა სფეროს რეფორმირების, ასვე უნდა ჰქონედ პასუხები ძალიან კონკრეტულ შეკითხვებზე, მნიშვნელოვანია ჰქონდეს სასკოლო გამოცდილება და საკუთარ თავზე გამოცდილი ყველა ის პრობლემა რომელიც დღეს მასწავლებელს აქვს, ეს ყოველივე არის იმის წინაპირობა პრობლემების გადაჭრის სწორი ხედვა ჩამოუყალიბდეს ადამიანს. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი მინისტრის ხედვას საზოგადოება წინასწარ იცნობდეს.
პ.ს. კიდევ ერთხელ,უკვე მერამდენედ, გამოცხადდა განათლება პრიორიტეტულ სფეროდ, თუმცა მოცემულ შემთხევაში ამ იდეას უფრო მეტი პასუხისმგებლობით სჭირდება მოპყრობა, რადგან არის საფრთხე ამდენი წარუმატებლობის შემდეგ, ეს იდეა საზოგადოებაში გაფერმკრთალდეს და ნდობა დაკარგოს, რაც არ წაადგება თავად რეფორმის პროცესს სამომავლოდ.
მუხრან გულიაშვილი
გამოყენებული რესურსები
1.საქართველოს მთავრობის ადმინიტრაცია http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=491&info_id=67851 28.09.2018
- საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტრო
http://mes.gov.ge/content.php?id=8587&lang=geo 1.10.2018
3.საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტრო
http://www.mes.gov.ge/uploads/strategia..pdf 1.10.2018
- .საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტრო
http://mes.gov.ge/app/ganatleba-2018/ 1.18.2018