rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • გაკვეთილი/
  • სასკოლო სისტემის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლიან მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში

სასკოლო სისტემის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლიან მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში

November 12, 2017 / rcs.ge / გაკვეთილი

    რობერტ ჯ. მარზნოს წიგნში “კლასის მართვა” , საკლასო ოთახში მოსწავლეთა  დისციპლინის უზრუნველყოფა, წარმატებული საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთ უმთავარეს ფაქტორად არის დასახელებული, (მარზანო,2009) ამავე  სახელმძღვანელოში მოცემულია რჩევები მასწავლებლებისთვის, როგორ უნდა მართონ  მოსწავლეთა ქცევები საგაკვეთილო პროცესზე სასურველი შედეგების მისაღებად.

    ზემოთ ნახსენები რეკომენდაციების პრაქტიკაში ვარგისიანობაზე რა მოგახსენოთ, თუმცა ფაქტია,  საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეთა ქცევის კონტროლი და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი სასკოლო რეალობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, საგაკვეთილო პროცესით მოსწავლეთა დაინტერესებასა და  ჩართულობაზე პედაგოგებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ თუმცა,  ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, მნიშვნელოვან პრობლემას ამ კუთხით,  ქმნის სისტემური ხარვეზები, რაც საბოლოოდ ხელს უშლის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და ირიბად  უბიძგებს მათ, რომ იყვნენ არადისციპლინებულნი.

  •  ერთ-ერთი ასეთი სისტემური ხარვეზი, რაც ხელს უშლის მასწავლებლებს რომ წარმართოს პროდუქტიული საგაკვეთილო პროცესი, არის მოსწავლეთა დიდი რაოდენობა კლასში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე არსებული საერთაშორისო  კვლევები გვარწმუნებენ მოსწავლეთა რაოდენობას არ აქვს გავლენა აკადემიურ შედეგებზე, (ახალი განათლება 12.06.2013)  ქართული პრაქტიკა სხვაგვარია:  ყველას, ვისაც აქვს სწავლების გამოცდილება ქართულ საჯარო სკოლაში, არამგონია თვითრეფლექსია არ ჰქონოდა, თუ რამხელა განსხვავებაა, როცა  გაკვეთილს ატარებ 20 მოსწავლესთნ, ვიდრე 30 მოსწავლესთან.

 

  • მეორე სისტემურ ხარვეზად მიმაჩნია გაკვეთილების დიდი რაოდენობა დღის განმავლობაში, რაც ერთის მხრივ, მოსწავლეთა გადაღლას განაპირობებს,( დიდი განსხვევებაა, მოსწავლეების ჩართულობის მხრივ პირველ- მეორე გაკვეთილსა და  მე-6,  მე-7 გაკვეთილებს შორის).  მეორეს მხრივ კი მასწავლებლების გადაღლას: როცა მასწავლებელს 5 გაკვეთილის ჩატარება უწევს დღეში, ნაკლებად სავარაუდოა , რომ დარჩეს ენერგია რომ შემდეგი დღისთვის გაკვეთილები დაგეგმოს.

 

  • მესამე  სისტემური ხარვეზია ის, რომ მოსწავლეებს რომლებიც  საბაზო საფეხურის შემდეგ პროფესიულ  სასწავლებელებში სწავლის გაგრძელება სურთ  თავს იკავებს იმიტომ რომ  ვერ აიღებს  საშუალო სკოლის ატესტატს, რაც  საბოლოო ჯამში სკოლების გადატვირთულობას განაპირობებს საშუალო საფეხურზე.  იმედია ამ კუთხით, კანონიში ახლახანს განხორციელებული ცვლილება მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ დიდი ინტერესი აკადემიური საგნების მიმართ, მაგრამ მაინც რჩებიან სკოლაში საშუალო სკოლის ატესტატის მოპოვების მიზნით, მისცემს სტიმულს გადავიდნენ პროფესიულ კოლეჯებში, იპოვონ მათთვის საინტერესო საქმიანობა და ამავე დროს საშუალო სკოლის ატესტატიც აიღონ.

 

სისტემურ პრობლემეზე  აქცენტის დასმა დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია, რადგან როცა საკლასო ოთახში მოსწავლეთა დისციპლინაზეა საუბარი მთელ  პასუხისმგებლობას  საზოგადება მასწავლებელს აკისრებს. რასაკვირველია  პედაგოგს  აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამას არავინ უარყოფს.  ზემოთ ნახსენები სისტემური ხარვეზების ფონზეც უამრავი  მასწავლებელი ახარერხებს საგაკვეთილო პროცესის პროდუქტიულად წარმართვას, მაგრამ  ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში არა მარტო გამოცდილი, არამედ  საშუალო კვალიფიკაციის ან, თუნდაც დამწყები მასწავლებელიც შეძლებს უკეთესად წარმართონ საგაკვეთილო პროცესი, რაც სასარგებლო იქნება პირველ რიგში მოსწავლეებისთვის.

მუხრან გულიაშვილი

გამოყენებული რესურსები:

1.რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, იანა ს. მარზანო.კლასის მართვა. 2009,tpdc

2. TIMSS 2011 — ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე მა­თე­მა­ტი­კა­ში.2013-12-06. ახალი განათლება  http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=222

3. ფაქტორები, რომლებიც საქართველოში რეპეტიტორების ინსტიტუტის პოპულარობას განაპირობებს. rcs.ge  04. 13, 2015  https://rcs.ge/?p=1251

 

კლასის მართვა, მოსწავლეთა დისციპლინა, რობერტ ჯ. მარზნო

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE