ჯონ მაკარტის მიხედვით, (მეცნიერი რომელმაც ტერმინი პირველად იხმარა 1955 წელს ) ხელოვნური ინტელექტი გულისხმობს პროგრამასა, თუ კომპიუტერს, რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულებს, როგორსაც ადამიანი, ისე იაზროვნებს, როგორც ადამიანი. ხელოვნური ინტელექტი, ასევე არის მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ინტელექტუარი პროგრამისა და კომპიურეტის შექმნის საკითხებს.
ხელოვნური ინტელექტი, როგორც სამეცნიერო დისციპლინა ეყრდნობა უამრავ ტრადიციულ სამეცნიერო დარგს მაგალითად, ფილოსოფია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, ფსიქოლოგია. ამ მეცნიერებათა ჩართვა ხელოვნური ინტელექტის კვლევის პროცეში უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, თუ მიზანია შეიქმნას ადამიანის გონების მოდელი, მაშინ ჯერ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის გონება. კერზოდ- როგორ სწავლობს, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ აგვარებს პრობლემებს. ყველა ეს კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნას ხელოვნური ინტელექტი.
სანამ ხელოვნური ინეტელექტის მაგალითებს წარმოვადგენთ მოდით გავმარტოთ გონების ფუნქციები მოკლედ:
- ეს არის შესაძლებლობა იფიქრო და გაიგო, ვიდრე იმოქმედო ინსტიქტურად ან ავტომატურად.
- ეს არის შესაძლებლობა ადვილად გაერკვე ახალ სიტუაციაში და ისწავლო გამოცდილებით.
- ეს არის შესაძლებლობა ცოდნის საშუალებით იმოქმედო შენს გარემოზე მიზნის მისაღწევად, იფიქრო აბსტარქტულად,
- ეს არი შესაძლებლობა შეიძინო, გაიგიო, გამოიყენო ცოდნა, დაამყარო მიზეზ -შედეგობრივი კავშირები.
ინტელექტი წამოიშობა ცოდნისგან, რომელსაც ახასიათებს ენა, აღქმა, ინტელექტი არის ის, რასაც ჩევენ ვიყენებთ, როცა არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.
რათქმაუნდა , ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა შეუძლებს კი პროგრამა იფიქროს და იაზროვნოს ისე, როგორც ადამიანი?
როგორც მეცნიერები ამბობენ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა ამას სჭირდება ძალიან დიდი ზომის ვინჩესტერი. ადამიანს ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს მილონჯერ მეტი ინფორმაცია, ვიდრე დღეს არსებულ უმძლევრეს კომპიუტერსაც კი. კომპიუტერი ან რობოტი შეიძლება კარგად თამაშობდეს ჭადრაკს, მაგრამ ვერ გადაჭრას სხვა ელემენტარული პრობლემა მაგალითად გაიგოს გემო.
საინტერესოა ვნახოთ, თუ სად ხორციელედება ხელოვნური ინტელექტის ელემენტები დღეს ცხოვრებაში, მაგალითად VISA იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა ამოიცნოს ყალბი ტრანზაწცია, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს იყენებენ ე. წ. დრონები, რობოტები სავალუტო ბირჟა, მედიცინა, ხელოვნური სუნქვის აპარატი და ასე შემდეგ.
მუხრან გულიაშვილი
სასკოლო კვლევების ცენტრი
გამოყენებული რესურსები:
1.ucnauri.com
2.wikipedia.org