„დღეს მსოფლიოს აინტერესებს არა ის თუ რამდენი იცი, არამად ის თუ რას აკეთებ იმით რაც იცი„
ტონი ვაგნერი
ეს გახლავათ ჰარვარდის უნივერტეტის პროფესორ ტონი ვაგნერის ფრაზა, მკვლევარმა შეისწავლა 21–ე საუკენეში კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნერების კომპლექსი და შემდეგ დასკვნამდე მივიდა:
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; მულტიკულტურულ გარემოში გუნდური მუშაობის და გავლენით ლიდერობის უნარი; სისხარტე და ადაპტაციის უნარი; ინიციატივა და მეწარმეობის უნარები; ეფექტური წერისა და კომუნიკაციის უნარი; საჭირო ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ცნობისმოყვარეობა და წარმოდგენის უნარი; ეს არის უნარები, რომლებიც აუცილებელია დღეს წარმატების მისაღწევად.
ანალოგიური კვლევა საქართველოშიც ჩატარდა სასკოლო კვლევების ცეტრის მიერ და გამოვლინდა ის უნარები რაც საქართველოს შრომის ბაზარზეა საჭირო წარმატების მისაღწევად: კომუნიკაბელურობა, ეფექტური წერითი და მეტყველების უნარები, გუნდური მუშაობის უნარი, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარი, ინიციატივა, ადაპტაცია.
ის, რომ გვაქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ რა უნარები სჭიდებათ ადამიანებს წარმატებისთვის კარგია, თუმცა ისიც საინტერესოა ვიცოდეთ რამდენად ფორმალური ისნტიტუციები (მაგალითად სკოლა), რომლებსაც ევალებათ მოსწავლეებში ამ უნარების ჩამოყალიბება, რამდენად წარმატებით ართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანას. PISA2011 წლის კვლევის მიხედვით (ტესტი ამოწმებს კრიტიკულ აზროვნებას და ანალიტიკურ უნარებს) ქართველ მოსწავლეთა მხოლოდ 32% უტოლდება ევროპელი მოსწავლეთა საშუალო დონეს.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩევენი სკოლები ვერ უზრუნველყოფენ მოსწავლეების საჭირო უნარებით აღჭურვას.
როცა ფორმალური განათლება კრახს განიცდის, საინეტერსო ფაქტია ის, რომ არაფრომალური განათლების ცენტრები ცდოლობენ აყვნენ თანამედროვე ტენდეციებს. ამას ალბათ საბაზრო ეკენომიკის პრინციპები განაპორობებს. არაფრომარული განათლების ცენტრები და სახეობებო უამრავია მათ შორის ტრეინინგ ცენტრები, რომლებიც კონკრეტულად უნარების განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
ამ ბლოგში მინდა ვისაუბრო არაფორმალური განათლების ისეთ კულტურაზე, როგორიცაა საზაფხულო ბანაკები. იმაზე თუ რა უპირატესობა ქვს საზაფხულო ბანაკებში მოსწავლეთა დასვენებას. ამ თემაზე ვესაუბრეთ ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის BBC –ის ხელმძვანელ ნათია თანანაშვილს. ცენტრი რეგულარუდად აწყობს ბანაკებს სკოლის მოსწავლეებისთვის.
რა არის ამ ბანაკის საგანმანათლებლო მიზნები?
ნათია თანანაშვილი
„პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ეს გახლავთ ინგლისურენოვანი ბანაკი, ორიენტირებულნი ვართ მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენების უნარი. ამისთვის ჩვენს ბანაკში მუდმივად გვყავს ამერიკელი და ბრიტანელი პროფესორები. თუმცა გარდა ენისა ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს განუვითაროთ ისეთი უნარები, რაზეც სკოლებში ძალიან მცირე აქცენტი კეთდება, მაგალითად: პრობლემის გადაჭრის უნარი, ადაპტაციის, კომუნკიკაციის , კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, ინფორმაციის ანალიზის და სხვა უნარები. პროგრამა ისეა აწყობილი, რომ მოსწავლეებს სწორედ ზემოთნახსენები უნარები განუვითაროს. აქ მოსწავლეები არ იზეპირებენ, არამედ ეჩვევიან ჯანსაღ კონკურენციას. ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ცხოვრობენ მშობლებისგან დამოუკიდებლად, ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას, იძენენ ახალ მეგობრებს. ჯონ დიუს სიტყვებით, ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციით ბევრად მეტს სწავლობენ ვიდრე ინსტრუქციებით, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მათ მეტი დრო მივცეთ სოციალიზაციისათვის და ერთმანეთთან საურთიერთობოდ. ჩვენს ბანაკში ბავშვები ქმნიან პროექტებს და შემდეგ წარმოადგენენ მათ. რაც ყველაზე მთვარია ჩვენ ვცდილობთ აღმოვაჩინოთ ნებისმიერი მონაწილის ბუნებერივი ნიჭი და იმის მიხედვით მივცეთ მისი წარმოჩენის საშუალება, ამისთვის გვაქვს ნომინაციები, სკოლებისგან განსხვავებით ჩვენ არ ვაფასებთ მათ ნიშნებით, არამედ გადავცემთ წამახალისებელ საჩუქრებს ნიჭის გამოვლენისთვის. ჩვენი ინსტრუქტორების და პირადად ჩემს მიერ მუდმივად ხდება დაკვირვება იმაზე, თუ რა ბუნებრივი ნიჭი აქვს ამა თუ იმ მოსწავლეს, რაშია ძლიერი. თუმცა არ გამოვყოფთ მხოლოდ ნიჭს და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ღირებულებებსაც, მაგალითად, სოლიდარობას, რომლისთვისაც ასევე ვაჯილდოებთ. მინდა ავღნიშნო, რომ ზოგჯერ ამ უნარების შესახებ მშობლემაც არ იციან, რადგან იმას რომ ბავშვმა ნიჭი გამოავლინოს შესაბამისი გარემო სჭირდება, ჩვენ სწორედ ასეთ გარემოს ვუქმნით მათ“.
მინდა ასევე რამდენიმე მოსწავლის მოსაზრებაც შემოგთავაზოთ:
„BBC – ეს არის ადგილი სადაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ. ვიძენთ ახალ მეგობრებს. გვიტარდებოდა ბევრი საინტერესო სემინარი. ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის იყო თამაშები და შეჯიბრებები ჩემს გუნდთან ერთად. განსაკუთრებით მომეწონა თამაში „რა? სად? როდის?“, ალბათ რადგან ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა. ეს იყო საუკეთესო არდადეგები“
გიორგი ახვლედიანი 15 წლის
უცხოელი ინსტრუქტორის კომენტარი:
“ამ ბანაკში სწორედ ის სწავლებაა როგორსაც ფილოსოფოსი დიუ ქადაგებდა, ბავშვების გონება და სხეული გაერთიანებულია სწავლებისას. კარგი იქნება ყველა სკოლაში იყოს მსგავსი პროგრამა”
პროფესორი ჯეფრი სილვერმენი
მოამზადა მუხრან გულიაშვილმა