საერთაშორისო და ზოგიერთ ადგილობრივ ექსპერტშიც უკვე კარგა ხანია მომწიფდა აზრი, რომ ტრადიციული სახის, ერთ ოთახში მოქცეულმა, 45 წუთიანმა გაკვეთილმა კარგა ხანია ამოწურა თავი და სჭირდება ხელახლა გააზრება. მკვლებარები, სკოლოს მმართველები და პედაგოგები ხშირად ვეძებთ უცხო ქვეყნების გამოცდილებას ინოვაციური სწავლების კუთხით. ამ ბლოგში მინდა ყურადღება გავამახვილო და თავი მოვუყარო რამდენიმე კარგ სასკოლო პრაქტიკას, რომლებიც დღეს ჩვენ სკოლებში არსებობს, და რომელზე დაყრდნობითაც მომავალში სრულიად შესაძლებელია ახლებური სწავლების მეთოდების ჩამოყალიბება და დანერგვა.
I სასკოლო კედლის გაზეთი
ერთ- ერთი კარგი პრაქტიკა, რაც დღევანდელ სკოლებში არსებობს ეს არის ე. წ. კედლის გაზეთი, რომლესაც მოსწავლეები აკეთებენ და შემდეგ სკოლის კედელზე აკრავენ, როგორც წესი მსგავსი გაზეთი რაიმე თემას ეძღვნება მაგ. ეკოლოგიას, ტრეფიქინგს და ასე შემდეგ, ეს მართლაც არის სწავლების კარგი საშუალება, რადგან მოსწავლემ თვითონ უნდა მოიფიქროს დაზაინი, მოიძიოს ინფორმაცია, ააწყოს და გააფორმოს ფორმატი, ამიტომ მისი შექმნის პროცესში მოსწავლე ივითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიც არის წარმოდგენის უნარი, საჭირო ინფორმაციის მოძიების და ანალიზის უნარი, გარდა ამისა, ამ კუთხით შეძენილი ცოდნა და მიღებული ინფორმაცია მას უფრო დიდი ხნის მანძილზე დაამახსოვდრება
II სასკოლო ღონისძიება
კიდევ ერთი კარგი სასკოლო პრაქტიკა ე. წ. სასკოლო ღონისძიებები, რომლრიც ძირითადად სასწავლო სემესტრების ბოლოს იმართება სკოლებში. სასკოლო ღონისძიების დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი ბუნებრივი ტალანტი თანაკლასელებისა და პედაგოგების წინაშე, რომლის გამომჟღავნება მათ არ უწევთ ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესის დროს. ასეთი ღონისძიებების დროს მოსწავლები ივითრებენ ისეთ უნარებს, როგორიც არის პრეზენტაციის უნარი, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი, ეჩვევეიან აუდიტორიის წინაშე გამოსვლას, გუნდურ მუსაობას.
III სასკოლო ესქკუსიები
ერთ- ერთი კარგი სასკოლო პრაქტიკაა. არის კარგი საშუალება, რომ მოსწავლეება განივითარონ ადაპტაციის უნარი, გაეცნონ ხვადასახვა კუთხის კულტურას, გახდნენ უფრო ტოლერანტები. მსგავსი პრაქტიკიდან რომ ახალგაზრდები ბევრს სწავლობენ ამას, ისიც ადასტურებს რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სკოლებსა თუ უნივერსტეტებში ექსკურსიები სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია.
IV შაბათობები
ეს არის ღონისძიება, როცა მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია ერთად ასუფთავებენ თავიანთი სკოლის ეზოს, რგავენ ხეებს. აქ მოსწვლები იძენენ ეკოლოგოურ თვისებებს, ეჩვევიან გუნდურ მუშაობას უფრო მჭირდო ურთიერთბას ამყარებენ პედაგოგებთან.
V სახადასახვა სახის წრეები
სკოლის ბაზაზე ხშირად მოსწავლეებს სთავაზობენ სხადასხვა სახის წრეების მაგ. ცურვა, ცეკვა. ამით მოზარდებს საშულება ეძლევათ მოძებნონ და აღმოაჩინონ თავიანთი ბუნებრივი ნიჭი, რაც მნიშველოვანია წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.
VI თეატრში მოსწავლეთა ვიზიტი
კარგი სასკოლო პრაქტიკაა, მოსწვლეებს საშუალება ეძლევათ მოხვდნენ განსხავავებულ გარემოში, განიცადონ განსხვავებული შეგრძნებები, განივითარონ მოსმენის კულტურა.
ეს ყველაფერი მართლაც კარგი პრაქტიკაა. ერთი პრობლემა, რაც აქვს თითქმის ყველა ამ კარგ პრაქტიკას არის ის, რომ მშობლეს უწევს დამატებით თანხის გადახდა, რაც ზოგიერთი მოსწავლისთვის მასში მონაწილეობას მოუწვდომელს ხდის.
ყველა წარმატებული სასკოლო განათლების სიტება ემყარება იდეას, რომ ყველა სერვისი იყოს ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდობი. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ჩვენთანაც სახლემწიფო უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისთვის მსგავს სერვისებზე თანაბრ ხელმისაწვდომიბას.
მუხრან გულიაშვილი