rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • განათლება/
  • ჯონ მაქსუელი ლიდერობის 5 დონე

ჯონ მაქსუელი ლიდერობის 5 დონე

March 1, 2014 / muxran / განათლება

დონე პირველი- პოზიციური ლიდერობა
პოზიციური ლიდერობა გულისხმობს, რომ დაქვემდებარებულები შენ გემორჩილებიან, რადგან შენ მათი უფროსი ხარ პოზიციურად და მათ სხვა გზა არ აქვთ, თუმცა როდესაც უფროსის პოზიცას დაიკავებთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე ლიდერი გახდით. პოზიცია არ გაქცევთ ლიდერად. უამრავი ადამიანია, რომელიც ფლობენ პოსტს, მაგრამ არ არიან ლიდერები. გეტყვით რა უარყოფითი მხარეები აქვს პოზიციურ ლიდერობას. როცა უფროსი ხართ თქვენ გექვემდებარებათ ხალხი, რომლებმაც გარკვეული საქმე უნდა შესარულონ, ჩადონ ამ საქმეში თავიანთი ენერგია, დრო, ძალისხმევა. იმ შემთხევაში, თუ თანამშრომლები გემორჩილებიან იმიტომ, რომ ვალდებულები არიან სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მაშინ ისინი ამ საქმეში ჩადებენ ძალიან მცირე ენერგიას, მონდომებას და ძალისხმევას. ადამიანებს შინაგანად არ მოსწონთ იყვნენ ვინმეს მიმდევრები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოვალენი არიან. როდესაც მსგავსი სახით მართულ კომპანიებში მიხვალთ შემჩნევთ, რომ თუ სამსახური მთავრდება 5 სთ-ზე, ხუთის ნახევარზე უკვე ყველა აწესრიგებს საკუთარ სამუშაო მაგიდას, 5 რომ თხუთმეტი აკლია უკვე ერთმანეთს ემშვიდობებან, 5 საათზე უკვე ვეღარავის ნახავთ. გაგიკვირდებათ ასე სწრაფად როგორ წავიდნენ. ამ დონეზე მმართველობის შემთხევაში მთავარი სიტყვა არის უფლება, ანუ შენ გაქვს, რაღაც უფლება სხვა თანამშრომლებზე. ასეთი მმართველები სულ ეკითხებიან საკუთარ თავს რატომ ვერ ვიღებ თანამშრომლებისგან მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს? პასუხია ის, რომ შენ გაქვს მხოლოდ ტიტული, პოზიცია და მხოლოდ ამიტომ მოგყვებიან და გემორჩილებიან. კარგი ამბავია ის რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ ლიდერობის მეორე დონეზე.

მეორე დონე – ნებით მიმდევრობა .
აქ მთავარი სიტყვაა ურთიერთობა. ამ დონეზე ადამიანები მოგყვებიან, იმიტომ რომ მათ სურთ ეს, რადგანაც მათ მოსწონხართ და შენც ასევე მოგწონს ისინი, ამიტომ ასეთ დონეზე ისინი მოგყვებიან არა მხოლოდ, იმიტომ რომ შენ მათი სუპერვაიზერი ხარ პოზიციურად, არამედ შენ ხარ უფროსი, რომელიც თანამშრომლებს მოსწონთ. ურთიერთობა ადამიანენებს შორის ეს არის რაზეც ნამდვილი ლიდერომა ეფუძნება, იმიტომ, რომ ლიდერობა არის გავლენის მოხდება. ვერ მოახდენ გავლენას მათზე ვისთანაც ანტაგონისტური დამოკიდებულება გაქვს. ამ დონეზე მყოფ ლიდერს განვითერებული აქვს ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების კარგი უნარი. ჩამოგითვლით 3 რამეს, რასაც ასეთი ლიდერები ძალიან კარგად აკეთებენ: პირველი- ყოველთვის უსმენენ კარგად, მეორე მუდმივად აკვირდებიან თანამშრომლებს, ყოველთვის იციან სად არიან და რას აკეთებენ.  მესამე ისინი მუდმივად სწავლობენ. ამ პროცესში მათ უვითარდებათ უნარი, თუ როგორ მოემახურონ სხვებს, თუმცა ნამდვილი ლიდერობა ამ ყველაფერზე მაღლა დგომას გულისმობს, ამიტომ გადავიდეთ მესმე დინეზე

მესამე დონე – პროდუქციულობის დონე

აქ მთავარი სიტყვაა შედეგი. თვისებები, რაც ამ დონის ლიდერს გააჩნია არის შემდეგი: პირველი- არიან მაგალითები სხვა თანამშრომლებსთვის, აძლევენ მაგალითს, თუ როგორ იყვნენ ეფექტურები და პროდუქტიულები. მსოფლიოში ყველაზე დიდი მოტივატორი ფაქტორი არის ის, რომ ხალხი აკეთებს იმას, რასაც სხვა აკეთებს. გარდა ამისა ლიდერობის 21-ე მაგნიტიზმის კანონის მიხედვით, ლიდერი თავის ირგვლივ იზიდავს ისეთებს, როგორიც თვითონ არის. ლიდერობის მესამე დონე გულისხმობს რომ თანამშრომლები გბაძავან შენ. თუ შენ ხარ პროდუქტიული, ისინიც პროდუქტიულები არიან. ზოგჯერ როცა, მმართველები არჩევენ კადრებს ჩამოწერენ კრიტერიუმებს, რომლესაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. მე ვეკითხები მათ შენ თვითონ თუ გაგაჩნით ეს თვისებები?
მესამე დონეზე ლიდერობა გულისხმობს, რომ ირგვლივ იზიდავ ისეთ ხალს როგორიც ხარ. წარმატების მიზეზი ამ დონეზე ლიდერობის არის ის, რომ როდესაც იზრდები ხდები უფრო პროდუქტიული გიჩნება ბევრი ხელსაყრელი მომენი, რაც არის ლიდერის ყველაზე დიდი მეგობარი. მომენტი თავისით ჭრის პრობლემების 80 % და ეს ხდება ლიდერობის მესამე დონეზე.

მეოთხე დონე – თანამშრომეთა განვითარება
ეს არის ლიდერობა, როცა აცნობიერებ, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც გაქვს ორგანიზაციაში ეს არის თანამშრომლები. როგორ შეიძლება გაზარდო ორგანიზაცია თუ არ გაზრდი მათ? თუმცა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გქონდეთ კადრების შერჩევის სწორი მექანიზმი, რომ სწორ პიროვნებას გაუღო კარი და შემდეგ ჩადო ინვესტიცია მის განვითარებაში. როცა სწორ პიროვნებას შერაჩევ, შემდეგ მას სწორი ადგილი უნდა შეურჩიო, იმიტომ რომ ადამიენები ყოველთვის აკეთებენ იმ საქმეს საუკეთესოდ, სადაც თავს კარგად გრძნობენ. წარმატებულ ადამიანებს, შეუძლიათ იპოვონ საქმე, რაც მათ კარგად გამოსდით, წარმატებული ლიდერებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ თუ რა საქმეში არიან სხვები კარგები და აძლევენ მათ შესაბამის პოზიციას. ლიდერობის მეოთხე დონეზე ლიდერი არჩევს კარგად, ურჩევს კარგ პოზიციას, და აღჭურვავს კარგად. რას გულისხმობს კარგად აღჭურვა და კადრის განვითერაბა? მე პირადად ვიყენებ მარტივ მეთოდს: რაც ხუთი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი: არ შეიძლება ასწავლო, თუ შენ თვითონ არ აკათებ ამას. ჩვენ შეგვძლია სწავლისას გადავცეთ ცოდნა რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვქმნით ისეთებს, როგორებიც ვართ, პირველი ეტაპია:  მე ვაკეთებ- ანუ მეც შემიძლია იმის კეთება, რასაც შენ დაგავალებ. მეორე ეტაპი- მე ვაკეთებ ამას და შენ ხარ ჩემ გვერდით, ამიტომ შეგიძლია დამაკვირდე, დამისვა კითხვები, დარწმუნდე, რომ რასაც ვაკეთებთ შედეგიანია. მესამე ეტაპი- შენ აკათებ, მეც აქ ვარ, გაკვირდები და გეხმარები, რომ უკეთესი გახდე. მეოთხე ეტაპი- შენ აკეთებ დამოუკიდებლად. ბევრი მენეჯერი ფიქრობს, რომ აქ ჩერდება კადრების განვითარება, მაგრამ არის მეხუთე ეტაპიც, რასაც მე პირადად აქტიურად ვიყენებ. ეს გულისხმობს, შენ აკეთებ და ახლა შენ ხარ სხვისი მენტორი. ეს არის ლიდერობის მეოთხე დონე. გადავიდეთ ლიდერობის მეხუთე დონეზე

ლიდერობის მეხუთე დონე– ეს არის უმაღლესი დონე აქ მთავარი სიტყვაა პატივისცემა. ეს გულისხმობს, რომ შენ, როგორც ლიდერმა გააკეთე იმდენი, ისე კარგად და ისე ხანგრძლივი დროის მანძილზე, რომ თანამშრომლები უკვე ბრმად მოგყვებიან. იმიტომ რომ აფასებენ ვინც ხარ, აფასებენ შენი ნაკეთები საქმის ხარიხს. რათქმაუნდა, ამ დონემდე მიღწევა დიდ დროს ითხოვს.
ალბათ, დაუსვავთ თქვენს თავს კითხვას, თუ რომელ დონეზე ვარ მე? და შეიძლება აღმოაჩინო, რომ სხადასხვა თანამშრომელთან სხვადასხვა დონეზე ხარ ,ეს ყოველთვის ასეა. თუ აიღებ თანამშრომლების სიას და სწორედ განსაზღვრავ, რომელ თანამშრომელთან რა დონეზე ხარ, შენ გეცოდინება როგორ მართო ისინი უკეეთ.
ლიდერობა ყოველთვის იყო, არის და იქნება გავლენის მოხდენა. შენ გაქვს ძალა, გაზარდო გავლენა

RCS.GE

ლიდერობის 5 დონე, მართვა, ჯონ მაქსუელი

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE