განათლების სისტემის რეფორმის ფონზე, ბოლო წლებში სპეციალისტებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინკლუზიური განათლება. რაც გულისხმობს განათლებისადმი იმგვარ მიდგომას, როცა განათლების სისტემა უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად.ინკლუზიური განათლების ფარგლებში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება იმ ბავშვებზე, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვის საფრთხის ქვეშიმყოფებიან. თავდაპირველად მთავარი აქცენტი გაკეთდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე, რამდენადაც მრავალი წლის მანძილზე ისინი პრაქტიკულად იზოლირებულები იყვნენ თანატოლებისაგან. პრობლემა აქტუალურია, რადგანაც ყველაზე რთული ბარიერი, რომლის გადალახვაც ინკლუზიური სწავლების დამკვიდრების პროცესში გველის, ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაა. კერძოდ, ინფორმაციის მიუწვდომლობა, მათი შესაძლებლობების შეუფასებლობა, სტიგმატიზაცია– – ე. წ. იარლიყები, რომელთა ადრეული ასაკიდანვე მიკერება იმ თავითვე იზოლაციაში აქცევთ მათ, მთელი რიგი სტერეოტიპები, რომელთა გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ჯერ კიდევ არ აღიქმებიან საზოგადოების სრულ უფლებიან წევრებად. ჩატარდა კვლევა, იმის დასადგენად, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება შეზგუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ. გამოიკითხაა 200 რესპოდენტი. მათ მიეცათ დავალება: უნდა წარმოედგინათ რომ მათი შვილი ან შვილიშვილი შედიოდა სკოლაში, სადაც არის ორი პარალელური კლასი. ერთნ კლასში სწავლობს ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი, ხოლო მეორეში არა. რომელ კლასში ისურვებდით რომ ესწავლა თქვენს შვილს? გამოკითხულთა 86 პროცენტი ამჯობინებდა, რომ მის შვილს ესწავლა კლასში, სადაც არ იქნებოდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები.
დღეისათვის საქართველოში და არამარტო ჩვენთან დიდ პრობლემას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, იარლიყების მიწებება და მათი იზოლაცია ანუ მათი მოწყვეტა ჩვეულებრივი გარემოდან და მათთვის ცალკე გარემოს შექმნა. სადაც ისინი იქნებოდნენ ყველას განიზოლირებული დაიცხოვრებდნენ მხოლოდ თავის ნაირი ადამიანების გარემოცვაში. ხშირად მათ მიმართ ადამიანები იყენებენ არაადეკვატურ ტერმინოლოგიას და მათ აწებებენ სხვა დასხვაიარლიყებს: დებილი ჩლუნგი დაუნი დაა.შ. დღეისათვის შედარებით გაუმჯობესდ ადამოკიდებულებები, მაგრამ მაინც არ არის სრულყოფილი. ანუ არ თვლიან რომ განსხვავებულობაც ნორმაა და რომ სხვანაირი ადამიანიც შეიძლებასა ზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს. იზოლაცია ხელს უშლის მათ ინკლუზიას და სრულყოფილ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იწვევს მათ გარიყვას და მოწყვეტას დანარჩენი სამყაროსგან. ისინი ვერ იღებენ ინფორმაციას დანარჩენი საზოგადოების ცხოვრების შესახებ და იკეტებიან საკუთარ გარემოში. იცნობენ მხოლოდ იმ გამოცდილებას რაც მათ მსგავს ადამიანებს გააჩნიათ. თუნდაც ის არ იყოს მიღებული საზოგადოებაში ისინი თვლიან, რომ ეს ნორმაა, რადგან არ იციან და არ აქვთ სხვა ცხოვრებისეული მაგალითები, რაც ხელს უშლის მათ სრულყოფილ განვითარებას და ამით ისინი ექცევიან ინფორმაციულ ვაკუუმში.
იარლიყების მიწებება და მათი გარიყვა დანარჩენი საზოგადოებიდან იწვევს მათი თვითშეფასების დაწევას, რადგან ისინიც იჯერებენ რომ ყოვლად უსარგებლო და მართლაც გამოუსადეგრები არიან. სხვა ადამიანების განწყობა დიდ გავლენას ახდენს მათ აზრზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც ექცევიან სხვისი არაჯანსაღი დამოკიდებულების ზეგავლენის ქვეშ. დაბალი თვითშეფასება განაპიორობებს მათ წარმატება წარუმატებლობას და ისინი ვეღარ აღწევენ და არც სახავენ ცხოვრებისეულ მიზნებს. რაც განაპირობეს მათი პოტენციალის დაკარგვას. რაც უდაოდ ყველა ადამიანშია. ისინი ხდებიან ინერტულები და სრულიად იკეტებიან საკუთარ თავში.
თანამედროვე სკოლაში ბავშვები, რომელთა შეზღუდული შესაძლებლობები არ არის თვალსაჩინო, წარმოდგენილი მხოლოდ 5– 7 პროცენტიაა. მოსწავლეთა 15 პროცენტამდე კი რისკის ჯგუფში შედის. ამიტომ სკოლის მთავარ საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს ასეთი ბავშვებისათვის შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნა და მაათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მაგრამ ხშირად არ ხდება ასე. ბავშვები ვერ იღებენ შესაფერის დახმარებას და ხელშეწყობას. იმისათვის რომ არ იყვნენ ეს ბავშვები გარიყულნი და იზოლირებულნი და მათვე შეეძლოთ ხარისხიანი განათლების მიღება, საჭიროა გათვალისწინებული იქნას მათი ინდივიდუალური მოთხოვნები და მათი ინდივიდუალური საჭიროებები, რისი აღიარებაც მოხდა 1995 წელს კოპენჰაგენის დეკლარაციით. (სეო). სოციალური განვითარების ძირითადი მიზანია, სოციალური ინტეგრაცია, ანუ (საზოგადოება ყველასათვის) შექმნა. ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც თითოეული ინდივიდი საკუთარი უფლებებითა და მოვალეობებით აქტიურ როლს თამაშობს. სოციალური ინტეგრაცია წარმოადგენს არა მხოლოდ მიზანს, არამედ საზოგადოების სოციალური განვითარების საშუალებასაც. ის გულისხმობს საზოგადოების უნარს, განვითარდეს (მიმღებლობის, განსხვავების პატივისცემის, თანაბარი შესაძლებლობების, სოლიდარობის, უსაფრთხოების პრინციპებზე მთელი მოსახლეობის, შორის არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფთა ზეგავლენა. უპირველს ყოვლისა, როდესაც ბავშვს იარლიყი მიეკერება, რომელიც თითქოს სწავლაში პრობლემების წარმოშობის მიზეზებს განსაზღვრავს. მასწავლებელს შეუსძლია ყურადღების მიღმა დარჩეს ის უმთავრესი ფაქტორი, რაც ბავშვის დაბალ მოსწრებას განაპირობებს. მასწავლებელი კი დაბალ მოსწრებას მისი (სუსტი უნარით ხსნის) ამის შემდეგ იგი თავისუფლდება პრობლემისაგან და აღარ ცდილობს დაეხმაროს ბავშვს სირთულეების გადალახვაში.
დღეისათვის საქართველოს რეალობა არც ისე კარგია. ჩატარდა კვლევა. რომლის მთავარი კითხვა იყო: (სად უნდა სწავლობდეს შეზღუდული შესაძშლებლობების მქონე ბავშვები?) რესპოდენტთა 43 პროცენტი თვლიდა, რომ ინკლუზია კარგი იყო, ხოლო 48 პროცენტი კი ამბობდა, რომ ასეთ ბავშვებს უნდა ესწავლათ ცალკე, სპეციალურ სკოლებში გასაკვირი არაა, ის რომ ასეთი კატეგორიის ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიხატოს. მაგრამ ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული მათთვის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და არა მათ გამოყოფაზე დანარჩენი საზოგადოებიდან.
ბავშვისათვის იარლიყის მიწებებისას ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ იგი გავლენას ახდენს ადამიანთა დამოკიდებულებაზე. იარლიყის მიკერების შემდეგ , რომელშიც ჩადებულია ბავშვი სნაკლი, მისი შესაძლებლობა და მომავლის პერსპექტივა იქმნება სტერეოტიპი რომ ის გონებრივად ჩამორჩენილია ან რაიმე პრობლემა აქვს.აქედან გამომდინარე, ამ ბავშვის მიმართ გეგმები არ ისახება ,.მისგან არაფერს მოელიან. თუმცა ბევრმა ადამიანმა აღიარა იარლიყის უარყოფითი გავლენა.ინგლისელი მწერლის პოლიუდლეიკისაზრით: მოსწავლეებზეი არლიყის მიკერებას უფრო მეტი უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რაც სწავლების უფრო სერიოზულ პრობლემებში შეიძლება გადაიზარდოს, ვიდრე მასწავლებლის მცდელობას და ეხმარო მათ. ბევრი ქვეყანა ისე წავიდა წინ, რომ სამართლებრივ დონეზე აკრძალა ბავშვების კატეგორიზაცია ყველაგან ვითარებულიქვეყანა და ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები თვლიან რომ იზოლაცია არ არის კარგი და ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს დამიიღოს ყველა ის რესურსი რაც მისთვის არის განკუთვნილი.ჩემიაზრით, საქართველოს რეალობაშია უცილებელია მოხდეს საზოგადოების მეტად ინფორმირება და მათ თვის გაცნობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების სტილისა და მათი ძლიერი მხარეების გამოყოფა. მტკიცება იმისა, რომ მათაც ისევე შეუძლიათ ისწავლონ, იმუშაონ დაჩაერთონ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებს. ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს,.რომ ყოვლად დაუშვებელია მათი იზოლაცია და მათთვის დისკრიმინაციული იარლიყების მიწებება, რადგანაც ისინიც ისეთივე ადამიანები არიან თავიანთი ნაკლითა და ღირსებებით
სტატიის ავტორი თამარ ბეჟანიშვილი