ყოველწლიურად სოფელსა, თუ ქალაქში უამრავი ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი.2013 წელს UNICEF–ის მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვებზე ძალადობა ფართოდაა გავრცელებული. ძალადობის უპირველესი კერა ოჯახია: ბავშვის აღზრდის პროცესში ფიზიკური დასჯა მშობელთა 45% დასაშვებად მიაჩნია, ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდი არაძალადობრივზე ბევრად ეფექტიანია. მშობლების უმრავლესობა ბავშვის აღზრდისას ორიენტირებულია პროცესზე და არა შედეგზე. ისინი ნაკლებად ითვალისწინებენ მოსალოდნელ რისკებს. ბავშვობაში მიღებული გამოცდილება განსაზღვრავს ადამიანის ჩამოყალიბებას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლი მომავალში თვითონ ხდება მოძალადე. ზემოთაღნიშნული კვლევის შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა უმრავლესობას ძალადობა დასაშვებად მიაჩნია. უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ ოჯახის შიდა საქმეებში სხვისი ჩარევა მიზანშეწონილი არაა. საზოგადოების ცნობიერება ძალადობის შესახებ ძალიან დაბალია, ამიტომ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს რა არის ძალადობა. ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ და სექსუალურ იძულებას, დათრგუნვას და ზიანს. ძალადობაა ყოველგვარი ქმედება და სიტყვა, რომელმაც შეიძლება ადამიანი შეურაცხყოს და შელახოს მისი უფლებები. ფსიქოლოგების, პედიატრების და სოციოლოგების აზრით, ბავშვებზე ძალადობა უკვალოდ არ ქრება და შედეგად ვიღებთ მათ ხშირ სიკვდილიანობას, მომავლის შიშს, კონფლიქტებს, აგრესიულობას, დაბალ თვითშეფასებას, გონებრივ ჩამორჩენილობას, სუიციდის მცდელობას. ბავშვების ხშირად უვითარდებათ სასკოლო უნარების (მეხსიერება და ყურადღება ) დაქვეითება. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უჭირთ ადაპტაცია, ექმნებათ ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები. გარდატეხის ასაკში ყველა ეს პრობლემა მეტად იჩენს თავს და მშობლებს უკან უბრუნდებათ საკუთარი შეცდომები. ბავშვები ეძალებიან ალკოჰოლს, ხდებიან ნარკოდამოკიდებულნი, ექცევიან კრიმინარული სამყაროს გარემოცვაში, შინაგანი პროტესტის გამოხატვის მიზნით ხშირად არასწორ გზას ირჩევენ, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგი მოაქვს. როგორც ბავშვთა დაცვის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ ბავშვები ხშირად არაფერს ამბობენ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობაზე. ისინი ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ან მოძალადის ეშინიათ. ასევე დიდია სირცხვილისა და უხერხულობის განცდა. 2007 წელს საქართველოში ჩატარდა კველავა ძალადობის შესახებ, რომელმაც შეისწავლა ოჯახში, ინსტიტუტებსა და სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის განხორციელების ფორმები. შესწავლილ იქნა, თუ რა სახის ძალადობის ფორმები იყო ფართოდ გავრცელებული საქართველოში. კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში სხვადასახვა ფორმით ძალადობა განცდილი აქვს ბავშვების 80% . ამ შედეგებზე რეაგირებისა და ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარების მიზნით 2010 წელს მთავრობამ გამოსცა ბრძანება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის და რეფერირების შესახებ“იგი მიზნად ისახავდა სათანადო კოორდინირებული მექანიზმების შექმნას ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში. თუმცა, რეალურად ამ რეგულაციამ ვერ გაამართლა. სავალალო შედეგები აჩვენა 2013 წლის ივლისში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ ყოველი მეორე ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი. კვლევის ავტორების აზრით, იმისთვის, რომ დაძლეულ იქნეს მოსაზრება, რომ თითქოს ბავშვთა მიმართ ძალადობის ზოგიერთი ფორმა დასაშვებია აუცილებელია გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე, ბავშვებს და უფროსებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიაწოდონ ინფორმაცია სათანადო ორგანოებს ძალადობის შემთხვევაში. იმისთვის, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდობა ბავშვთა დაცვის მექანიზმების მიმართ აუცილებელია გაძლიერდეს ბავშვთა დაცვის სახელმწიფო სისტემა. ოჯახში ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, იგი უნდა მოგვარდეს მშობელთა შორის ცოდნის გავრცელების და ცნობიერების ამაღლების და უნარ-ჩვევების განვითარების გზით. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კუთხით, ცნობიერების ამაღლება ესაჭიროება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ პროფესიონალებსაც. კვლევით ნაჩვენები მძიმე სურათის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვების მიმართ ძალადობის შესახებ მათთან ინფორმაცია იშვიათად შედის. 2013 წლის იანვრიდან ნოემბრამდე 181 ზარია დაფიქსირებილი მათგან 2 მშობლის მიერ შვილის მკვლელობის ფაქტია. ხშირია სხეულის დაზიანების შემთხვევებიც. საქართველოში ძალადობით დაზარალებული ბავშვების ბედი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ნუ დავხუჭავთ თვალს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საკითხზე ყველას ვისთანაც ხელი მიგვიწვდება. ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთად უნდა იზრუნოს ყველამ იქნება ეს მშობელი, მასწავლებელი,მანდატური,ფსიქოლოგი სოციალური მუშაკი, თუ ჟურნალისტი. თბილისში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში არსებობს ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი( 0 32 2 11 61 11)ბავშვს აქვს უფლება დაუკავშირდეს ცენტს დახმარებისთვის უკიდურეს შემთხვევაში, ან მაშინ, როცა უბრალოდ კონსულტაცია დასჭირდება. ზარი უფასოა
სტატიის ავტორი ნატო ქურციკაშვილი