rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • ფული და განათლება/
  • 10 ყველაზე „განათლებული“ ქვეყანა მსოფლიოში

10 ყველაზე „განათლებული“ ქვეყანა მსოფლიოში

November 3, 2013 / rcs.ge / ფული და განათლება

2012 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) დაითვალა სკოლის შემდგომი განათლების მქონე (იგულისხმება ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება უნივერსტეტი, კოლეჯი, თუ ინსტიტუტი) მოსახლეთა რაოდენობა ამ ორგანიზაციის წევრ 34 ქვეყანაში, შედეგად გამოვლინდა 10 ყველაზე “განათლებული” ქვეყანა. OECD-ის თანახმად,აღნიშნული ქვეყნები სხვებთან შედარებით მეტ თანხას ხარჯავენ განათლებაზე. ეკონომიკური რეცესიის პერიოდში (2008- 2010 წლები) უმუშევრობის დონე განვითარებულ ქვეყნებში საშუალო სკოლის ატესტატის არმქონეთა შორის გაიზარდა 8.8 – 12.5 % მდე, ატესტატის მქონეთა შორის 4.9 – 7.6 %, ხოლო კოლეჯის დამთავრებულა შორის 3,3 – 4,7% ყველაზე „განათლებულ“ ქვეყნებში უმუშევრობს დონე მერყეობს 2,8 % დან (ავსტრალია) 5.4 % მდე (კანადა). ნახეთ 10 ყველაზე „განათლებული“ ქვეყანა
1. კანადა
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 51%-ს, მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება 2.4 %- ით. კანადა განათლებაზე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 6.1 %-ს
2. ისრაელი
სკოლის შემდგომი განათლება მიღებული აქვს მოსახლეობის 46%-ს. ისრაელი განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 7.2 %- ს. 2012 წლიდან სკოლამდელი განათლება გახდა უფასო.
3.იაპონია
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 45%-ს,მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 2,9 %-ით. იაპონია განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 5,2% -ს. ეს ქვეყანა გამოირჩევა იმით,რომ მოსახლეობის 96% აქვს საშუალო სკოლის ატესტატი, რითაც მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
4. აშშ
აშშ-ში სკოლის შემდგომი განათლება მიღებული აქვს მოსახლეობის 42%-ს,მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 1.3 %-ით. აშშ განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 7.3%. ამერიკა ყველა ქვეყანაზე მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე.
5.ახალი ზელადნია
სკოლის შემდგომი განათლების მქონეა მოსახლეობის 41%-ს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 3.5 % -ით
6. სამხრეთ კორეა
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 40%-ს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება საშუალოდ 5.2 %- ით. განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 8%-ს.
7 დიდი ბრიტანეთი
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 38%-ს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 4.0 % -ით.
8.ფინეთი
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 38%-ს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 1.8 %-ით. ფინეთი განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 6.4% -ს. ამ ქვეყანას წინა წლებში აღნიშულ სიაში მეოთხე ადგილი ეკავა.
9 ავსტრალია
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 38%-ს, ყოველწლიურად იზრდება 3.2 % -ით.
10 ირლანდია
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 37% -ს,მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 7.3 % ით.
RCS.GE

10 ყველაზე „განათლებული“ ქვეყანა მსოფლიოში, OECD, სკოლის შემდგომი განათლება

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE