rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • IQ ტესტი/
  • როგორ შეიქმნა IQ ტესტი?

როგორ შეიქმნა IQ ტესტი?

October 2, 2013 / rcs.ge / IQ ტესტი

მე-19 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობამ ფსიქოლოგ ალფრედ ბინეტს სთხოვა, შეექმნა სტანდარტული ტესტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ მოსწავლეთა გამოვლენა, რომლებიც სირთულეს აწყდებოდნენ სასკოლო პროგრამის დაძლევისას. ალფერდ ბინეტმა და მისი კოლეგამ თეოდორე საიმონა შექმნეს კითხვარი, რომელიც ფოკუსირებული იყო მოსწავლეებში გამოევლინა ისეთი თვისებები როგორიც არის ყურადღება, მეხსიერება და პრობლემების გადაჭრის უნარი ( ტესტი არ იყო დაფუძნებული სასწავლო კურიკულუმზე ) ასეთი კითვხარის მეშვეობით უმალვე გამოვლინდა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს შეეძლო ეპასუხა ტესტში მოცემული ისეთი სირთულის კითხვებისთვის, რომელსაც ჩვეულებრივ, მასზე უფროსი მოსწავლეები პასუხობნდენ. დაკვირვებიდან გამომდინარე, ბინეტმა წამოაყენა მენტალური ასაკის თეორია. მის მიერ შექმნილ ტესტს შემდგომში ბინეტ-საიმონის სკალა ეწოდა. ეს ტესტი გახდა ფუნდამენტი დღევანდელი IQ ტესტისა, თუმცა თავად ბინეტი ამბობდა, რომ მის მიერ შექმნილი სკალა არ შეიძლება ყოფილიყო სრულყოფილი ადამიანის ინტელექტის შესაფასებლად, რადგან ის უფრო ფართო ცნებაა. საიმონ- ბინეტის სკალა მალე ამერიკაშიც გავრცელდა და დიდი ინტერესი დაიმსახურა. 1916 წელს სტანფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგომა ლევის ტერმანმა მოახდინა ბინეტის ტესტის ადაპტირება და ახალ ტესტს ეწოდა სტანფროდ-ბინეტის ტესტი. ის მალე ამერიკაში გახდა სტანდატული ინტელექტის კოეფიციენტის intelligence quotient ( IQ) საზომი. IQ გამოითვლებოდა შემდეგნაირად: ადამიანის მენტალურ ასაკს ყოფდნენ მის ქრონოლოგიურ ასაკზე და მიღებლ ციფრს ამრავლებდენ 100 ზე. მაგალითად, თუ ბავშვის მენტალური ასაკი იყო 12, ხოლო ქრონოლოგიური 10 12/10*100 =120. 1955 წელს სტანფორდ-ბინეტის ტესტით უკმაყოფილო ამერიკელმა ფსიქოლოგმა დევიდ ვაჩსლერმა გამოაქვეყნა ახალი ინტელექტის საზომი ტესტი Wechsler Adult Intelligence Scale (WAIS) WAIS ტესტი ქულებს ანიჭებს 4 მთვარი გონებრივი თვისების მიხედვით: I ლოგიკური აზროვნება (ვერბალური ინფორმაციის რაციონალურად აღქმა), II ყურადღება ვიზუალური აღქმის დროს, III მოსმენილი ინფორმაციის გახენების უნარი, IV ვიზუალურად აღქმული ინფორმაციის სწარაფად განსხვავება და წესრიგში მოყვანა. თუ ადამიანი მიიღებს მაღალ ქულებს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე თვისებაში და დაბალს სხვაში ეს ნიშნავს რომ აღნიშნულ პიროვნებას აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები WAIS ტესტი დღესაც საკმაოდ გავრცელებულია აშშ-ი.
RCS.GE

IQ ტესტი, ინტელქტის საზომი, როგორ შეიქმნა IQ

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE