rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • ნიჭი/
  • The Element -იპოვე შენი ნიჭი

The Element -იპოვე შენი ნიჭი

August 21, 2013 / rcs.ge / ნიჭი

„იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობა“ კომფუცი
„თუ არ იცი რა აკეთო, არ გეცოდინება ვინ იყო“ სერ კენ რობინსონი
“The Element” ასე ჰქვია სერ კენ რობინსონის წიგნს, რომელიც 2009 წელს გამოიცა. ავტორს სჯერა, რომ ყველა ადამიანში არის რაიმე სახის ბუნებრივი ნიჭი, უნარი ეს შეიძლება იყოს ცეკვა, მუსიკა, გიტარაზე დაკვრა, მასწავლებლობა და ასე შემდეგ. თუმცა, ადამიანური ტალანტი, ისევე, როგორც ბუნებრივი რესურსები (ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ ) ღრმად არის დამარხული, ამიტომ ის უნდა ვეძებოთ. ადამიანთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა შეიძლება იყოს მისი ბუნებრივი მისწარეფება. ასეთი ადამიანები სამსახურს არ ეკიდებიან გულმოდგინედ და ელოდებიან შაბათ -კვირას. თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებასაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე და ვერც კი წარმოუდგენიათ, როდესმე სხვა რამ გააკეთონ. წიგნის მოიცავს ინტერვიუების სერიას წრმატებულ ადამიანებთან და გადმოსცემას მათ ბიოგრაფიას, აღწერს თუ, როგორ იპოვეს მათ საკუთარი ტალანტი (ელემენტი). იყო შენ ელემანტში ნიშნავს გიყვარდეს, რასაც აკეთებ, თავს გრძნობდე კომფორტულად როცა ამ საქმეს აკეთებ. ზოგჯერ ადამიანებს, რაღაც საქმე კარგად გამოსდით, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ იყო შენს ელემენტში. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იპოვო შენი ელემენტი? ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის პერსონალური: საკუთარი ნიჭის პოვნა მნიშველოვანია, რომ გაიგო ვინ ხარ და მიაღწიო თვითკმაყოფილებას. მეორე მიზეზი არის სოციალური: ადამიანებს, ვისაც ცხოვრების მიზანი არ აქვთ ხდებიან პოტენციური ალკოგოლიკები, მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ და ასე შემდეგ, ამის მაგალითები ჩვენს ირგვლივ უამრავია. ავტორი ასახელებს რამდენიმე ფაქტორს, რაც ხელს უშლით ადამიანებს, საკუთარი ბუნებრივი ნიჭის პოვნაში. პირველი ეს არის თვითეჭვი: ზოგიერთი ფიქრობს: „რომ ვცადო შეილება არ გამომივიდეს და დროსაც ტყულად დავკარგავ“. მეორე ეს არის სხვა ადამიანების დამოკიდებულება. აქ ავტორს მოჰყავს პაოლო კოელიოს მაგალათი: მას ბავშვობიდან მწერლობა უნდოდა, თუმცა მისი მშობლები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ მოზარდი ფსიქიატრულშიც კი მიიყვანეს, რომ აზრი შეეცვალათ. კოელიოსგან განსხვავებით, ზოგიერთისთვის მეგობრის ან მშობლის ზემოთ აწეული წარბიც კი საკმარისია, რომ საკუთარი აზრი შეიცვალოს. მესამე ფაქტორი, რასაც ავტორი ასახელებს ეს არის დღევანდელი განთლების სისტემა (არა რომელიმე პედაგოგი), რომლის სწორხაზოვნებაც ადამიანებს ამისამართებს საკუთარი ბუნებრივი უნარებიდან და ხდის სტანდარტიზებულს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, როცა აკადემიურ განათლებას ენიჭება დიდ უპირატესობას პროფესიულთან შედარებით: „თუ ამ უმაღლესს დაამთვერებ აუცილებლად კარგ სამსახურში მოეწყობი“. ავტორის აზრით, ამ კუთხით არსებული “სასტუს ქვო” გარკვეული მასების კომერციულ ინტერესებს ემსახურება. თანამედროვე ზოგადი განათლების სისტემა ასევე ახდეს მოსწავლეთა სტიგმატიზაციას: „თუ მათემატიკას ვერ სწავლეობ, არაფერი სხვა არ გამოგივა კარგად“ ავტორის აზრით, ადამიანის ტალანტი შესაძლოა სულაც არ იყოს იმ რომელიმე საგანში, რომელიც სკოლებში ან უმაღლესში ისწავლება. აქ ავტორს მოჰყავს მეხანძრის ისტორია მეხანძრე იხსენებს, რომ მას ბავშვობიდან უნდოდა მეხანძრეობა ამის გამო პედაგოგი დასცინოდა და შტერს ეძახდა. რამდენიმე კვირს წინ, როგორც მეხანძრე იხსენებს კენ რობინსონთან ინტერვიუსას, მან ამ პედაგოგის და მისი მეუღლის სიცოცხლე გადაარჩინა. სერ კენ რობინსონის თქმით, სკოლის კურიკულუმი უნდა იყოს ძალიან ფართო, რათა მოსწავლეთა ფართიო ინტერესებს უპასოხოს. „როცა ჩვეულებერივი ადამიანიები საკუთარ ნიჭს პოულობენ არაჩვეულებრივი მოვლენები ხდება „ სერ კენ რობინსონი
RCS.GE

ელემენტი, ნიჭი, ტალანტი, უნარი

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი