rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • მათემატიკური უნარები/
  • რატომ არის ზოგიერთი მოსწავლე უფრო ძლიერი მათემატიკაში?

რატომ არის ზოგიერთი მოსწავლე უფრო ძლიერი მათემატიკაში?

July 13, 2013 / rcs.ge / მათემატიკური უნარები

ეს კითხვა ცხოვრებში ერთხელ მაინც ყველას მოსვლია თავში. ალბათ, გიფიქრიათ კიდევაც,  რომ  კარგი  მათემტიკური უნარები დაბადებიდან თანდაყოლილია. 2011 წლის აგვისტოში ჯონ ჰონკისნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა  გამოაქვეყნეს  საინტერესო კვლევის  შედეგები,  რომლის მიხედვითაც ისეთი მათემატიკური უნარი, როგორიც არის  რაოდენობის შეგრძნება ( number sense) დაკავშირებულია გენეტიკასთან: ის ყველა ადამაინს და ცხოველსაც კი  დაბადებიდანვე დაჰყვება. რაოდენობის შეგრძნება (number sense)  გულისხმობს, რომ  ერთი შეხედვით მივხდეთ დაახლოებით რამდენი ადამიანი ესწრება ამა თუ იმ  შეხვედრას, ან რამდენი ადგილია თეატრში.  ჰონკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მილიცა ლიბერტუსის ხელმძღვანელობით  რაოდენობის  შეგრძნება გაზომეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. მათ ჩაატარეს შემდეგი სახის  ექსპერიმეტნი:  200 ბავშვს,  რომელთა საშუალო ასაკი  იყო  4 წელი ჩაუტარეს  ტესტი- კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული იყო ლურჯი და ყვითელი ფერის წერტილები ბავშვებს უნდა გამოეცნოთ, რომელი ფერის წერტილები იყო უფრო მეტი (მსგავსი ტესტი თქვენ ბავშვსაც შეგიძლია ჩაუტაროთ ქვემთ მოცემული ლინკის მეშვეობით http://www.panamath.org/testyourself.php). შემდეგ   ყველა მოსწავლეს ჩაუტრდა ტესტი  ჩვეულებრივ მათემატიკურ უნარებში, რაც გულისხმობდა  ფურცელზე გამოსახული ნივთების დათვლას, არაბული რიცხვების ამოცნობას, ელემენტალურ კალკულაციას და სხვა. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებმა, ვინც სწორად ამოიცნეს, თუ რომელი ფერის წერტილები უფრო მეტი უფრო კარგად შეასრულეს მათემატიკის ტესტი.  მილიცა ლიბერტუსის თქმით,  კვლევა ადასტურებს გარკვეული სახის კავშირს  რიცხოვნობის აღქმასა  და  შედარებით კარგ  მათემატიკურ უნარებს შორის, მაგრამ მისი აზრით,  ეს კვლევა არ არის საკმარისი, გადაჭრით ითქვას,  რომ   ზემოთმოყვანილი დასკვნები ასი პროცენტით შეესაბამება სიმართლეს „ ბევრი კითხვები რჩება და პასუხი შემდგომმა კვლევებმა უნდა გასცეს. ‘’ ამბობს მილიცა

RCS.GE

მათემატიკა, რიცხვები

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE