rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • კითხვა/
  • წაკითხულის დამახსოვრების ყველაზე ეფექტური მეთოდი

წაკითხულის დამახსოვრების ყველაზე ეფექტური მეთოდი

June 9, 2013 / rcs.ge / კითხვა
5
2011 წელს Purdue-ეს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ჯეფრი კარპიკმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, რომლის მიხედვითაც წაკითხულის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამახსოვრების საუკეთესო მეთოდი ე.წ. აქტიური გახსნებაა (active recall), რაც გულისხმობს გონების აქტიურ სტიმულირებას სწავლის პროცესში. მაგალითად, როცა კითხულობთ ტექსტს ჯორჯ ვაშინგტონზე ნაცვლად იმისა, რომ მრავალჯერ წაიკითხოთ უმჯობესია, ერთხელ ყურადღებით წაკითხვის შემდეგ გადადოთ წიგნი და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვები წაკითხულიდან. მაგალითად, ვინ იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი? და ასე შემდეგ.
კვლევა ასკვნის, რომ ამა თუ იმ ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა სულაც არ ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგამახსოვდება წაკითხული. ამისთვის საჭიროა ავარჯიშო გონება, გაიხსენოს ის, რაც თუნდაც ერთხელ წაიკითხე. განათლების ექპერტებს, ტრადიციულად, მიაჩნიათ რომ წაკითხულის დასამახსოვრებლად საჭიროა კარგად გაიგო ტექსტი და კითხვისას გამოიყენო ე.წ. Concept mapping მეთოდი, რაც გულისხმობს კითხვის დროს ვიზუალიზაციას – გრაფებისა და ჩანაწერების კეთებას. ჯეფრი კარპიკმა ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ერთმანეთს შეადარა ე.წ. ზემოთხსენებული ორი მეთოდი. ექსპერიმენტი შემდგომში მდგომარეობდა:
ორასს სტუდენტს დაევალა წაეკითხა და ესწავლა გარკვეული ტექსტი. სტუდენტების ერთმა ჯგუფმა სწავლისას გამოიყენა Concept mapping მეთოდი, მეორემ active recall. სწავლის პერიოდში გამოკითხვისას სტუდენტების ორივე ჯგუფმა ერთი და იმავე მოცულობის ინფორმაცია გაიხსენა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სტუდენტების ჯგუფმა, რომელიც იყენებდა active recall-ის მეთოდს 50 პროცენტით მეტი ინფორმაციის გახსენება შეძლო. პროფესორის თქმით ცუდი არაფერია Concept mapping მეთოდში, თუმცა მეორე მეთოდის უპირატესობა ნათელია.
“ახლა ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ ყველაზე ეფექტური გზები ამ მეთოდის აქტიურად დასანერგად.” – ამბობს იგი.

RCS.GE

წაკითხულის დამახსოვრება

5 comments on “წაკითხულის დამახსოვრების ყველაზე ეფექტური მეთოდი”

  1. muxran says:
    June 11, 2013 at 2:41 pm

    hey

    Log in to Reply
  2. მანანა says:
    June 11, 2013 at 4:12 pm

    concept mapping-ის აზრი სულ კარგად ვერ გავიგე. მოსწავლეებისა და სტუდენტებისა არ ვიცი და პირადად ცემთვის ზალიან საჭიროა ეს ყველაფერი. და კიდევ, მაპატიეთ, არ გეწყინოთ, კორექტურას თუ ცოტა მეტ დროს და ყურადღებას დაუთმობთ, უკეთესი იქნება. მართალია, აკრეფის დროს ბევრი შეცდომა მოსდის ადამიანს, მაგრამ გადახედვა საჭიროა.. ომბუცმენია თუ ომბუდსმენი? (ეს ტექსტში არა, ისე ვნახე) და ვაშინქტონი თუ ვაშინგტონი? ზოგან ორი ა რომ გაექცევა ადამიანს და სხვა ამგვარი, ეგე არაფერია. მაგრამ აიეს მაგალიტები მართლა მაინტერესებს. სად წავიკითხო უფრო დაწვრილებით ამ დამახსოვრების მეთოდების შესახებ? გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს.

    Log in to Reply
    • ნინო says:
      June 14, 2013 at 8:21 pm

      ვაშინგტონი და ომბუდსმენია

      Log in to Reply
  3. მანანა says:
    June 11, 2013 at 4:14 pm

    აი, აკი ვთქვი გადახედვა საჭიროა მეთქი. აგერ მეც რამდენი შეცდომა დამიშვია! (ღიმილი)

    Log in to Reply
  4. ცენტრი says:
    June 11, 2013 at 5:55 pm

    მადლობთ შენიშვნებისთვის, ხარვეზები გასწორდება ,რაც შეეხება უფრო მეტს ამ საკითხზე ინტერნეტში შეგიძლიად მოიძიოთ.

    Log in to Reply

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE