rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • მოსწავლეები/
  • რა ეფექტი აქვს სასკოლო უნიფორმას

რა ეფექტი აქვს სასკოლო უნიფორმას

May 26, 2013 / rcs.ge / მოსწავლეები

საქართველოში  სასკოლო  უნიფორმები ასოცირდება  ძვირადღირებულ, კერძო  სკოლებთან, თუმცა მისი ისტორიული წარმოშობა სრულიად საპირისპიროა:  უნიფორმებს მე-16 საუკუნის  ინგლისში საქველმოქმედო  სკოლები ღარიბი ბავშვებისთვის იყენებდნენ. საყოველთაოდ სასკოლო უნიფორმების დანერგვა   დიდ ბრიტანეთში მე-19 საუკუნეში დაიწყო. დღეისთვის   სასკოლო  უნიფორმები  სვალდებულოა ისეთ ქვეყნებში როგორც არის ჩინეთი, ავსტრალია, დანია , სინგაპური, სამხრეთ კორეა,  თურქეთმა მხოლოდ გასული წლის ნოემბერში  გააუქმა  უნიფორმების სავალდებულო ტარება სკოლებში.  ზოგადად,  მიიჩენავა, რომ  უნიფორმის  ტარებას სკოლებში  აქვს  შემდეგი  დადებითი   მხარეები:

  •  ახდენს მოსწავლეების დაჯგუფებებად  დაყოფის პრევენციას.
  •  ამცირებს გარეგნულ განსხვავებას  სოციალურად  სხვადასხვა წრიდან გამოსულ  მოსწავლეებს შორის.
  •  ზრდის სკოლის საზოგადოებასთან კუთვნილების განცდას მოსწავლეებში.
  •  ხდის მოსწავლეს მეტად ფოკუსირებულს სწავლაზე.
  •  ავითარებს მოსწავლეებში  დისციპლინას.
  • ხელს უწყობს უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნას.
  •  ამცირებს  ქურდობის შემთხვევებს.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა რამდენიმე სამაცნიერო კვლევა: Youngstown State University-ის პროფესორმა   Virginia Draa- მა  2005 წელს  ჩაატარა ეპმირიული კვლევა  ოჰაიოს  64 საჯარო სკოლაში  და დაასკვნა, რომ სკოლები, რომლებიც იყენებდნენ უნიფორმას გააუმჯობესეს მოსწავლეთა დასწრება და შემცირეს გარიცხულთა  რიცხვი.   ამ კვლევით ვერ გამოვლინდა რაიმე კავშირი უნიფორმასა და  მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს შორის.  იგივე საკითზე  უფრო მოცულობითი კვლევა ჩაატარა  სოციოლოგმა   David Brunsma-მა.  მან გაანალიზა ამ საკითხზე მანამდე არსებული ყველა კვლევა და  გამოიკვლია უნიფორმის კავშირი  შემდეგ ცვლედებთან:

  •  ქცევის პრობლემები
  •  დასწრება
  •  აკადემიური მიღწევები
  •  ნარკოტიკების მოხმარება

კვლევამ  აჩვენა, რომ  სასკოლო  უნიფორმას არ ჰქონდა  პირადპირი  პოზიტიური ეფექტი  ზემოთ ჩამოთვლილ  ცვლადებზე.  კვლევამ  გამოავლინა მცირე   პოზიტიური კავშირი უნიფორმასა და მოსწავლეთა მიერ ჩაბარებულ სტანდარტულ  ტესტის შედეგებს შორის.

  ამერიკის სკოლების უმეტესეობა არ მოითხოვს მოსწავლეებისგან უნიფორმის ტარებას, თუმცა რანდენიმე სკოლას დადგენილი აქვს ეგრეთ  წოდებული  „დრეს კოდი“ , რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ეკრძალებათ სკოლაში შეუსაბამო სამოსით მისვლა .

RCS.GE

სასკოლო უნიფორმა

One comment on “რა ეფექტი აქვს სასკოლო უნიფორმას”

  1. დათო ახალაია says:
    June 6, 2013 at 7:48 am

    მეც ვფიქრობ, რომ უნიფორმას გააჩნია თავისი დადებითი მხარე, მაგრამ როგორც მედალს აქვს ორი მხარე ასევე მასაც აქვს მეორე მხარე, ანუ ის რაც ცუდია უნიფორმის ტარებაში.
    მაინტერესებს და გთხოვთ დადოთ უნიფორმის ტარებასთან დაკავშირებული უარყოფითი მხარის კვლევების შედეგები

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE