rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • მოსწავლეები/
  • რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული უცხო ენის შესწავლა

რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული უცხო ენის შესწავლა

May 10, 2013 / rcs.ge / მოსწავლეები

რომელი ასაკია ყველაზე ოპტიმალური,  რომ დავიწყოთ უხო ენის შესწავლა? ამ კითხავზე  მარტივი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ზოგიერთი ამ საკითხის მკვლევარი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებ უცხო ენის შესწავლას, მით უფრო კარგია, რადგან  უფრო მეტი დრო გაქვს დაუფლო ენას კარგად. თეორეტიკოს  Lenneberg- ის ჰიპოთეზის თანახმად, ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობს ბიოლოგიურად განსაზღვრული კრიტიკული პერიოდი, როდესაც გონებას ძალიან სწრაფად შეუძლია ახალი თვისებების, მათ შორის, ენის  შესწავლა. კრიტიკული პერიოდი იწყება 2 წლიდან და მთავრდება პუბერტულ ასაკში, მეცნიერის თქმით,  ვინც ახალი ენის შესწავლას დაიწყებს პუბერტულ ასაკამდე, უფრო დიდი შანსი აქვს დაეუფლონ ენას სრულყოფილად. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულები და მოზარდები უცხო ენის შესწავლისას ერთსა და იმავე განვითარების სტადიებს გადიან, თუმცა განსხვავება არის ნერვოლოგიურ ფაქტორში: ბავშვის ტვინი არის პლასტიური, ივითარებს  რეფლექსს რომელიც საშუალებას აძლევთ გადაერთონ ერთი ენიდან მეორეზე ყოველგვარი დაბნეულობის და აქცენტის გარეშე. 15 -17 წლის ასაკში ადამიანის ტვინის ნახავარსფეროები ასრულებენ ფუნქციების გაყოფას (ლატერალიზიაციას) რის შემდეგაც ადამიენებს  უკვე  უჭირთ შეიძინონ სრულყოფილი პრონანსი, თუმცა ზრდასრულები მოზარდებთან შედარებით, უფრო კარგად ითვისებენ გრამატიკულ წესებს და ლექსიკონს. Krashen’s Monitor Theory– ის თანახმად, არსებობს უცხო ენის შესწავლის ორი გზა: შეძენა და სწავლა. შეძენა ხდება მაშინ, როცა ბავშვი იზრდება ორ ან მეტ ენოვან ოჯახში და მშობლიურთან ერთად, არაფორმალურ გარემოში სწავლობს უცხო ენებს. რაც შეეხება  სწავლას, ეს ხდება ფორმალურ გარემოში პედაგოგის ინსტრუქციით, ამ შემთხევში მოზარდს მოეთხოვება გარკვეული გონებრივი სიმწიფე,  რათა  კარგად აღიქვან გრამატიკული თუ ლინგვისტური პროცესები, აქედან გამოდინარე  ევროპის ქვეყნების უმრავლესობში უცხო ენის შესწავლა 8 წლის ასაკიდან იწყება, დიდ ბრიტანეთში კი 11 წლიდან. ზოგადად  უცხო ენის შესწავლის დაწყების საუკეთესო ასაკად 10-12 წელს მიიჩნევენ .

RCS.GE

 

უცხო ენა

One comment on “რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული უცხო ენის შესწავლა”

  1. დათო ახალაია says:
    June 10, 2013 at 2:49 pm

    მე ვფიქრობ 8 წელი კარგი ასაკია უცხო ენის შესწავლის დასაწყებად, მაშინ როცა უკვე იცი მშობლიური

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE