რა კავშირი აქვს ფულს განათლების ხარისხთან? ამ საკითხის კვლევა ამერიკელმა მეცნიერებმაჯერ კიდევ მე-20 საუკუნის60 -იან წლებში დაიწყეს. პირველი ნაშრომი ამ საკითხს ჯეიმს კოლემამნა მიუძღვნა: სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე კოლემანმა დაასკვნა, რომ მოსწავლეთა შედეგებზე დიდი გავლენა აქვს მშობლის ფინანსურ მდომარეობას. მისი კვლევით არ გამოვლინდა კავშირი სკოლების დაფინანსებასა და მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს შორის. 20 წლის შემდეგ 1986 წელს ერიკ ჰუშენუკმა გამოაქვეყნა მოცულობითი ნაშრომი და დაასკვნა, „არ ჩანს ძლიერი და სისტემატური კავშირი სკოლებზე დანახარჯსა და მოსწავლეების მიერ მიღწეულ შედეგს შორისო.“ არგუმენტებად მოჰყავდა რამდენიმე შტატი, რომლებიც დიდ ფულს ხარჯავდნენ სკოლებზე, მიუხადავად ამისა, აღნიშნული შტატების მოსწავლეები ტესტებში ვერ აჩვენებდენ კარგ შედეგებს. საპასუხოდ, 1992 წელს დევიდ კაედმა და ალან კრუგერმა ჩაატარეს კველავა 1920-1949 დაბადებულ მამაკაცთა შორის და დაადგინეს, რომ იმ შტატების მცხოვრებნი, რომლებიც მეტს ხარჯავდნენ სკოლებზე, სხვებთან შედარებით, უფრო მეტი შემოსავალით გამოირჩეოდნენ. შემდეგმა კვლევებმა უფრო ნათლად დაადასტურა( PPE per-pupil expenditures ) რომ თითოეულ მოსწავლეზე გათვლილ დანახარჯს პირდაპირი კავშირი აქვს მოსწავლეთა შედეგებზე.
და მაინც, კონკრეტულად რისთვის არის ფული საჭირო? ამ კითხვაზე ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხი გასცა რათგერსის უნივერსტეტის მკლევარმა ბრუს დე ბეიკერმა, რომლიმაც გამოყო 2 უმნიშნველოვანესი საკითხი :
1.მასწავლებელთა ხელფასი
2.საკლასო ოთახში მოსწავლეთა რაოდენობა
უამრავი კვლევით დასტურდება, რომ მასწავლების მაღალ კვალიფიკაციას აქვს პირდაპირი, პოზიტიური გავლენა მოსწავლეთა შედეგებზე. პროფესორი ბრუს დ ბეიკერის თქმით, მაღალი ხელფასები სასკოლო სფეროში საჭიროა არა იმიტომ, რომ არაკვალიფიციურ კადრებს ვუხადოთ დიდი თანხა და ამით ისინი დავაკავოთ ამ სისტემაში, არამედ იმიტომ, რომ პროფესიაში მოხდეს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვა და შენარჩუნება. სტანფორდის მიღწევების ტესტით დასტურდება, რომ მცირე ზომის კლასში ყოფნა მოსწვლის, არამარტო, აკადემიურ მიღწევებზე ახდენს პოზიტიურ გავლენას. საკლასო ოთახში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება საჭიროებს დამატებითი პედაგოგის დაქირავებას, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან. ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავსაკვნათ, თუ დავხარჯავთ მეტს, მივიღებთ უკეთეს შედეგს. ბეიკერი ასკვნის,რომ თვით ფული არ არის საშუალება, რომ გავზარდოთ განათლების ხარისხი სკოლებში, ფული შეიძლება დაიხარჯოს არამიზნობრივად და შესაბამისად უშედეგოდ, მაგრამ თუ მას გამოვიყენებთ მიზნობრივად შედეს მივიღებთ. საკმარისი რაოდენობის ფინანსები აუცილებელია კარგი ხარისხის განათლებისთვის.
RCS.GE