სახელმწიფოსა და კერძო სკოლების ურთიერთობის პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში განსხვავდება ერთმანეთისგან. დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე მკვლევარები გამოიყოფენ სახელმწიფოს მიერ კერძო სკოლების კონტროლის სუსტ, საშუალო და ძლიერ დონეს.
საკითხში უკეთ გასარკვევად, პირველ რიგში, აუცილებელია, რეგულაციის იმ მექანიზმების ჩამოთვლა, რასაც ესა თუ ის სახელმწიფო იყენებს კერძო სკოლების მიმართ.
სასწავლო პროგრამისა და რესურსების კონტროლი
დასავლური სახელმწიფოების უმეტესობა კერძო სკოლებში ადგენს სასწავლო კურიკულუმს (დანია, ბელგია, გერმანია) კერძოდ, მთავრობა განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კურიკულუმის კონტროლი, გარდა სასწავლო პროგრამისა, გულისხმობს, სასწავლო მასალისა და მეთოდების რეგულირებასაც. ლუქსემბურგში კერძო სკოლებს ევალებათ იგივე მეთოდებით ასწავლონ, როგორითაც საჯარო სკოლები ასწავლიან.
მოსწავლის სკოლაში მიღებისა და დისციპლინის კონტროლი
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სახელმწიფო ადგენს კერძო სკოლებში მოსწავლეთა მიღების წესს. ამ შემთხვევაში, კანონი უკრძალავს კერძო სკოლებს უარი უთხრას მოსწავლეს მიღებაზე მისი სოციალური სტატუსის, ეთნიკური, რასობრივი კუთვნილების გამო (გერმანია, ფინეთი, საფრანგეთ) იდეოლოგიის გამო,( ბელგია), საბერძნეთში მთავრობა კერძო სკოლებისთვის დისციპლინის კონტროლის პოლიტიკასაც თავად ადგენს.
მოსწავლეთა ტესტირება
ევროპის უმეტეს ქვეყნაში რეგულირების კიდევ ერთი ინსტრუმენტი კერძო სკოლების მიემართ არის საერთო ტესტირება, სკოლის ატესტატის მისაღებად, რომელიც კერძო სკოლების მოსწავლეებსაც ავალდებულებს ჩააბარონ ცენტრალიზებული გამოცდა.
მასწავლებელათა კვალიფიკაცია და ხელფასი
კერძო სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაციას და ხელფასს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მთავრობები აკონტროლებენ: კერძო სკოლაში მომუშავე პედაგოგებს, კანონით მოეთხოვებათ, ისეთივე ატესტაციის გავლა, როგორიც საჯარო სკოლებისას. ავსტრიაში და საფრანგეთში კარძო სკოლის მასწავლებლებს აქვთ საჯარო მოხელის სტატუსი და მათი შერჩევა ხდება სახელმწიფო ორგანოების მიერ, თუმცა ავსტრიაში სკოლებს შეუძლიათ უარი თქვან სახელმწიფოს მიერ შერჩეულ მასწავლებლებზე.
მოსწავლეთა გადასახადები და ფინანსები
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მთავრობა განსაზღვრავს მოსწავლეთა გადასახადს კერძო სკოლებში, მაგალითად, დანია, ლუქსემბურგი. ნორვეგიაში სახელმწიფოს აქვს უფლება მოსთხოვის კერძო სკოლებს ფინანსური ანგარიშის ჩაბარება.
სამეურვეო საბჭოების ყოლა
სამეურვეო საბჭოების ყოლა, რომელის შემადგენლობაშიც იქნებიან მასწავლებლები და მშობლები ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კანონით სავალდებულოა კერძო სკოლებისთვისაც.
სტანდარტები და სასწავლო განრიგი
ევროპის უმეტეს ქვეყნაში სახელმწიფო კერძო სკოლებს უწესებს ინფრასტუქტურულ და სასწავლო გარემოსთან დაკავშირებულ სტანდარტებს, მთავრობა ასევე ადგენს სასწავლო განრიგსაც.
ავტორიზაცია
ევროპის უმეტეს ქვეყნებში კერძო სკოლები ვალდებულები არიან კანონით დადგენილი წესით გაირონ რეგისტრაცია, შევედეთში ეს საკმაოდ მარტივი პროცედურაა, თუმცა გერმანიაში გულისხმობს სკოლის რესურსების, მასწავლებელთა კვალიფიკაციის და სასწავლო პროგრამის შემოწმებას, თუ სკოლის მიერ ვერ მოხდება კრიტერიუმების დაკმაყოფილება სახელმწიფოს აქვს უფლება უარი უთხრას სკოლას რეგისტრაციაზე.
ანგარიშის მოთხოვნა შემოწმება
ევროპის ქვეყნებში კერძო სკოლებს მოეთხოვებად აწარმოონ დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია შეფასების სისტემასთან (პორტუგალია) კერძო სკოლებს მთავრობა სახელმწიფო რეგულარულად ამოწმებს ავსტრიაში, ინსპექტირებისას მოწმდება რამდენად იცავს სკოლა რეგულაციებს, ამოწმებს ასევე მის ფინანსებს, სასწავლო პროგრმას, სწავლების ხარისხსს და მოსწავლთა მიღწევებს, უმეტეს შემთხვევაში ინსპექტორები სკოლებს ურჩევენ ხარვზების გამოსწორებას.
ზემოთ მოკლედ მიმოვიხილეთ ის შესაძლო კონტროლის მექნიზმები, რომელთაც სახემწიფო იყენებს კერძო სკოლების მიმართ, ბუნებრივია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მექნიზმს იყენებენ.
როგორც ზემოთ უკვე ვთქვით მეცნიერები გამოყოფენ კონტროლის 3 დონეს:
კონტროლის მაღალ დონედ ითვლება, როცა სახელმწიფო აკონტროლებს კერძო სკოლების სასწავლო პროგრამას, მოსწავლეთა სკოლაში მიღების წესს, მასწავლებელთა ხელფასს და სამუშაო პირობებს. მაღალი დონის კონტროლის შემთხვევაში სკოლის ინსპექტირება რეგუალარულად ტარდება.
რეგულირების საშუალო დონედ მიიჩნევა, როცა სახელმწიფო აკონტროლებს სასწავლო პროგრამას (მოქნილობის შესაძლებლობით) ცენტრალიზებულია ტესტირება, ასვე მცირე დოზით აკონტროლებს მასწავლებელთა კვალიფიკაციას და პერიოდულად ამოწმებს.
კონტროლის დაბალ დონედ განიხილება, როცა სახელმწიფო განსაზღვრავს სასწავლო პროგრამის ფართო მიზნებს და ტესტირების პროცედურებს, ასეთ დონეზე კერძო სკოლის რეგისტრაციის პროცედურა მარტივია.
ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციაზე დაყრდნობით რთული არ იქნება განისაზღვროს ის თუ რა დონის კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთვარობა კერძო სკოლებზე;
ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან კერძო სკოლებში კონტროლდება სასწავლო პროგრამა , ცენტრალიზებულია გამოსაშვები გამოცდები, კარძო სკოლებს მოეთხოვებათ ავტორიზაცია. ამ პუნქტებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან კერძო სკოლებზე საშუალო დონის კონტროლი ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კერძო სკოლების კონტროლს გარკვეული ლეგიტიმური არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს (მაგლითად, თანაბარი ხარისხის შენარჩუნება სკოლებში , მშობელთა უფლებების დაცვა, მასწავლებლის უფლებების დაცვა) კვლევებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან კერძო სკოლების კონტროლი ცუდი შედგების მომატანია, ისინი ნაკლებად ინოვაციურები ხდებიან.
მუხრან გულიაშვილი
გამოყენებული რესურსი: Nancy Kober 1999. Lessons From Other Countries About Private School Aid: Higher Public Funding for Private Schools Usually Means More Government Regulation. Center for education Policy. Washington D.C.