მსოფლიო ბანკის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უმაღლესი განათლების მთავარი გამოწვევა სწავლა- სწავლების ხარისხია.
ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ნებისმიერ უნივერსიტეტში გახლავთ აკადემიური პერსონალი, ამიტომ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციების მხრიდან ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს, არა მარტო კვალიფიციური კადრების მოზიდვა, არამად უკვე არსებული საკადრო რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.
ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საკადრო რესურსის ეფექტურ გამოყენებას ეს არის მათი დემოტივაცია, რადგან დემოტივირებული კადრების პირობებში რთულია ხარისხიან აკადემიურ საქმიანობაზე საუბარი. იმის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი კვლევები არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა ფაქტორები განაპირობებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის დემოტივაციას.
მოცემული კვლევის მიზანი, სწორედ, დემოტივაციის ფაქტორების გამოვლენაა. კონკრეტულად საკვლევი კითხვები ასეთია:
რა ფაქტორები განაპირობებს აკადემიური პერსონალის დემოტივაციას? დემოტივაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, გარეგან მოტივაციას ეხება თუ შინაგან მოტივაციას?
არის, თუ არა განსხვავება დემოტივაციის ფაქტორებში გენდერული თვალსაზრისით?
კვლევა ჩატარდა შერეული მეთოდოლოგიით: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ავიღეთ პირისპირ ინტერვიურები 23 პროფესორთან, რაოდენობრივ კვლევაში კი მონაწილეობა მიიღო 80-მა პროფესორმა,
კვლევის შედებად დადგინდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის დემოტივაციას, განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: სტუდენტებთან დაკავშირებული ფაქტორები (დაუინტერესებელი სტუდენტი, მოუმზადებელი სტუდენტი), ადმინისტრაციის დამოკიდებულება: პროფესორებისთვის უპირატესობის მინიჭება პიროვნული ურთიერთობებიდან გამომდინარე, არა დამსახურების მიხედვით, ადმინისტაციის ჩარევა პროფესორების მიერ სტუდენტების შეფასების პროცესში, ადმინისტრაციის მხრიდან ჯგუფში სტუდენთა რაოდენობის გაზრდა ლექტორის დაუკითახავად. მნიშვნელოვან დემოტივაციის ფაქტორად დასახელდა კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობის არქონა. დემოტივაციის ფაქტორდებად ასევე დასახელდა სამსახურეობრვი რუტინა, ყველაზე უმნიშვნელო ფქტორებად სასწავლო რესურესების სიმწირე და უნივერსტეტის ფიზიკური გარემო იქნა დასახელებული.
რაოდენობრივი კვლევის შედეგად, დემოტივაციის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად აკადემიური პერსონალის 27,5% მიერ დაუინტერესებელი, თავად დემოტივირებული სტუდენტი დასახელდა. აკადემიურ ლიტერატურაზე დარყდნობით ვასკვნით, რომ ეს შინაგანი დემოტივაციის ფაქტორია.
რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე აკადემიური პერსონალის 65%-ს მდედრობითი, ხოლო 35% მამრობით სქესი შეადგენდა. ცალ-ცაკლე იქნა გაანლიზებული მამაკაცების და ქალების მიერ დაფიქსირებული პასუხი დემოტივაციის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 28,7%-თვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დაუნტერესბელი სტუდენტია. ხოლო იგივე ფაქტორი ქალების 28,8% ყველაზე მნიშვნელოვანი დემოტივატორი. როგორც ვხედავთ, ამ კუთხით, მამაკაც და ქალ პროფესორებს შორის განსხვავება ფაქტიურად არ არის.
კვლევა დაეხმარება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სწორი მიმართულება მისცეს შემდგომ რეფორმებს და გაამახვილოს ყურადღება ისეთ საკითხებზე, რასაც შესაძლოა მანამდე არ განიხილავდა პრობლემად.
ნახეთ კვლევის სრული ვერსია მიმაგრებულ ფაილში მუხრან გულიაშვილი-სამაგისტრო ნაშრომი 26.06.2017