როგორც ვიცით, გასული წლის დეკემბერში საქართველოს კონსტიტუციაში ეფექტური ცვლილებების განხორციელების მიზნით კომისია შეიქმნა “შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით “ (საქართველოს პარლამენტის დადგენილება 65-Iს,15/12/2016 )
თითქმის, ამავე პერიოდს დაემთხვა საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა, რომელმაც განაცხადა, რომ 2017 წლიდან ზოგად განათლებში მრავალი ცვლილება მოხდებოდა. “2017 იქნება დატვირთული სიახლეებით განათლების მიმართულებით, 2017 წელი იქნება ცვლილებების წელი“- ალექსანდრე ჯეჯელავა (Ipress.ge 2016)
ჩვენს ქვეყანაში განათლების რეფორმა ტრადიციულად გულისხმობდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში, ან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებს. 2016-17 წელებშიც, დაანონსებული განათლების რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებშიც, საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ, რამდენიმე ცვლილება განხორციელდა (radiotavisupleba.ge 2017)
რა თქმა უნდა, იმის მტკიცებას არ ვაპირებ, რომ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება გულისხმობდეს “საგრძნობ ცვლილებებს” . თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ, მოცემულ მომენტში, კონსტიტუციის გადასინჯვისა და განათლების რეფორმის ახალი ტალღის დაწყება ერთმანეთს დაემთხვა, სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს, არ შეიძლებოდა ფიქრი არ გაქცეოდა კონსტიტუციისკენ.
მოდით ჩავხედოთ საქართველოს კონსტიტუციის იმ თავს, რომელიც ეხება განათლებას
ვნახოთ, რა წერია მასში?
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 35
- ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
- სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. (27.12.2006 N4135)
- სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით.
- დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაპყრო ზემოთ აღნიშნულ 2 დებულებას, რომელიც ბოლდით არის მონიშნული:
საქართველოს კონსტიტუცია ერთის მხრივ, ამბობს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. მეორეს მხრივ, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა
35-ე მუხლის პირველი პუნქტით “ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება” წინ წამოწეული ღირებულებაა- არჩევანის თავისუფლება.
არჩევანის თავისუფლება განათლებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ღირებულებაა, მასზე დამყარებული განათლების სისტემა მეტ სივრცეს იძლევა ინდივიდებისთვის, უფრო ადვილად მოიძიონ და განავითარონ თავიანთი შინაგანი ნიჭი და მიდრეკილება. უფრო კონკრეტულად, რომ განვმარტო, ეს მუხელი გულისხმობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლება აირჩიოს განათლების მიღების ფორმა, მაგალითად, გადაწყვიტოს სკოლაში ისწავლის, თუ შინსწავლებით მიიღებს განათლებას. ეს დებულება იმთავითვე ეწინააღმდეგება დამკვირდებულ პრაქტიკას- მხოლოდ სკოლების მეშვეობით ზოგადი განათლების მიღებისას.
ლოგიკურიად შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ჩვენი კონსტიტუცია განათლების სხვადასხვა ფორმით მიღების შესაძლებლობას იძლევა სრულიად შესაძლებელია, რომ ადამიანების არჩევანი ზოგადი განათლების მიღების შემთხევაში, სხვაც შეიძლება იყოს, გარდა სასკოლო განათლებისა .
მაშინ რატომ არ გვაქვს პრაქტიკაში განათლების სხვა ფორმით მიღების მაგალითები?
პარადოქსია, მაგრამ ამის შესაძლებლობას იგივე კონსტიტუცია ზღუდავს შემდეგი ჩანაწერით “დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა ” მაშასადემე 9 კლასის ჩათვლით, სკოლაში სიარული მოსწვლეებისთვის სავალდებულოა, ამავე დროს, მათ აქვს განათლების მიღების ფორმის არჩევის თავისუფლება.
ზემოთქმულიდან სრულიად ნათელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35 -ე მუხლში ორი დებულება ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
თუ იმაზეც შევთანხმდებით, რომ განთლებას მხოლოდ რადიკალური ცვილებები უშველის, მაშინ ადვილი მისახვედრი არ უნდა იყოს რომელ ჩანაწერს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა- არჩევანის თავსუფლების პრაქტიკული განხორციელება ნამდვილად შეცვლიდა მრავალ პარადიგმას ზოგად განათლებაში.
მუხრან გულიაშვილი
გამოყენებული რესურსები:
1.https://matsne.gov.ge/ka/document/view/3472813
2.https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ჯეჯელავა
3.http://www.ipress.ge/new/56235-aleqsandre-jejelava-2017-tseli-cvlilebebis-tseli-iqneba