NDI-ის კვლევებით, პოლიტიკურად გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი, 8 ოქტმბერს დაგეგმილი საპარლაენტო არჩევნებისთვის, 57 პროცენტს შეადგენს.
ქართველი ამომრჩეველი ტრადიციულად გადაწყვეტილებას პოლიტიკური ლიდერების გავლენით იღებს. თუმცა, არის ამომრჩეველთა კატეგორია, ვისთვისაც პოლიტიკური პარტიის პროგრამა მნიშვნელოვანია, განსაუთრებით ის, თუ რას გვპირდებიან განათლების სფეროს მიმართულებთ. სავსებით დასაშვებია ამ კატეგორიის ამომრჩეველი სწორედ განათლების პოლიტიკის ხედვაზე დაყრდნობით იღებდეს გადაწყვეტილებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს კვლევა, რომელიც მისცემს საშუალებას დაინტერესებულ აუდიტორიას გამოიტანოს სწორი დასკვნა.
კვლევის შესახებ
მოცემული კვლევა ეხება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ხედვას განათლების მიმართულებით. კვლევაში შერჩეულია ის პარტიები, რომელთაც საზოგადოებაში, შედარბით, მაღალი ცნობადობა აქვთ.
კვლევაში პოლიტ სუბიქტეის ხედვები და დაპირებები შეფასებულია სასკოლო კვლევების ცენტრის მიერ შემუშავებული სამი ძირითადი კრიტერიუმით:
პრიორიტეტულობა – გულისხმობს არის თუ არა პრიორიტეტული განათლება პოლიტიკური სუბიექტისთვის. პრიორიტეტულობისთვის კოეფციენტების მინიჭება მოხდა შემდეგი პრინციპით: 3 ქულა – პოლიტიკურ პარტიას ვებ გვედზე გამოქვეყნებული აქვს ხედვა განათლების კუთხით; 4 ქულა პოლიტკური პარტია წინასაარჩვნო სარეკლამო რგოლებში საუბრობს განათლების შესახებ; 3 პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა წინასააჩევნო პერიოდში გამართეს შეხვედრა პედაგოგებთან, მშობლებთან, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობოებთან.
პრიორიტეტულობის შეფასების რუბრიკა: (1-3 ქულა) ნაკლებად პრიორიტეტული; (3-7 ქულა) მეტ- ნაკლებად პრიორიტეტული; (7-10 ქულა) სრულიად პრიორიტეტული.
ინოვაციურობა – გულისხმობს, რომ პარტია სთავაზობს რაიმე ახალს თავისი პროგრამით. ინოვაციურობის კოეფიციენტების მინიჭება მოხდა შემდეგი პრინციპით: 4 ქულა – პარტია სთავაზობს სხვა პარტიებისგან განსხვავებულ ხედვას; 3 ქულა შეთავაზებული ხედვა არის სრულიად ახალი და მანამდე არ ყოფილა შეთავაზებული მთავრობის მიერ; 3 ქულა ხედვა სიახლეა საერთაშორისო დონეზეც.
ინოვაციურობის შეფასების რუბრიკა: (1-3 ქულა) ინოვაციური; (3-7ქულა) მეტ- ნაკლებად ინოვაციური; (7-10 ქულა) საკმაოდ ინივაციური .
რეალისტურობა – გულისხმობს პარტიის დანაპირებისა და ხედვის რეალურობას, მოცემულ კონტექსტში მისი განხორციელების შესაძლებლობას. რეალისტურობის კოეფიციენტების მინიჭების პრინციპი: 4 ქულა – ხედვისა თუ დაპირების დეტალური აღწერა, რაც გვარწმუნებს მის რელურობაში; 3 ქულა – საერთაშორისო გამოცდილების ანალოგი. დაპირებას აქვს კონკრეტული ანალოგია საერთაშორისო, თუ ადგილობრივ დონეზე, რაც გვიჩენს განცდას, რომ მისი შესრულბა პოლიტ პარტიას ნათლად აქვს წარმოდგენილი; 3 ქულა – რაციონალურია თუ არა დაპირება და მოიტანს თუ არა პოზიტიურ შედეგს .
კვლევის მიზანია დაადგინოს პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება განათლების სფეროს მიმართ, არის თუ არა მათთვის პრიერიტეტული ეს დარგი? არის თუ არა რაიმე ინოვაციური მათ შეთავაზებეაში? არის თუ არა შესაძლებელი შეთავაზებების განხორციელება?
კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენს პროგრამების ანალიზი, წარმატებული ქვეყნების მაგალიებთან შედარებით. არსებული პროგრამების ღრმა გააზრებისა და მოგვარების გზების ინოვაციურობისა რაციონალურობის კუთხით. კვლევის ერთ – ერთი მიზანი არის პოლირიკურ პარტიებს მისცეს სტიმული, უფრო სერიოზულად შეხედონ პროგრამის მომზადებას, იცოდნენ,რომ გარკვეულ წრეებში არსებობს მათი პროგრამების მიმართ დიდი ინტერესი, რაც მთავარია კვლევის მიზანია დაეხმაროს სფეროთი დაინტერესებულ ამომრჩეველს მიიღოს გადაწყვეტილება.
კვლევის მეთოდიკა: ე.წ. დესკ რესერჩი. პოლიტიკური პარტიების ვებ გვერდებზე არსებული პროგრამების ანალიზი, წინასაარჩევნო კლიპების ანალიზი, წინასაარჩევნო პოლიტიკური ლიდერების მიერ ჩატარებული შეხვედრების ანალიზი
კვლევის მთავარი მიგნებები
კვლევაში წარმოგენილი 8 პოლიტიკრი სუბიექტთაგან, ჩვენს მიერ შემუშავებული კოეფიციენტების მიხედვით, 6 მათგანისთვის (პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის, ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიენტიული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, თავისუფალი დემოკრატები )განათლება ნაკლებად პრიოიტეტული დარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშულ პარტიების წინასაარჩევნო რგოლებში არ არის საუბარი სასკოლო განათლებაზე, მოცემული პარტიების პოლიტიკური ლიდერები წინასააჩევნო პერიოდში არ შეხვედრიან ცალკე პედადგოდებს, მშობლებს, ან განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 3 მათგანს (პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები) საიტზე აქვს განთავსებული ხედვა განათლების მიმართულებით.
2 პოლიტიკური სუბიქტისთვის (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) განათლება სხვებთან შედარებით პრორიტეტულია, ეს ნიშნავს, რომ მათ საიტზეც განთავსებული აქვთ ხედვა განათლების კუთხით და ასვე პარტიების წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა მასწავლებლებთან, თუმცა სარეკლამო რგოლებში არ საუბრობენ განათლებაზე.
- ინოვაციურობა
კვლევაში წარმოდგენილი 2 პოლიტიური სუბიექტის (პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო) ხედვა ცენტრის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით, შეფასდა სავსებით ინოვაციურად. ეს ნიშნავს, რომ მათ წარმოგვიდგინეს განათლების სისტემის განვითარებისთვს სრულიად ახალი და განსხვავებული ხედვა, როგორც ლოკალურად, ასევე გლობალურად. სახელმწოფო ხალხისთვის შემთხევაში ეს არის სკოლების მასშტაბური პრივატიზაციის იდეა, ხოლო ქართული ოცნების შემთხევაში ე.წ. თავისუფალი გაკვეთილების იდეა, დანარჩენი 6 პოლიტიკური სუბიექტის პროგრამა შეფასდა, როგორც ნაკლებად ინოვაციური.
- რეალისტრობა
6 პოლიტიკური პარტიის პროგრამა (პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის, ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიენტიული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, თავისუფალი დემოკრატები ) შეფასდა, როგორც ნაკლებად რეალისტური, ეს ნიშნავს იმას, რომ მოცემულ პარტიებს არ გააჩნდათ თავიანთი პროგრამის დეტალური აღწერა, რაც გააჩენდა განცდას, რომ მათ თავიანთი დანაპირები ნათლად არ აქვთ წარმოდგენილი. მათ პროგრამაში არ ჩანს როგორ უნდა მიიღწეს ის დაპირებები რაც არის გაცხადებული, ანალიზმა არ აჩვენა, რომ მათი პროგრამების განხორციელაბა მოიტანს პოზიტიურ შედეგს .
2 პარტიის პროგრამა (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) შეფასდა მეტ-ნაკლებად რეალისტურად. დანარჩენი პარტიებისგან განსხვავებით, მათ ციფრებში გაწერილი და შედარებით კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს
საბოლოო ჯამში ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვანათ, რომ მომდევნო 4 წელიწადში განათლების სისტემაში დღევანდელი მდგომარეობის რადიკალური შეცვლის შანსები ნაკლებად არსებობს, ამის უმთავრესი მიზეზი კლევაში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიისთვის განათლება არ არის სრულიად პრიორიტეტული სფერო, ასვე პარტიებს არ აქვთ გააზრებული როგორ უნდა შეასრულონ მათ მიერ გაცემული დაპირბები. გარდა ამისა პოლიტკური პარტიები თავიანთ პროგრამეში არ საუბრობენ სისტემაში არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ მაგალითად იმაზე თუ როგორ მოამზადებენ ახალ კვალიფიციურ მასწავლებლებს? როგორ გარდაქმნიან სწავლებას ისე რომ მოსწავლეება შეძლონ თავიანთი ბუნებრივი ნიჭისა და მიდრეკილებების აღმოჩენა და განვითაება.
მიუხედვად იმისა რომ ორმა პარტიამ სხვა წლებისგან განსხვავებით, ინოვაციური პროგრამა წარმოგვიდგინეს მათი დაპირებები ზედმეტად უტოპისტურია და ნაკლებად რეალისტური.
სასკოლო კვლევების ცენტრი
ნახეთ კვლევის სრული ვერსია კვლევა