rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • უმაღლესი განათლება/
  • როდის და სად გაჩნდა პირველი უნივერსტეტი?

როდის და სად გაჩნდა პირველი უნივერსტეტი?

April 10, 2016 / rcs.ge / უმაღლესი განათლება

რა  იყო იდეა?  რატომ ეწოდა სწაველბის ორგანიზაციის გარკვეულ ფორმას უნივერსტეტი?  სწავლა-სწავლება,  რა თქმა უნდა,  მანამდეც არსებობდა, მაგრამ  უნივერსტეტის პირველი ჩანასახი  გაჩნდა ბოლონიაში 1088 წელს, (თარიღი არ არის დაზუსტებული) 1208  წელს  კი პარიზში.   როგორც ვთქვით, სწავლა-სწავლების პროცესი მანამდეც არსებობდა, თუმცა  ეს ხდებოდა რელიგიურ სივრცეში,  ამიტომ ის  არ იყო თავისუფალი რელიგიური დოგმებისგან. უნივერსიტეტის წარმოშობა დაუკავშირდა სამართლის სწავლებას და წერილობითი სამართლის კვლავ აღორძინებას მე-11 საუკუნის იტალიაში.  პირველი  ლექტორიც სწორედ  იურისტი გახლდათ, რომელიც მეფის კარზე არსებული კანცელარიის  მოხელე იყო. რელიგიური დოგმატიკისგან თავისუფალი სწავლება-  ეს იყო უნივერსტეტის პირველი მახასიათებელი.  მეორე ფაქტორი  იყო ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები ქმნიდნენ ასიოციაციებს,   რომლებსაც “ნეიშენ” ეწოდებოდა,  ისინი აფორმებდნენ ჯგუფურ კონტრაქტებს ლექტორებთან (მაგისტრი).  მაგისტრები თავის   მხრივ, დებდნენ ფიცს,  რომ მხოლოდ ბოლონიაში ასწავლიდნენ და სხვაგან არ წავიდოდნენ.   სტუდენთა ასოციაციები პირვლეად  ბოლონიაში გაჩნდა თუ უნივრსტეტს ასეთი სახით განვიხლავთ, მაშინ ბოლონია უნდა მივიჩნიოთ პირველ უმაღლეს სასწავლებლად, ხოლო  კლასკური სახით სტუდენთა და მასწავლებელთა ასოცოაცია  პარიზში გაჩნდა 1208 წელს. მეცნიერებში არსებობს ასეთი მოსაზრება,  რომ სწავლების ასეთი ფორმა ისლამური, კერძოდ, არაბული სწავლების სტილიდან შემოვიდა. ამერიკელი ისლამისტი მაკდისი ასკვნის, რომ უნივერსტეტი მაინც ევროპული ქრისტიანულ პროდუქტია იმ თავისუფლების გამო, რაც მათ პაპისგან და მეფისგან მიიღეს,  (1155 წელს ფრიდრიხ პირველმა ბარბაროსამ გამოსცა აკადემიური თავისუფლების აქტი  ბოლონიის უნივერსტეტისთვის, გამოიყვანა ის ადგილობრივი ხელსუფლების კონტროლისგან და მიანიჭა ავტონომია )  თუმცა, მაკდისის აზრით, კოლეჯები წმინდა ისლამური სტილის ინსტიტუტებია.

 ვინ იყვნენ ლექტორები:

მე-11 საუკუნეში,  ყველას ვინც  მიიღებდა ლიცენზიას მთავრობიდან და აიყვანდა მოსწალეებს  ავტომატურად  ხდებოდა მაგისტრი,  მოგვანებით მე-13 საუკუნეში შემოვიდა სამ ეტაპიანი გამოცდა: რომელიც უნდა გაევლო მაგისტობის მსურველს:  პირველი გამოცდა გულისხმობდა კოლეგების მიერ კანდიდატის მოღვაწეობის განხილვას, მეორე ეტაპზე ხდებოდა ცოდნის შემოწება, ასევე კოლეგა მაგისტრების მხრიდან.  მესამე ეტაპი კი იყო, ეგრეთ წოდებული, საჯარო  ინაუგურაცია.

როგორი იყო  სასწავლო გარემო- შენებობი

მე-11  მე-12 საუკნეში უნივერსტეტებს  არ  ჰქონდათ  შენობები –  მაგისტრები( ლექტორები) საკუთარ  სახლებში ამზადებდენ სტუდენტებს.  მე- 14 საუკუნეში პარიზის თეოლოგიის ფაკულტეტმა დაიწყო ცალკე შენობების დაქირევება.  უნივერსტეტებს შორის  პირველად საკუთარი შენობა  ჰქონდა ოქსფორდს 1320წ. 

 სტუდენტები

სტუდენტად გახდომა შეეძლო ნებისმიერ მსურველს,  არ არსებობდა რაიმე კრიტერიუმი ან შეზღუდვა,  არც ასაკობრივი და არც  ცოდნის მხრივ (არის ცნობა, რომ ბოლონიის უნივერსტეტში ბრმა სტუდენტებიც კი იღებნენ განათლებას) ერთადერთი მოთხოვნა იყო,  რომ   სტუდენტი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი.  რაც შეეხება, სოციალურ სტატუსს – უმეტესობა იყო საშუალო ფენის,  თუმცა გარკვეული კვოტები იყო დაბალი ფენის წარმოადგენლებზეც, მაგალიად,  ბოლონიის უნივერსტეტში სტუდეტების 20%-ს დაბალი ფენის ახალგაზრდები შეადგენდნენ.

თარგმანი: მუხრან გულიაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა: A history of University in Europe  Walter Rugger I Volume 

ბოლონიის უნივერსტეტი, როდის და სად გაჩნდა პირველი უნივერსტეტი?

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE