ახდენს თუ არა განათლება გავლენას ეკონომიკის ზრდაზე? ეს კითხვა საინტერესოა, როგორც მეცნიერებისთვის, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთათვის. ზოგადად, ამ საკითხზე გარკვეული კონსესუსი დაგროვილი ცოდნიდან გამომდინარე არსებობს- ყველა თანხმდება, რომ განათლებას აქვს გავლენას ეკონომიკზე.
უფრო ფართო მსჯელობის სგანია ის თუ კონკრეტულად რა ფაქტორები ახდენს გავლენა. ბლოგის მიზანი სწორედ ის, არის რომ გაგაცნოთ ფაქტორები რომელიც უშუალოდ მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყნაში ეკონომიკის ზრდაზე.
მკვლევარები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რაც უშაუალოდ ახდენს გავლენას არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებზე, პიროვნულ წარმატებებზე, არამად მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე. ყველაზე ხშირად დასახელებულ ფატორებს შორის, პოსტ- მოდერნულ საზოგადაოებაში, არის შემდეგი :
- განათლებაში ინვესტიცია გავლენას ახდენს ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს შრომის ნაყოფიერებისა და პროდუქტიულობის ზრდას.
- განათლებული მუშახელი უფრო ადვილად ითვისებს მოწინავე ტექნოლოგიებს, ამიტომ ისინი არიან მეტად პროდუქტიულები ( Nelson and Phelps) (1966)
- განათლებას შეუძლია გაზრადოს ინოვაციურობის პოტენციალი შექმნას ახლაი ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას
მიუხედავად ზემოაღნიშნული თეორიული ნააზრევისა ემპირიული მტკიცება დებულებისა, რომ განათლება გავლენას ახდენს ეკონომიკაზე დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვაგვარი იყო. პრობლემა იყო ის, თუ როგორ გაეზომათ არსებობდა თუ არა კორელაცია განათლების დონესა და ეკონომიკურ ზრდას შორის, რთული იყო, ამ კუთხით, ქვეყნების ერთმანეთთან შედარებაც.
საბოლოოდ, მეცნიერემბა (Krueger and Lindahl, 2001) შექმნეს ინსტრურმენტი, რომელიც გულისხმობდა სასკოლო წლების შედარებას ეკონომიკურ ზრდასთან.
ემპირიული დასაბუთება
მსგავის გაეზომვით მიიღეს ასეთი შედეგი:
საშუალოდ, ერთი დამატებითი განათლების წლიდან ამონაგები 10 პროცენტზე მაღალია; ამონაგები განათლებაზე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის განვითარების დონის მიხედვით და იგი ყველაზე მაღალი დაბალშემოსავლიან, ყველაზე დაბალი კი მაღალშემოსავლიან ქვეყნებშია განათლებაზე ინვესტიციებიდან ამონაგებზე, სხვა საქონლისა და მომსახურების მსგავსად, მოქმედებს მიწოდების ზრდაც და შესაბამისად, განათლების საშუალო დონის ზრდასთან ერთად, კლება აღინიშნება ამონაგებშიც. თუმცა, ეს მიგნება ყველა ქვეყანაზე თანაბრად არ ვრცელდება. მაგალითისთვის, კვიპროსში განათლების ერთი დამატებითი წლიდან ამონაგები 1984 წელს 11% 1994 წელს კი 5% იყო, ავსტრიაში 1981 წლიდან 1993 წლამდე 12%- დან 7 %-მდე დაეცა (Psacharopoulos & Partinos, 2004), მაგრამ ჩეხეთში იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3%-დან 9%-მდე გაიზარდა. აშშ-ში, მიუხედავად მოსახლეობის განათლების დონის ზრდისა, იმატებს განათლებიდან ამონაგებიც. 1976 წელს განათლების დამატებითი წლიდან ამონაგები 7.5% იყო, 1995 წელს კი – 10%-მდე გაიზარდა (Psacharopoulos, 2000).
სასკოლო წლების მიხედვით განათლებისა და ეკონომიკური ზრდის გაზომვას უამარვი ხარვეზი ჰქონდა, განათლების ეკონომიკური ეფექტის კვლევის საყრდენი მეცნიერული თეორიები აჩვენებს, რომ განათლების ეკონომიკური სარგებლის სრულფასოვანი ანალიზი შეუძლებელია სხვადასხვა სოციალური ფაქტორებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე- წარმოუდგენელია განაში და ფინეთში სკოლის მოსწავლეებმა ერთი და იგივე ხარისხის ცოდნა მიიღონ მიუხედვად იმისა, რომ სასკოლო წლების რაოდენება თანაბარი იქნება. გარდა ამისა, ინდივიდის განათლება მხოლოდ სკოლებს არ უკავშირდება, აქ სხვა ფაქტორების შემოდის, მაგალითად, მშობელთა სატატუსი, სოციალური წრე, კულტურა. ამ ფაქტორების უგულებელყოფა ნიშნავდა, რომ კვლევებიდან გამომდინარე დასკვნები არ იყო ვალიდური.
განათლების ეკონმიკური ეფექტის გასაზომად მეცნიერემა დაიწყეს ახალი მეთოდებსა და ინსტრუმენტების ძიება და სტანფორდის უნივერსტეტის პროფესორემბა (ჰანუშეკი და უოსემანი ) შემოიღეს ახალი მეთოდი ეს იყო განათლების ხარისხის შედარება ეკონომკურ ზრდასთან, ქვეყნების მიხედვით. განათლების ხარისხის გასაზომად გამოიყენეს TIMS -ის და PISA-ს ტესტები, მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა განათლების ხარისხის უნივერსალური საზომის შექმნა, ამან მეცნიერებს საშუალება მისცა მოეხდინათ დაკვირვება ქვეყნებზე, მათ აღმოაჩინეს ძალიან საინტერესო კორელაცია განათლების ხარისხსა და ეკონომიკურ პროგრესს შორის. მათმა დაკვირვებამ დააგდგინა, რომ მაღალი ტესტის შედეგები ნიშნავდა ეკონომიკური ზრდის შესაბამის გამოხატულებას მშპ-ს პროცენტებში. შემდგომაა კველვებმაც ეს მიგნება დაადასტურა.
თანამედროვე მიგნებები, ისევ ჰანუშეკს და უოსემანს ეკუთვნის მათ უფრო დიდი პერიოდი გაანალიზეს (1960-2000 წლები) 50 ქვეყენა შეადარეს ერთმანეთს მკველავერებმა უფრო ზუსტად შეძლეს დაენახათ კორელაცია განათლების დონის ზრდასა და ეკონომიკურს ზრდას შორის ამ შემთხევაში გარე ფარქტოების ან სხვა ცვალედების მინიმიზაცია მოახდინეს.
მოკლედ, ეს არის ის რასაც გვეუბნება საერთაშორისო ცოდნა განათლების კავშირზე ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასთან.
მოამზდა მუხრან გულიაშვილმა
გამოყენებული რესურსები:
1.http://hanushek.stanford.edu/sites/default/files/publications/Hanushek%
2BWoessmann%202010%20IntEncEduc%202.pdfhttp://scholar.harvard.edu/files/aghion/files/causal_impact_of_education.pdf
3.http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/1987/1/Return%20to%20tertiary%20education.pdf