სწავლა, როგორც შინაგანი ასევე გარეგანი მოტივაციით იმართება.მაგალითად,იყო ერთი გერმანელი პიროვნება(სახელი დამავიწყდა),რომელსაც სწავლა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ისწავლა ენები, მათ შორის არაბული ენაც, რამდენიმე მეცნიერება, მაგრამ მისი ცოდნა არავის, არაფერშიvარ დახმარებია.vმისი ცოდნა არც ფულს უდრიდა და არც საზოგადოებრივ სიმდიდრეს.უფრო სკივრში ჩაკეტილ განძს გავდა, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება და შემდეგ ბუნების ძალით საერთოდ ქრება. თუმცა ისაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთი ბედნიერი და თვითკმაყოფილი ადამიანის არსებობა ძალიან ცუდი არც უნდა იყოს, თუნდაც ამგვარი ქცევა პათოლოგიად ჩაითვალოს.
გარეგანი მოტივციები ,როგორიცაა სტიპენდია, პრესტიჟული სამსახური, ხალხისგან დაფასებ-შექება, ასევე მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში, მოტივაციის შენარჩუნებისა და ახალი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
ვფიქრობ, საინტერესოა თუ რატომ ვირჩევთ ამა თუ იმ პროფესიას.ზოგისთვის, ალბათ შინაგანი მოტივიც უგულველყოფილია, გარეგანის სიძლიერით და მაღალი ხელფასის მოლოდინი უფრო მიმზიდველია, ვიდრე მისთვის უფრო საინტერესო სფეროში მოღვაწეობა. მაგალითად, რატომ ვირჩევთ სპეციალობად დაწყებითების განათლებას?
1.გვიყვარს ბავშვები,მათთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ პროფესიაში რეალიზებისთვის.
2.პროფესიის დაუფლება გვეჩვენება მარტივი, რადგან სკოლის მასალა თითქოს უნდა გაიმეორო და ამ ცოდნას იქვე დიდაქტიკური და ფსიქოლოგიური დეტალებიც უნდა დაამატო და ეგ არის. ლექციების შემდეგ დროს როგორც გინდა გამოიყენებ და შესაძლოა სტიპენდიაც მოიპოვო.
3.სამსახური ბაკალავრის ხარისხითც შეგიძლია მოიპოვო და გექნება ზამთრისა და ზაფხულის დიდი არდადეგები, ამავე დროს სწავლის პერიოდში მაქსიმუმ 2 საათის შემდეგ სახლში ხარ და რასაც გინდა გააკეთებ.
4.მასწავლებლის პროფესია პრესტიჟულია და რაიონებში მასწავლებელი დიდად დაფასებული და ღვაწლმოსილ პიროვნებად აღიქმება, განსაკუთრებით ასაკოვნებისთვის.(მახსენდება უახლოესი შემთხვევა, ავტობუსით მგზავრობის დროს ,მძღოლი, რომელიც დაძრული ავტობუსის კარებს არაფრისდიდებით არავის უღებდა ხოლმე მასწავლებელს გაუღო კარები, შემდეგი სიტყვებით ,, მასწავლებელია, დაველოდოთ ცოტა ხანს ,ამოვიდეს’’. ჩემს გვერდით მჯდომ პატარა გოგონას ალბათ მოუნდებოდა მასწავლებელი გახდეს,რომ გაიზრდება.)
5.ასწავლო ეს ნიშნავს ისწავლო უფრო მეტად, ამ პროცესის დროს. განვითარდე, აღმოაჩინო ახალი რამ.ზოგჯერ გამოიფიტო სწავლებისას,ზოგჯერ კი აღივსო ცოდნისა და შედეგის დანახვის ძალით.ვითარდებოდე ყოველ ახალ თობასთან ერთად და განვითრებას მისდევდე კუდში,ახალ დაბრკოლებებთან ერთად.
6.გსურს გაატარო შენი პოლიტიკა და ძალაუფლება, მცირე და ადვილად სამართავ ჯგუფზე, ბავშვებზე.გხიბლავს ის აზრი, რომ შენ უყალიბებ მათ ღირებულებებს,რწმენებსა და წარმოდგენებს.
7. … დარწმმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მრავალფეროვანი მიზეზი არსებობს, თუ რატომ ვირჩევთ ამ პროფესიას.საინტერესო იქნებოდა სხვას რა აზრი აქვს,თუ რატომ აირჩია ეს პროფესია და ისაც საინტერესოა, რომელი ნომერი იქნებოდა ბევრისთვის შესაფერისი
მარი მჭედლიძე
სასკოლო კვლევების ცენტრი