ხშირად, ბავშვი,რომელიც უკვე გამართულად მეტყველებს, უკვე იცის, რომ გაიზრდება ვიღაც უნდა გამოვიდეს და ამაყადაც ამბობს ხოლმე ამის შესახებ,მაგალითად უნდა გამოვიდეს მეხანძრე,ექიმი,მუშა და სხვა.არჩევანი წლებთან ერთად ხშირად იცვლება და ექვემდებარება სხვადასხვა მიზეზებს,ზოგჯერ მიზეზი სიხვისი ამბიციაა ან სულაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.ალბათ არც ერთადერთი და არც უკავასკნელი ვარ როცა ვისმენ: ,,დედაჩემის სურვილის გამო იურიდიულზე ჩავაბარე,მაგრამ სამწუხაროდ,ახალა ტაქსის მძღოლი ვარ’’ , ,,სამხატვრო აკადემიაში არ ჩავაბარე,რადგან მითხრეს ფულს ვერ ვიშოვიდი’’.რა თქმა უნდა,გარკვეულწილად ამაში თავად პიროვნებაცაა დამნაშავე,პასუხისმგებლობის თავიდან არიდების გამო,საკუთრი სურვილისთვის რომ არ იბრძვის და სხვას მიანდობს უტყუარი,ჭეშმარიტი არჩევანის გაკეთებას.
მისთვის დაქალის რჩევით ნაყიდი ცისფერი კაბა ისეთივე სასურველი აღარაა,როცა მისი შეყვარებული ნაკლებად აღფრთოვანებული დარჩება და არც ისე მოეწონება.პირველი ემოცია რაც იქნება ეს არის სიბრაზე, დაქალის მიმართ და სინანული, მცდარი არჩევანისთვის.იურისტისთვის ტაქსის მძღოლობასაც თვისებური ხიბლი აქვს და სხვისი გემოვნებით ნაყიდ კაბასაც,ვინ ეძებს იპოვის კიდეც.
,,ის ურჩევნია მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა’’.
ხშირად ვიმეორებთ ფრაზას ,,ბავშვი სუფთა დაფაა’’მწერლები და მხატვრები ჩვენ ვართ,მათი ამღზრდელები.ამ ფრაზაში ტრაგედიაცაა.ხშირად ვუსვამთ ბავშვებს კითხვებს, რომელთაც ჩვენვე ვცემთ პასუხებს.აი მაშინ როცა მოსწავლემ დაიწყო სიტყვების თქმა აღმზრდელი აგრძელებს და დაასრულებს ,,ჭეშმარიტი’’ პასუხით.ალბათ,მასწავლებლების უმეტესობა ბედნიერია,როცა მისნაირად მოსაუბრე მოსწავლეს უსმენს,გული სიამაყით ევსება.ეს არაჩვეულებრივია,მაგრამ ამაშიცტრაგედიაა. როგორ,როდის,სად უნდა ვისწავლოთ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება? როგორ უნდა ჯობდეს შვილი მამას თუ შვილი მხოლოდ მამის ნათქვამს გაიმეორებს?
ხშირად მასწავლებლები თავს იმართლებენ,რომ ისინი შეუცდომელები არ არიან და ვერც იქნებიან.მგონია,ასეთი თავის დაზღვევა მათი საგნის კომპეტენტურობაში სრულიად ზედმეტია.მასწავლებელმა ხშირად უნდა დაუშვას შეცდომა განზრახულად თუ განუზრახელადაც,მაგრამ ამავე დროს,მისი მოსწავლეები შეცდომებზე მონადირეები უფრო უნდა იყვნენ და არა პასიური მსმენელები, მასწავლებლის ცოდნით ,,გასხივოსნებულები’’.
საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსწავლე(ქრისტიანი),რომელიც საქართველოს სკოლაში აგრძელებდა სწავლას,,,შუშანიკის წამების’’ კლასში განხილვის დროს გამოთქვა აზრი შუშანიკის პიროვნების შესახებ,რომ მას დიდად არ მოსწონდამასწავლებელს გაუკვირდა და მის პასუხს ყურადღბაც არ მიაქცია.
როგორ უნდა დაიბადაოს ახალი იდეა, ახალი ფიქრი თუ განსხვავებული აზრისადმი მტრული დამოკიდებულება სუფევს?როგორ უნდა ჩამოაყალიბოს პიროვნებამ საკუთარი სამყარო, როცა მხოლოდ სხვების ერთფეროვან სტანდარტს ვუდებთ ცხვირ წინ?
,,ნებისმიერი სასიკეთო ცვლილების საფუძველი აღმზრდელთა ახლებურ განათლებაში უნდა ვეძებოთ’’.
მარი მჭედლიძე
სასკოლო კვლევების ცენტრი