პასი სალბერგი მოკლედ რომ წარვადგინო, გახლავთ ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ფინეთის სასკოლო განთლების სისტემის წარმატებაში, მასზე ხუმრობით ამბობენ, რომ დედამიწაზე მოვლენილია იმისთვის, რომ უშველოს სკოლებს.
ამ ბლოგში წარმოგიდგენთ 2012 წელს მის გამოსვლას TED -ზე, ნიუ იორკში
„ ამ გამოსვლაში მოგითხრობთ იმ ვირუსის შესახებ, რომრლიც აინფიცირებს და აავადებს სასკოლო სისტემებს მსოფლიოს მასშტაბით,
10 წლის წინ ფინეთი დასახელდა ყველაზე წარმატებულ განათლების სისტემის მქონე ქვეყნად და ეს იმ დროს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენ არ გვაქვს შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული სასკოლო სისტემა, ელიტარული კერძო სკოლებით და სტანდარტული ტეტსტებით. ჩვენ გვაქვს საჯარო სკოლები, რომლებიც თანაბარი ხარისხის განათლებას და პირობებს სთავაზობს ყველა მოსწავლეს. მასწავლებელთა პროფესიონალიზმს ყველაფერზე წინ ვაყენებთ. ჩამოვთვლი 3 მთავარ ფაქტორს, რამაც ფინეთის წარმატება განაპირობა:
- პირველი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის გახსნილები ვიყავით გვესწავლა სხვა ქვეყნების გამოცდილებისგან, მართლაც ბევრი გავიზიარეთ ამერიკული განათლების სისტემისგან, კვლევითი ინსიტუტებისა და პრქტიკოსებისგან, ასე რომ გახსნილობა იყო ერთ -ერთი ფაქტორი.
- მეორე ფატორი: არასდროს გვინდოდა ვყოფილიყავით ნომერი პირველი, ეს არ ყოფილა მიზანი. მთავრი პრინციპი, იყო რომ გვქონოდა კარგი სკოლები ყველა მოსწავლისთვის.
- მესემე: მასწავლებლების საკითხს ძალზედ სერიოზულად მივუდექით, ამიტომაც ყველა მათგანს მოეთხოვება მაგისტრის ხარისხი, ასევე სახელმწიფო აფასებს პედაგოგებს, აძლევს მათ ავტონომიას და კარგ ხელფასს.
როცა ვმოგზაურობ ვხედავ, რომ ბევრ ქვეყანას, ვისაც ასევე სურს რომ ჰქონედეს წარმატებული სისტემა ჩვენგან განსხვავებული მიდგომები აქვთ არჩეული. სხვადასხვა ქვეყნების შედარბით დავასკვენი, რომ განათლების სისტემები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს, ამიტომ რეფრომებიც ძალიან მსგავსია. მე ამ პროცესს დავარქვი განათლების რეფრომეის გლობალური მოძრაობა GERM. ეს ვისრუსია გავცელებეული დღეს, ის მოგზაურობს განათლების მინისტრებთან, კონსულტანტებთან და პოლიტიკის დამგეგმავებთან სხვადასხვა ქვეყნებში, აავადებს სასკოლო სისტემებს, უბიძგებს მასწავლებლებს დატოვონ სამსახური და ახდენს მოსწავლეთა დემოტივაციას.
ვირუსის გამომწვევი ერთ – ერთი მიზეზი არის სისწრაფე რეფორმების დროს. რასაც მოსდევს შეცდომები. ჩამოგითვლით ვირუსის სიმპრომს პირველი ეს არის შეჯიბრებითობა, იდეა რომ განათლების სისტემას გავაუმჯობესებთ, თუ სკოლებსა და მასწავლებლეს შორის შეჯიბრებითობას წავახალისებთ, მე ამ სიტუაცის ასე აღვწერდი: „ ორი მეგობარი ტყეში წავიდა სალაშქროდ, უცებ წააწყდნენ აბრას, როემლიც იტყობინებოდა ტერიტორიაზე გარეული დათვების შესახებ, ერთ -ერთმა ფეხებზე სარბენი ფეხსაცმელი ამოიცვა, მეორემ ჰკთხა- რად გინდა ეს ფეხსაცმელები ჩვენ დათვს მაინც ვერ გავასწრებთ- პირველმა უპასუხა-დათვს ვერ გავასწრებთ, მაგრამ მე შენზე სწარფად მაინც ვირბენო „ ეს არის როგორც იმარეთება შეჯბრებითობის პირობებში სკოლები.
მეორე სიმპტომი ვირუსის არის მომეტებული ვალდებულებების დაკისრება მასწავლებლებისთვის და სკოლებისთვის მოსწავლეთა შედეგების გამო, ჩვენ ფინეთში ამ საკითხს ასე ვუყურებთ: ანგარიშ ვალდებულების სისტემის აუცილებლობა ჩნდება, მაშინ, როცა არ არსებობს პასუხისმგებლიანობა, ამიტომ მეტად ვსაუბრობთ პასუხსიმგებლოიანობაზე ვიდრე ანგარიშვალდებულებაზე.
მესამე სიმპტომი ეს არის სტანდარტები, სტანდატრული ტესტები, გამოცდები, რაც იწვევს იმას რომ მასწავლებელებისა და მოსწავლეების საქმიანობის მთავრი მიზანი ხდება ტესტებისთვის მომზადება და სტანდარტების შესრულება.
რა უნდა გვაკეთოთ, რომ განვიკუნოთ ამ ვირუსისგნან ? პირველი ეს არის რომ თავიდან გავიაზაროთ ადამინაური ტალანტი: სკოლის მთავრ ფუნქციად, ნომერ პირველ პრიორიტედ უნდა ვაქციოთ ყველა მოსწავლეში ბუნებრივი ნიჭის აღმოჩენა. სტანდარტები სწორედ ამას ეწინააღმდეგება.
თავიდან უნდა გავიაზროთ დროს ფაქტორი: ფინეთში პედაგოგები გაცილებით ნაკლებად არიან დატვრთულნი: სწავლების დრო გაცილებით ნაკლები აქვთ ვიდრე სხვა ქვეყნებში, დარჩენილ დროს ისინი იყენებენ თვითგანვითერებისთვის, მშობებთან ურთიერთობისთვის და ასე შემდეგ. შეუძლებელია მასწავლებელმა კარგად ასწავლოს, თუ მისი დრო მთლიანად სწავლებას მიაქვს.
ასვე უნდა გავიზაროთ ტექნოლოგიების სწორად გამოყენების როლი განათლებაში.
თარგამანი: სასკოლო კვლევების ცენტრი