კანტის აზრით, განათლებას გარდა ადამიანის კოგნიტური განვითარებისა აქვს ფუნქცია, განავითაროს მასში მორალი. მისი აზრით, ხასიათის ჩამოყალიბება და მორალის განვითარება არის განათლების უმთავრესი პრიორიტეტი. “მორალი არის ზრდასრული ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, ამიტომ განათლებამ უნდა იზრუნოს, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მორალი”. კანტს აქვს პესიმისტური ხედვა ადამიანის ბუნებრივი მდგომარების მიმართ. მისი აზრით, ადამიანი ადავილად ექცევა ცუდი გავლენების ქვეშ და მასზე დომინირებს ცოდვა- სისუტე, ამიტომ სწორედ განათლების პროცესმა უნდა ჩამოუყალბის სწორი ხედვა და ხასიათი. “თუ ჩვენ გვსურს, რომ ბავშვებს ჩამოვუყალობით ხასიათი და განუვითაროთ მორალი ამისთვის მნიშვნელოვანია დავუწესოთ მათ გარკვეული ჩარჩო და წესები ყველაფერში, რომელსაც ისინი მკაცრად უნდა დამორჩილდნენ ” : მაგალითად, მათ უნდა ჰქონდეთ მკაცრად განსაზღვრული დრო, ძილისთვის , თამაშისთვის, მეცადინეობისთვის, ეს დრო არც უნდა შემცირდეს და არც უნდა გახანგრძლივდეს. როგორც ხედავთ, აქ ყველაფერი მოქცეულია ჩარჩოში და გეგმაში, ამ წესებს უნდა აწესებდეს მშობელი, მასწავლებელი ან სხვა ავტორიტეტი. კანტის აზრით, ეს აუცილებელია, რადგან მოსწავლეები ბუნებით არიან უდისციპლინოები, ქაოტურები, ამიტომ ის ამართლებს ზემოდან ქვემოთ მიმართულ, ავტორიტარულ დამოკიდებულებას ბავშვებთან. „ მორჩილება არის ყველაზე მეტად საჭირო თვისება ბავშვის ხასიათში“ განათლებამ ბავშვები უნდა გახადოს მორჩილები. კანტს მოჰყავს მაგალითი ბიბლიიდან იმის დასადასტურებად, რომ ადამინის პირველივე ცოდვა იყო თვითნებობა. “ადამიანი ბუნებით არის თავნება და დაუმორჩილებელი, რაც იწვევს ცოდვებს ამიტომ უმთავრესი, რაც განათლებით უნდა ჩავდოთ ბავშვებში არის მორჩილება”
კიდევ ერთი საინტერესო თემა, რასაც კანტი ეხება განათლებაზე საუბრისას არის, რომ განმანათლებლების ერთი ნაწილი, მათ შორის, ჯონ ლოკი ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ ბავშვის შინაგანი მისწარფარებები, მოვაწყოთ გარემო ისე, რომ მათ თვითონ გამოვლინონ მოტივაცია და ინტერესი რაიმეს მიმართ, როცა გამოავლენენ ინტერესს შემდეგ ხელი შევუწყოთ მათ. კანტი ამ ხედვას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ეს არ არის ის რისგანაცად განათლების პოროცესი უნდა შედგებოდეს: ის ამბობს, რომ ზოგჯერ ასეთი მიდგომა სწორია, მაგრამ შინაგანი მისწარაფებების გარდა კიდევ არის ბევრი ისეთი რამ, რაც მოსწავლეებს განათლებამ უნდა ასწავლოს – ეს არის მოვალაობა. მაგალითად ზრდასრულობის დროს ისინი მოვალენი იქნებიან გადაიხადონ გადასახედები, იმუშავონ, აკეთონ ბევრი ისეთი რამ, რაც არ არის მათი მისწარაფება, არამედ არის მოვალეობა. რეალურ ცხოვრებაში არ არის დიდი დრო იმისთვის რომ აკეთო, ის რაც გსურს, ცხოვრება არის ვალდებულებები და მოვალეობა, პასუხისმგებლობა, ამიტომ ბავშვებმა ეს, რაც შეიძლება მალევე უნდა გააცნობიერონ და შეითვიონ. კანტის აზრით, უფროსებს უნდა ჰქონდეთ დაწესებული შესაბამისი სასჯელი მათთვის ვინც არღვევს წესებს.
მიუხედავად ასეთი მოსაზრებებსისა კანტი მთლად პესიმისტირად არ არის განწყობილი ადამინის ბუნების მიმართ, ამიტომ ის ამბობს : “ბავშვები ზოგჯერ უნდა გათავსუფლდნენ სკოლის შეზღუდული წესებისაგან, სხვა შემთხევაში მათი ბუნებრივი მხიარეულება გაქრება”. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ეს უნდა მოხდეს სკოლოს გარეთ, ანუ ბუნებრივ მხიარულებას უნდა მიეცნენ სკოლის გარეთ. სკოლა ეს სერიოზული საქმეა ეს არის დისციპლინის, მორჩილების ფოკუსირების, მოვალეობების ადგილი. თუმცა არ არის მისაღები, რომ დავანგრიოთ მოსწავლეთა ბუნებრივი მხიარულება და ხალისი, ამისტომ უნდა გვქონდეს შესვენება, სკოლის შემდეგ აქტივობები.
თარგმანი: მუხრან გულიაშვილი
სასკოლო კვლევების ცენტრი