პედაგოგები, მშობლები, ბლოგერები, მკვლევარები ხშირად საუბრობენ ფაქტორებზე, რომლებიც მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას გაზრდას უწყობს ხელს. ამ საკითხზე ბევრი იწერება და კვლევებიც მრავალად არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ პოპულარული თემაა თითქმის ყველა დონეზე განათლების სფეროში.
იქიდან გამომდინარე, რომ შინაგანი მოტივაცია მაინც ინდივიდუალური ფენომენია და მისი გაჩენა გარედან ჩარევას ნაკლებად ექვემდებარება, ჩვენი ცენტრი დაინტერესდა იმ ფაქტორებით, რომლებიც შესაძლოა მიზეზი გახდეს მოსწავლეებში არსებული შინაგანი მოტივაციის გაქრობის, დემოტივაციის.
მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტორების გამოვლენა და ცოდნა დაეხმარებათ პედაგოგებს, სკოლის ხელმძღვანელებს, მშობლებს, პოლიტიკის დამგეგმავებს იმაში, რომ მათ სწორად წარმართონ საკუთარი საქმიანობა და ხელი შეუწყონ მოსწავლეებში შინაგანი ინტერესების განვითარებას.
როგორ მოხდა ფაქტორების გამოვლენა?
2014 წლის ნოემბერში ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგდა, დისკუსია თემაზე: „ფაქტორები, რომლებიც მოსწაველეებში სწავლის დემოტივაციას განაპირობებს“, დიკუსიაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები და ცენტრის მკვლევერები. შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები შეიკრიბა, გაანალიზდა და შეჯერდა.
გთავზობთ ჩვენს მიერ გამოვლენილ ფატორებს რომლებმას შესაძლოა მოსწავლეებში სწავლის დემოტივაცია განაპირობოს:
- სასკოლო გარემო
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც მოსწავლეებში შესაძლებელია სწავლის დემოტივაცია განაპირობოს ეს არის სასკოლო გარემო. იგულისხმება ის რომ სკოლაში უნდა იყოს სწავლისთვის შესაფერისი პირობები. მაგალითისთვის დისკუსიის მონაწილეებმა გაიხსენეს ის დრო, როცა სკოლები არ თბებოდა. ეს მათ მიერ დასახელდა დიდ დემოტივატორად. გარემოში ასევე იგულისხმება სკოლის უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემო, ეს გულისხმობს იმას რომ თუ სკოლაში გავრცელებულია ქუჩის მენტალიტეტი ბევრი მოსწავლისთვისთვის ის გახდება დემოტივაციის ფატორი. გარემო ფატორებს შორის დასახლედა კლაში მოსწავლეთა რაოდენობა: როცა კლასი ბევრი მოსწავლეა ხშირად ვერ ხდება ყველა მოსწავლეს თანაბრად ჩართვა საგაკვეთილო პროცეში, რაც იწვევს ყურადღებამოკლებულ მოსწავლეებში დემოტივაციას.
- პედაგოგი და სასწავლო რესურსები
დემოტივაციის ფაქტორი ასევე შესაძლოა გახდეს პედაგოგი: კერძოდ, როგორც შეხვედრაზე ითქვა არაპროფესიონალ პედაგოგს მოსწავლეები არასერიოუზულად აღიქვამენ და ეს მოსწავლეებისთვის ვისაც აინტერსებს საგანი არის დემოტივაციის და სწავლის მიმართ შინგაგანი ინტერესეს გაქრობის ფაქტორი. ასევა ამ კონტექსტში დემოტივაციის ფაქტორად დასახელდა პედაგოგის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ: მაგალითად თუ პედაგოგი კლასში გამოყოფს რომელიმე მოსწვლეს ამ მოსწავლეთა ჯგუფს უპირატესობას ანიჭებს მათ, მუდმივად ეკითხება გაკვეთილს, ეს სხვა მოსწავლეებისთვის ხდება დემოტივაციის ფატორი. ასევე ფაქტორად დასახელებულ იქნა სწავლების ერთფეროვანი მეთოდების გამოყენება პედაგოგების მხრიდან. არაობიექტურად მოსწავლის შეფასება ასევეე წარმოადგენს დემოტივაციის ფატორს.
სასწავლო რესურსში იგულისმება, ის რომ როგორც ითქვა მაგალითად მოსწავლეს შესაძლოა ქიმია აინტერსებდეს და სურდეს კიდევაც ცდების ჩატარება, მაგრამ იმის გამო რომ სკოლაში შესაძლოა ამისთვის საჭირო ინვენტარი არ არსებობედეს ეს ეს ხდება მოსწავლითვის დემოტივაციის ფატორი.
- ნეპოტიზმი
ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების ერთ -ერთ მთავარი მიზანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაა. კიდევ ერთი ფაქტორი რას იწვევს ახალგაზრდებში დემოტივაციას ეს არის ნეპოტიზმი, როგორც სკოლის დონეზე ასვე ქვეყნის დონეზე, როცა მოსწავლეები ხედავენ რომ სწავლა არ არის დაფასებული მათ უჩნდებათ კითხვა რა საჭიროა სწავლა, თუ მაინც კარიერული წარმატება დამოკიდებულია ნაცნობობაზე. ეს ფატორი იწვევს მოსწავლეებში გარკვეულ ნიჰილიზს.
სასკოლო კველევების ცენტრი