დღეს აქტუალურია უცხო ენების სწავლა ( რაც სასიხარულო და მისასალმებელია) და ხშირად ისმევა კითხვა თუ რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მათი შესწავლა. ამ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა შეუძლებელია. საკითხზე თუ რომელი ასაკია ყველაზე ოპტიმალური უცხო ენების ასათვისებლად: ლოგოპედების, ფსიქოლოგებისა და პედაგოგების აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. და კვლავ კვლევის პროცესშია. არსებობს ენის შეთვისების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება ფსიქოლოგიაში: გამოჩენილმა შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჟ.პიეჟემ თქვა: „ ახალდაბადებული ბავშვი ლინგვისტური თვალსაზრისით წარმოადგენს სუფთა დაფას, ბავშვს აქვს უნარი შეითვისოს ნებისმიერი ენა იმის მიხედვით თუ რომელ ენობრივ კოლექტივში იზრდება იგი“. შემდგომ ეს ჰიპოთეზა უარყო ამერიკელმა ფილოსოფოსმა ნოამ ჩომსკიმ და თქვა: „ახალდაბადებული ბავშვი ლინგვისტური თვალსაზრისით არ წარმოადგენს სუფთა დაფას, რადგან მას თან დაჰყვება გარკვეული გენეტიკური პროგრამა. ეს პროგრამა არის სწორედ ის მწტყველების ნიჭი, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს და ბავშვს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლოს მშობლიურ ენას. ამრიგად, მშობლიური ენის შესწავლა თანდაყოლილი პროგრამის მიხედვით ხდება. წინააღმდეგ სემთხვევაში ბავშვი ენას ვერ ისწავლიდა, ისევე როგორც ცხოველი“.
მაშ რა ვქნათ? კითხვაზე პასუხი გაუცემელი რჩება მიმდინარეობსაქტიური კვლევები ამ ერთი შეხედვით არც თუ ისე რთულ კითხვაზე. ხალხს კი პასუხის გაცემა ეჩქარებათ. და ჩემის მხრიდან მეც დავიწყე ძიება ამ კითხვის პასუხისა. ჩავატარე პატარა კვლევა და… აი აქაც პრობლემა, კომპეტენტური ადამიანების აზრი აქაც ორად გაიყო.ზოგიერთი ამ კითხვის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი უცხო ენის შესწავლას უკეთესია, ამაში კი დიდი წვლილი უნდა შეიტანოს მშობელმა და უბიძდოს ბავშვს უცხო ენის სწავლისკენ ადრეულ ასაკში, ეს ასაკი კი მათი აზრით არც მეტი არც ნაკლები 3 წელია. ამ დროს ბავშვის ტვინი ყველაზე მოქნილია და თამაშ-თამაშით ითვისებს სიახლეებს.მკვლევარების ნაწილი კი ამტკიცებს ბავსვს ახალი ენის შესწავლა უნდა დავაწყებინოთ მაშინ როცა უკვე ბოლომდე ათვისებული აქვს მშობლიური ენა, ეს ასაკი კი არის 5-6 წელი.
რა ვქნათ მაშინ თუ ბავშვი უკვე გასცდა ამ ასაკს? 10 წლის შემდეგ უცხო ენის შესწავლა უკვე რთულად 1მიმდინარეობს, ათვისებას უფრო ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ბავშვი უკვე აანალიზებს პასუხისმგებლობას და სირთულეს, ამის გამო საჭიროა მათ სწავლის პროცესს რბილად მივუდგეთ, არ დავაძალოთ სიტყვებისა და გაკვეთილების „დაზუთხვა“, ამის მაგივრად კი ვაყურებინოთ მათი ასაკისათვის შესაფერის უცხო ენოვან მხატვრულ ფილმებს, რათა ყური შეეჩვიოს აქცენტით საუბარს და სიტყვების გამორჩევას სრულ წინადადებაში.
როდის არ უნდა დავაძალოთ ადამიანს უცხო ენის შესწავლა? ამ საკითხში თანხმდებიან პროფესიონალი მკვლევარები, რომ უცხო ენის შესასწავლად ყველაზე არასასურველი პერიოდი არის პუბერტული ასაკი, 15-17 წელი. ამ ასაკში ადამიანის ტვინის ნახევარსფეროები ასრულებენ ლატერალიზაციას, რის შემდეგაც ადამიანებს უჭირთ შეითვისონ სრულყოფილი პრონანსი. ფსიქოლოგები ამბობენ: „ პუბერტული ასაკი, ეს არის პერიოდი როდესაც მოზარდის ტვინი ახარისხებს ფუნქციებს და უკუაგდებს ყოველგვარ ძალდატანებულად შესათვისებელ სიახლეებს“. მეტიც, ზრდასრული ადამიანი 15-17 წლის მოზარდებთან შედარებით უკეთ ითვისებს გრამატიკულ წესებს და ლექსიკონს.
რა ვქნათ მაშინ თუ აღარ ვართ პატარა გოგო-ბიჭები და უკვე ზრდასრულ ასაკში გვსურს ენების შესწავლა? ნუ შეგაშინებთ იმაზე ფიქრი, რომ უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ და ტვინის ნახევარსფეროები სრულადაა ჩამოყალიბებული და აღარაა პატარა ბავშვის გონებასავით პლასტიური. ცოტახნით თქვენც გადაინაცვლეთ ბავშვობაში და შეეცადეთ ენა ისწავლოთ ისვე თამაშ-თამაშით როგორც ბავშვები აკეთებენ ამას. გახსოვდეთ თუ მოინდომებთ ყველაფერი გამოვა და სწავლა არასდროს არაა გვიანი.
ნანა ხარაზიშვილი
სასკოლო კვლევების ცენტრი