rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • განათლება/
  • მასწავლებელთა მსოფლიო დღე

მასწავლებელთა მსოფლიო დღე

October 5, 2014 / muxran / განათლება

დღეს 5 ოქტომბერია და  დღეს მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანა მასწავლებელთა მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

უამრავ ქვეყანაში აღინიშნება ეს დღე,მთავარი მიზანი კი მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და  მადლობის გადახდაა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა მსოფლიო დღედ იუნესკომ გამოაცხადა 1994 წელს,რადგან 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია ,,მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“–ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.

ალბათ  ხშირად გსმენიათ ფრაზა: „ყველაზე დიდი ინვესტიცია მომავალ თაობაში უნდა ჩადოო’,რაც თავისთავად გულისხმობს,რომ მომავალი თაობის განათლება ქვეყნის უზრუნველყოფილი მომავლის ტოლფასია.

ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების გარეშე,რომლებიც  დროს და ენერგიას არ იშურებენ,რომ თავიანთი ცოდნა ახალგაზრდებს უწილადონ.

საქართველოს რეალობიდან გამომდინარე კი მასწავლებლობა ყველაზე არასასურველი პროფესიაა,რადგან რეალურად სწორედ განათლება გახლავთ ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო საქართველოში.

ხშირად ვსაუბრობთ თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი მასწავლებელი,რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ თუ როგორი მომავალი თაობა გვეყოლება,თუმცა ამასთან ერთად მუდამ უნდა გვახსოვდეს მასწავლებელთა სურვილები და საჭიროებები,რაც სახელმწიფოს მთავარი პოლიტიკა უნდა იყოს.

ჩვენი ცენტრის სახელით,მადლობას გიხდით თითოეულ მასწავლებელს იმისათვის,რომ ზრუნავთ მომავალ თაობაზე,მიუხედავად იმისა გიფასდებათ ეს შესაბამისად თუ არა !

სალომე აფციაური

სასკოლო კვლევების ცენტრი

მასწავლებელთა მსოფლიო დღე, სალომე აფციაური

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE