დღესდღეობით ბავშვებისთვის სოციალური მედია არის ის ადგილი,სადაც ისინი ცხოვრობენ. ერთ–ერთი გადამწყვეტი გზა კი იმისათვის,რომ მოაწყუროთ მათ სწავლა არის ის,რომ შეხვდეთ იქ,სადაც ისინი ცხოვრობენ,რაც ნიშნავს იმას,რომ იპოვოთ ისეთი მედია საიტი,რომელიც მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ,ისე როგორც საკლასო ოთახში. სოციალური მედია ორგანულად ერწყმის ისეთ საგნებს,როგორიცაა სოციალური მეცნიერებები და ენების ხელოვნება და ამიტომაც ნებისმიერმა მასწავლებელმა,რომელიც კარგად არის გარკვეული ტექნოლოგიებში იცის,რომ თანამშრომლობა ნებისმიერი ტიპის საკლასო ოთახშია შესაძლებელი.
ყველა სოციალური მედია საიტი არ არის ერთნაირი შესაძლებლობის მქონე და ყველა ვერ შეძლებს მოანდომოს თქვენს მოსწავლეებს უარი თქვან ისეთ სოციალურ ქსელებზე,როგორიცაა ფეისბუქი .
9 საუკუთესო სოციალური მედია საიტი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის
- http://www.twiducate.com/მას მეორენაირად „კედლიან ბაღს“ უწოდებენ,რადგან ეს საიტი არის მიჩნეული მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანამშრომლობისათვის ყველაზე უსაფრთხო ადგილად. ეს არის ადვილად ხელმისაწვდომი და აძლევს მასწავლებელს შესაძლებლობას,რომ შექმნან ე.წ. საკლასო საზოგადოება,რომელიც ელ.ფოსტის ნაცვლად საკლასო კოდს გამოიყენებს. ეს ასევე აძლევს მასწავლებელს შესაძლებლობას,რომ აკონტროლოს თუ ვინ არის ამ საზოგადოების წევრი და რა იქნა დაპოსტილი. რაც მთავარია,ეს არის სრულიად უფასო !
- http://tweentribune.com/გსურთ ისეთი საიტის პოვნა,რომელიც ბავშვს მიმდინარე მოვლენებზე მიაპრობინებს ყურადღებას? TweenTribune არის შესაძლებლობა,რომ მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ინფორმაციას კი გაწვდით ისტჰემპტონის სტუდენტი,რომელსაც ენა მიეყინა რკინის ბოძზე იმისათვის,რომ ეთხოვა ნიუ ჯერსის მართველ ,ქრის კრისტისთვის,რომ გაეხანგრძლივებინა სასწავლო წელი. ეს არამხოლოდ ახალ ამბებს აცნობს მოსწავლეებს,არამედ აძლევს საშუალებას განიხილონ თითოეული მოვლენა. სამწუხაროდ მას აქვს რეკლამებიც (თუმცა,რომელ საინფორმაცია გამოშვებას არ აქვს).
- http://uki.blackboard.com/ეს საიტი არის ონლაინ მედია საშუალებების ნამდვილი ლიდერი,რომელიც განათლებისთვის შექმნილა. ეს არ არის ის,რომ მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებით დაამკვიდროთ და მოარგოთ სწავლებას. ამ გადაწყვეტილებას,როგორც წესი,იღებს ადგილობრივი მთავრობა,თუმცა ხშირად ცალკეული სკოლებიც იყენებენ ამ პროგრამას. ეს გახლავთ ძლიერი,უსაფრთხო და ყოვლისმომცველი პლატფორმა. ალბათ ბევრი ახალგაზრდა მასწავლებლისთვის უკვე ნაცნობია ეს პროგრამა სასწავლო ტრენინგებიდან. თუმცა უარყოფითი მხარეც აქვს და ეს ფასია. თუმცა მიუხედავად იმისა,რომ მისი გამოყენება ძალიან ძვირია,თქვენ იხდით იმ ხარისხისთვის,რომელსაც ეს პროგრამა გთავაზობთ.
- http://www.edu20.orgეს არის კურსის მართვის სისტემა მასწავლებლებისთვის,ისეთივე როგორც blackboard–ი,თუმცა გადასახადის გარეშე.Edu2.0გთავაზობთ ყველა პრემიუმ მომსახურებას საცდელ ეტაპზე. საცდელი ეტაპის დასრულების შემდეგ პრემიუმ მომსახურება ირთვება,თუმცა თქვენ ისევ გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ საბაზისო პლატფორმა უფასოდ. საშუალო მომხმარებლისთვის ეს სრულიად საკმარისი იქნება,თუმცა ვისაც მეტი სურს მისთვის უბრალოდ საკმარისი.
- https://www.edmodo.com/ეს არის შესანიშნავი კურსის სახელმძღვანელო სისტემა,რომელიც მოიცავს სიახლეთა არხს,შეფასების კრიტერიუმებს,საკომუნიკაციო საშუალებებს და უსაფრთხოების გაძლიერებულ პარამეტრებს.
- http://www.skype.com/ძალიან ბევრი მასწავლებელი არ აქცევს ყურადღებას სკაიპის პოტენციას თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ის სასწავლო პროცესში. ეს არის საიტი,რომელმაც ფაქტიურად შეიძლება მთელი გარეშე სამყარო კლასში „მოგიტანოთ“. შენ შეგიძლია მოიწვიო ავტორები,ეწვიო სამეცნიერო ლაბორატორიებს ან ესაუბრო უცხოელ მეგობარს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
- http://minecraftedu.com/MinecraftEdu–ს საიდუმლო იმაში მდგომარეობს,რომ შეგიძლიათ ვიდეო თამაშების საშუალებით ბავშვი სწავლაში ჩაერთოს. ეს თამაში აძლევს ბავშვს საშუალებას ითანამშრომლოს,აღმოაჩინოს და გადაჭრას პრობლემები მათემატიკის,ისტორიის,ეკონომიკის და მეცნიერების სწავლების პროცესში.რაც მთავარია,მასწავლებლებს შეუძლიათ ეს თავისი ნებისამებრ მოარგონ სასწავლო გეგმას.
- http://www.sumdog.com/დაწყებითი კლასის ბავშვებს შეუყვარდებათ ეს საიტი. სოციალური კუთხით,ეს აძლევს შესაძლებლობას მათ დაიმატონ მეგობრები. ბავშვი მოხვდება სკოლიდან სახლში და შეძლებს თამაშს ონლაინ რეჟიმში. ამ თამაშს აქვს გასართობი დონეები,რომელიც უნდა გადალახოს ბავშვმა და ასევე ჰყავს საინტერესო გმირები.
- https://twitter.com/ტვიტერს ბევრი ნამდვილად არ იყენებს საკლასო ოთახში მუშაობის პროცესში,თუმცა გასათვალისწინებელია,რომ სასწავლო მიზნებისთვის ამ საიტის გამოყენება კარგ შედეგებს მოიტანს,რადგან მოსწავლეებს უყვართ სოციალური ქსელები. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ საერთო ე.წ. „ჯგუფურიტვიტი“,რომლის საშუალებითაც გააკონტროლებთ ვინ რას პოსტავს და რა თემაზე. რა თქმა უნდა,გასათვალისწინებელია,რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ საქმიანი ანგარიში,ამიტომ ეს მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
სოციალური მედია,როგორც მოსწავლის განვითარების გზა
ერთ–ერთი სარგებელი მედია საშუალებების გამოყენებისა სასწავლო პროცესში,გახლავთ ის,რომ მოსწავლე სწავლობს ღია კომუნიკაციას და აქვს გულწრფელი და კეთილი დამოკიდებულება თავისი თანატოლებისადმი. იმის აღქმა,რომ პირადი უსაფრთხოება დაცულია უფრო მეტად ბიჭებს ანიჭებს თავისუფლებას,რომლებიც სხვა მხრივ არასდროს ერთვებიან საკლასო დისკუსიებში და აქტივობებში. ამიტომ,ეს არის უნიკალური შესაძლებლობა,რომ გამოვავლინოთ მოსწავლეების მისწრაფებანი.
სანამ წარადგენთ რომელიმე საშუალებას დარწმუნდით,რომ კარგად აუხსენით წესები,რადგან არ იქნას რომელიმე სხვა მიზნით გამოყენებული.როგორც მოგეხსენებათ ზოგიერთი ბავშვისთვის ინტერნეტი არის ადგილი,სადაც არიან ბოლომდე თავისუფალნი და არ არსებობს არანაირი წესი. ამიტომ უნდა აუხსნათ,რომ აქ არსებობს წესები,რაც მათ სოციალურ ქსელებში მოქცევის ნორმას ჩამოუყალიბებს.
პ.ს
რა თქმა უნდა,ყოველივე ეს,უნდა იყოს დაკავშირებული სასწავლო პროცესთან.
სალომე აფციაური
სასკოლო კვლევების ცენტრი