rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • განათლება/
  • რა ფაქტორები აფერხებს რადიკალურ ცვლილებებს განათლებაში?

რა ფაქტორები აფერხებს რადიკალურ ცვლილებებს განათლებაში?

August 21, 2014 / muxran / განათლება

თუ  მათ რიცხვში  ხართ,  ვინც ფიქრობს, რომ სასკოლო  განათლების სისტემას სჭირდება არა რეფორმა არამედ თავიდან გამოგონება, რევოლუცია, არა ევოლუცია  და თვლით,  რომ საჭიროა რადიკალური  გარდაქმნა,  მაშინ  აუცილებლად  გაგიჩნედაბთ  კითხვა თუ რა ფაქტორები აფერხებს  ცვლილებებს ?

მოკლედ რომ ვთქვა რა იგულისხმება რადიკალურ გარდაქმნაში,  ან რა შედეგი გვინდა მივიღოთ? – დღეს მოსწავლე  მორგებულია სისტემაზე,    ცვლილება გულისხმობს სისტემას რომელიც მორგებულ  იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე.

I სრული კოლაფსის  შიში

პირველი ფაქტორი,  რაც  ჩემი დაკვრვებით,  ჩვენი სასკოლო სისტემის  რადიკალურ გარდაქმნას აფერხებს  არის სრული კოლაფსის შიში.   მაგალითად  მოვიყვან  გია დვალის სიტყვებს,  როცა ის განათლების რეფორმის კომისიას ხელმძღვანელობდა,  ერთ -ერთ სატელევიზიო ეთერში  მან  თქვა: „სისტემა არის  ავად,  ფრთხილად უნდა ვუმკურნალოდ, რომ  სულ არ დაგვეღუპოს“. თუ კარგად დავაკვირდებით  მსგავსი განწყობა  დომინირებს არა მარტო გადაწყვეტილების მიმღებებში,  არამედ მთლიანად საზოგადოებაში.  არადა თუ დავფიქრდებით სასკოლო განათლების საყოველთაოდ აღიარებულ მიზნებზე   და შემდეგ  დავსვამთ კითხვას, თუ რომელ მიზანს ასრულებს დღეს  ჩვენი განათლების სისტემა,  მივხდებით,  რომ ამაზე უარესი შეუძლებელია.

II მნიშვნელობის გააზრება

მეორე  ფაქტორი, რაც აფერხებს  გარდაქმნას ეს არის მთავრობის დონეზე  კარგი განათლების სისტემის ქონის მნიშვნელობის გააზრება, გაცნობიერება.  თავის დროზე,  როცა სინგაპურმა განათლების სისტემის  გარდაქმნა დაიწყო ქვეყნის მმართველმა ელიტამ  კარგად იცოდა რომ  ეს   მათ ქვეყანას ეკონომიკურ აყვავაბას მოუტანდა,  შესაბამისი დევიზებიც  კი არსებობდა.   ჩვენთან  ქვეყნის  ეკონიმიკურ  განვითარებაში განათლების  როლზე პოლიტიკოსებისგან ვერაფერს მოისმენ.  გარდა ამისა  მსგავსი დასკვნის საფუძველს იძლევა  ის ბიუჯეტი რაც ყოველწლიურად განათლებაზე იხარჯება ( დაახლოებით მშპ 2 %  )

III  განათლების სპეციალეისტების  არყოლა

მესამე ფაქტორი ეს არის განათლების სფეროში გავლენიანი  სპეციალისტებს  არყოლა. ერთია,  როცა  მთავრობის დონეზე   გადაწყეტ, რომ გარდაქმნა სისტემა,   მეორეა როგორ  გააკეთიო ?  და თუ რა და როგორ გააკეთო   ეს ნამდვილად არ არის ქვეყნის მეთაურის ან რომელიმე მინისტრის აუცილებელი საცოდნარი,   ეს არის   განათლების სპეციალისტების საქმე.   სწორედ ასეთმა სპეციალისტება  და მკლევარებმა  დაგეგმეს და უშუალაოდ  განახორციელეს ცვლიბები მაგ  კანადაში- მაკლ ფულანი,  ფინეთში-  პასი სალბერგ  და ასე შემდეგ

IV პოლიტიკური გავლენის დაკარგვის საფრთხე  

მოგეხენებათ,  რადიკალური ცვლიბები აუცილებლად გამოიწვევს სფეროს მუშაკების უკმაყოფილებას, გამომდინარე იქიდან  რომ ამ სფეროში  ას ათასამდე   ადამიანია დასაქმებული  ნებიმიერი პოლიტიკური პარტიისთვის დიდი გამოწვევაა გაატაროს რადიკალური  ცვლილება.

ბოლოს მინდა  ვთქვა რომ გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა  უამრავი სხვა ფაქტორი შეიძლება აფერხებდეს  სისტემის რადიკალურ გარდაქმნას, როცა ვფიქრობთ იმაზე,  თუ  რა შეიძლება იყოს რადიკალური გარდაქმენების შედეგი, აუცილებლად გასახსენებელია  ჩვენივე საზოგადოებაში   მომხდარი სისტემის რადიკალური გარდაქმნის კარგი   მაგალითი, ვგულისხმობ  საპატრულო პოლიციის რეფორმას ,  ვფიქრობ, რომ  ხსენებული სისტემური  გარდაქმნის წარმატებული მაგალითი ნამდვილად აჩენს იმედს,  რომ  განათლების სფეროშიც შეასაძლებელია  იგივე.

მუხრან გულიაშვილი

სასკოლო კვლევების ცენტრი

გია დვალი, რა ფაქტორები აფერხებს რადიკალურ ცვლილებებს განათლებაში?

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE