rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • არჩევნები/
  • რას გვეუბნება არჩევნები სასკოლო განათლების სისტემის შესახებ ?

რას გვეუბნება არჩევნები სასკოლო განათლების სისტემის შესახებ ?

July 9, 2014 / muxran / არჩევნები, განათლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შემდეგ,   რომელიც გასულ თვეს   ჩატარდა,    ერთ-ერთი აქტუალური საკითხი საარჩევნო უბნებზე  ამომრჩევლეთა მცირე რაოდენობა იყო,   (განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომემრჩევლის) პოლიტიკოსები და ექსპერტები ამ პრობლემას სხვადასახვაგვარ ახსნას  უძებნიდნენ,  მრავალგვარ  მიზეზებს ასახელებდნენ.

 ამ ბლოგში მინდა არჩევნებში მოქალაქეთა  დაბალი ჩართულობის კიდევ ერთ  ფაქტორზე  გავამახვილო ყურადღება, რომლიც არსად  თქმულა და დაწერილა,  კერძოდ  კი სასკოლო  განათლების როლზე დაბალ სამოქალაქო ჩართულობაში.   ბუნებრივია, რომ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, თუ რატომ ეხება ეს საკითხი სასკოლო განათლებას,   ან რა კავშირი აქვს  სკოლას არჩევნებში მოაწილეთა  დაბალ მაჩვენებელთან ?

სტატიაში  შევეცდები დავასაბუთო,  რომ   მოქალაქეთა დაბალი  პოლიტიკური ჩართულობის ერთ-ერთი მიზეზი  სწორედ სასკოლო განათლებაში არსებული ხარვეზებებია.

სანამ უშუალოდ  ჩვენი განათლების სისტემის გაანალიზებაზე  გადავალ, რამდეიმე წინადადებით  მოგაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო  ნააზრევის შესახებ  ამ კუთხით:  ცნობილი ბრიტანელი განათლების  მკვლევარი  კენ რობინსონი  სასკოლო განათლების 4 მიზანს გამოყოფს,  მათ შორის არის საკოლო განათლების სოციალური მიზანი:  „ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემა, რომელიც მოქალაქებს მისცემს საშუალებას გააცნობიერონ,  თუ როგორ არის ჩვენი გარემო მოწყობილი და მართული. ჯონ დიუ ამბობდა: „ყველა ახალმა თაობამ თავიდან უნდა აღმოაჩინოს დემოკრატია“ დღეს უამრავი მაგალითია იმის, რომ ხალხი შორს არის პოლიტიკური ჩართულობისგან. გასულ წელს მერის არჩევნები იყო ლოს- ანჯელესში უამრავი ფული დაიხარჯა კამპანიაზე. საბოლოოდ არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტი გამოცხადდა, არადა ზუსტად 1 საუკუნის წინ საარჩევნო ხმის უფლების მოსაპოვებლად ემილი დევისონმა თავი გაწირა. სკოლებმა უნდა ჩამოუყალიბონ აქტიური მოქალაქეობის კულტურა მოსწავლეებს“- კენ რობინსონი  

1996  წელს ამერიკლმა  მეცნიერებმა (ჩიკაგოს უნივერსტეტი)  Nie, Junn, და  Stehlik-Barry -იმ გამოქვეყნეს კვლევა სახლწოდებით „განათლება და დემოკრატიული მოქალაქეობა ამერიკაში“,    სადაც  სხვა ცვლადებზე  მეტად  სწორედ მოქალაქეების განათლების დონე იყო  პიდაპირპოპორციული  მათი  სამოქალაქო ჩართულობის.   2011 წელს მცირე კვლევა ჩატარდა კანადაშიც , რომელმაც  გამოავლინა,  რომ  კოლეჯის დიპლომის მქონე ახალგაზრდების გაცილებით მეტი პროცენტი მონაწილეობნენ არჩევნებში, ვიდრე  ისინი, ვისაც მსგავსი განათლება არ ჰქონდა.   და ბოლოს,  თუ  OECD    მონაცემებს გადავხედავთ ვნახავთ,   რომ სამოქალაქო ჩართულობა მაღალია იმ ქვეყნებში,  რომლებსაც კარგი სასკოლო განთლების სისტემა გააჩნიათ, მაგალითად ფინეთი და კორეა. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე   შეიძლება დავასკვნათ, რომ  საერთაშორისო დონეზე უკვე კარგა ხანია  აკავშირებენ   სამოქალაქო ჩართულობას  განათლების სისტემასატან.

ვნახოთ რას ამბობს ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით :

საკმაოდ  საინტერესო ჩანაწერია  ეროვნულ სასწავლო გეგმაში:

მუხლი 41. საზოგადოებრივი მეცნიერებები

1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ჩვენი საქართველო  (ისწავლება V-VI  კლასებში);

ბ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია  (ისწავლება  VII- VIII, XI -XII  კლასებში);

გ) საქართველოს ისტორია (ისწავლება  IX კლასში);

დ) შესავალი ისტორიაში (ისწავლება  X კლასებში);

ე) გეოგრაფია  (ისწავლება VII- VIII კლასებში);

ვ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);

ზ) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);

თ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);

ი) სამოქალაქო განათლება (ისწავლება  IX-X კლასებში);

კ) სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (ისწავლება IV, VIII და XII კლასებში).

 საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში;  ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.

 ასევე  გავიხსენოთ,  ის რომ   რამდენიმე წლის წინ ქართულ სკოლებში შევიდა ახალი საგანი სამოქალაქო განათლება,  ამ საგნის სწავლების მიზნები ასეა განმარტებული: „ აღნიშნული დისციპლინის შემოღება სკოლებში  ერთ-ერთი საშუალებაა მოსწავლეთა სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად  ჩამოსაყალიბებლად, რომლებსაც ეცოდინებათ თავისი უფლება-მოვალეობები  და სამოქალაქო პასუხისმგებლობანი და შეეძლებათ მათი რეალიზება“

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასკოლო  სტრუქტურა, რომლიც სწორედ აქტიური  მოქალაქაქის კულტურის ჩამოყალიბას უნდა უწყობდეს ხელს. ეს არის მოსწავლეთა თვითმმართველობები.შეილება ითქვას,  რომ  ჩვენი კანონმდებლობლობაც  გარკვეულ დისციპლინებს  აკისრებს სწორედ  აქტიური მოქალაქის ჩამოყალებიბების ფუნქციას.

ყოველივე  ზემოთქმულად  შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა:    სკოლა  პასუხისმგებელია  მოქალაქეთა აქრტიურ სამოქალაქო ჩართულობაზე,   ეს არის სასკოლო განათლების  ერთ- ერთი  მიზანი. არჩევნებში  დაბალი ჩართულობა კი გვეუბნება, რომ  ჩვენი სასკოლო განათლება ვერ ასრულებს  ამ მიზანს,  თუმცა ყველაზე მთავარი, რაც უნდა  გავაცნობიეროთ  არის ის რომ   მივაქციოთ მეტი ყურადღება სკოლას.

მუხრან გულიაშვილი

სასკოლო კვლევების ცენტრი

მუხრან გულიაშვილი, რას გვეუბნება არჩევნები სასკოლო განათლების სისტემის შესახებ ?

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE