სკოლის მმართველთა შერჩევა ყოველთვის იყო და არის აქტუალური საკითხი განათლების სისტემაში, ყოველი კონკურის შემდეგ ჩნდება კითხვები, რამდენად აქვს კავშირი ტესტირებას პრაქტიკასთან, ან რამდენად შესაძლებელია რამდენიმე წუთიანი ინტერვიუს შედეგად გამოვლინდეს ის კანდიდატი, რომლიც წარმატებით გაართმევს თავს პასუხისმგებლობას, ასევე ხშირად კითხვებია კონკურსის სამართლიანობასთან და ობიექტურობასთან დაკავშირებით.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე „ სასკოლო კვლევების ცენტრმა“ გადაწყვიტა ამ საკითხის შესწავლა და მოამზადა რეკომანდაციები, თუ რა უნდა შეიცვალოს სკოლის დირექტორთა შერჩევის სქემაში, იმისთვის რომ უფრო ნაკლები კითხვები გაჩნდეს დარათქმაუნდა, უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი კადრის გამოვლენა.
რეკომენდაციების შემუშავების მეთოდი :
1. ა.წ . აპრილში ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „როგორ უნდა იყოს შერჩეული სკოლის მმართველი“, სადაც ამ საკითხზე თვიანთი მოსაზრებები გამოთქვეს პრაკტიკოსმა პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა , სტუდენტემბა , და სხვა
2. ცენტრის წარმომადგენელმა წარმატებული ქართული კერძო კომანიის კადრების ხელმძღვანლისგან აიღო ინტერვიუ და გაზიარებული იქნა გამოცდილება, თუ როგორ ხდება ამ კომპანიაში კადრების შერჩევა, ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორისგან ბევრი კარგი პრაქტიკის გაზიარება შესაძლებელია ამ კუთხით.
3. გაანალიზდა წარმატებული სასკოლო სისტემის მქონე ყვეყნების გამოცდილება ( სინგაპური, ფინეთი) .
- რეკომენდაცია #1 -კვალიფიკაცია
კვალიფიკაციაში აუცილებლად უნდა იყოს მოთხოვნილი, რომ კანდიდატს უმაღლესი სასწავლებელი დამთავარებული ჰქონდეს მაღალ ქულებზე – წარჩინებით. ამას გვაჩვენებს უცხოური გამოცდილება , ასვე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა დაემატოს ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე ,( ენის ცოდნა პირველ რიგში აუცილებელია უწყვეტი თვითგანვითარებისთვის) რათქმაუნდა, ცოდნა, ასევე ის, თუ რამდენად წარჩინებით დაამთავრა კანდიდატმა უმაღლესი უნდა შემოწმდეს სათანადოდ. მრგვალი მაგიდის რეკომენდაციით, საკვალიფიკაციო მოთხოვნებში უნდა შენარჩუნდეს გამოცდილების ქონა სასკოლო სფეროში.
- რეკომენდაცია# 2 – ტესტირება
რეკომენდირებულია, რომ ტესტირება დარჩეს შერჩევის პროცეში, რადგან შემოწმდეს რამდენად შეუძლია კანდიდატს ელემენტარული ანალოგიების დამყარება, თუმცა აქ შეიძლება შეიცლაოს, ის რომ კანდიდატებისთვის ტესტირებაზე გასვლა შესაძლებელი იყოს მოქნილი გრაფიკით და ასევე ჰქონდეთ მეორედ გასვლის უფლებაც. არ იყოს ერთი კონკრეტული დღე, რომლიც წყვეტს ყველაფერს, რადგან შესაძლოა იმ კონკრეტულ დღეს ესა, თუ ის კანდიდატი ცუდად გახდეს, ან ვერ შეძლოს, მისვლა და ასე შემდეგ, ეს არ უნდა იწვევდეს კანდიდატის ავტომატურ გამოთიშვას კონკურსიდან.
- რეკომენდაცია #3 – გასაუბრება
გასაუბრების კომპონენტში ცენტრის რეკომენდაცია არის, რომ გასაუბრება წარმართოს არა რამდენიმე კაციანმია კომისიამ, არამედ ერთმა მაღალი დონის HR- მა, ეს არის კერძო სექტორის რჩევა „ გასაუბრება აუცილებალად ერთი- ერთზე უნდა წარიმართოს კანდიდათან. პირველი, იმიტომ რომ გასაუბრება აუცილებლად უნდა წარმართოს პროფესიონალმა, როცა რამდენიმე კაციანი კომისია დგება შეუძლებელია, რომ მათ ყველას ჰქონდეს იმის სათანადო ცოდნა თუ, როგორ წარმართოს გასაუბრება. მეორე ფაქტორი რის გამოც ერთი -ერთზე უდრო ეფექტურია გასაუბრება არის ის, რომ როცა ადამიანი გასაუბრებაზე მოდის ის უკვე გარკვეული სტრესის ქვეშ იმყოფება და როცა რამდენიმე ადამიანს ხედავს შესაძლოა კანდიდატი დაიბნეს, რაც ხელს შეუშლის საკუთარი თავის წარმოჩენაში. ჩემთვის ყოველთვის უპირველესი ამოცანაა, რომ კანდიდატს მოვუხნა სტრეტსი, ამიტომ გასაუბრებაზე მოსულ კანდიდატებს ყოველთვის შემოსასვლეში ვხვდები და საუბარი არაფორმალურ სტილში მიმყავს. როცა ვნახავ რომ საინტერესო კანდიდტია შემდეგ მე მას ვამზადებ დეპარტამეტის მენეჯერთან შესახვედრად, სადაც ის გრძნობს რომ HR მის გვერდით არის “ – სასტუმრო“ holiday inn“ -ის კადრების ხელმძღვანელი ნინა ბართაია
გასუბრების დროს კითხვები არ უნდა იყოს სტანდარტული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალირია. გასუბრების დროის ზუსტად განსაზღვრა გამოცდილი HR-ისთვის არ არის აუცილებელი, მას შეუძლია 4 წუთშიც კი ამოიცნოს, რამდენად შესაფერისია ეს კადრი.
- რეკომენდაცია # 4 – პიროვნული თვისებები
რეკომენდაცია იქნება ასევე , რომ შერჩევისას უფრო მეტი აქცენტი იყოს გადატანილი კარგ პიროვნულ თვისებებზე, (მაგ პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა ) ვიდრე საქმის ცოდნაზე, გამომდინარე იქიდან, რომ კარგი პიროვნული თვისებების მქონე კადრს ორგანიზაცია ასწავლის საქმეს, ხოლო უპასუხიმგებლო და უდისციპლინო ადამიანის ცოდნა მთლიანად კარგავს აზრს.
- რეკომენდაცია #5 – გადამზადების ცენტრი
სქემას აუცილებალ უნდა დაემატოს გადამზადების გრძლევადიანი, ძლიერი ცენტრი, რომრლიც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს პრაქტიკულ ნაწილს და უცხოეთში რამდენიმე კვირიან სწავლებას. ( უცხოური გამოცდილება სინგაპური) .
- რეკომენდაცია #6- პროცესის მიმართ ნდობა
უპირველისი რისი არსებობაც არის აუცილებელი ნებისმიერი სქემის არსებობის პირობებში, ეს არის პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება, რომ კანდიდატები გამოვლენილ იყვნენ ობიექტურად, ნეპოტიზმის გარეშე, და ამ ობიექტურობის განცდა და პროცესის მიმართ ნდობა არსებობდეს საზოგადოებაში, რათა საუკეთესო კანდიდატებმა გადაწყვიტონ კონკურსში მონაწიეობა
სასკოლო კვლევების ცენტრი