წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნები ფინეთიდან სინგაპურამდე, შანჰაიდან კანადამდე უკვე დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწავლებისას მნიშვნელოვანია არა მარტო კონტენტი, ანუ შინაარსი თუ რას ვასწავლით, არამედ ისიც, როგორ ვასწავლით. უფრო მეტიც, აღნიშნული ქვეყნების ოფიციალური პირების განცხადებებს თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ კონტექსტს: “უფრო მეტად ფოკუსირებული ვართ, მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ, ვირდე იმაზე, თუ რა ვასწავლოთ” – Ng Eng Hen სინგაპურის ყოფილი განათლების მინისტრი. ასეთი მიდგომა რომ მართებულია ნათლად ჩანს PISA-ს კვლევებიდან, სადაც ეს ქვეყნები მოწინავე პოზიციებს იკავებენ. მსგავსი მიდგომა მართებულია, რადგან როგორც ტონი ვაგნერი ამბობს:„დღეს მსოფლიოს არ აინტერესებს რამდენად ბევრი იცი, არამედ აინტერესებს, თუ როგორ იყენებ იმ ცოდნას რაც გაქვს და რა სარგებელი მოგაქვს ამ ცოდნით პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდომ საზოგადოებისთვის.“ იმისთვის, რომ ცოდნა გამოიყენო სწორად საჭიროა უნარები, რომლებიც ფასობს 21-ე საუკუნეში და რომელთა შეძენაც დამოკიდებულია სწავლების მართებულ კონტექსტზე. „ამა თუ იმ სკოლის წარმატება იმით კი არ უნდა იზომებოდეს, თუ რამდენად ზედმიწევნით ასრულებს ის კურიკულუმში გაწერილ დებულებებს, არამედ იმით, რამდენად იძენენ ამ სკოლაში მოსწავლეები 21-ე საუკუნეში საჭირო უნარებს” მაიკლ ფულანი ონტარიოს განათლების მინისტრი. რა უნარები ფასობს 21-ე საუკუნეში, როგორ უნდა იყოს სწავლების მოდელი, რომელიც ამ უნარებს განუვითარებს მოსწავლეებს? ეს სწორედ განათლების მკვლევარების და პოლიტიკის განმსაზღვრელების ჩამოსაყალიბებელია ყველა ქვეყანაში. ის თუ რა უნარები სჭირდებათ ადამიენებს 21-ე საუკუნეში წარმატებისთვის, ზოგადად, ამაზე არსებობს ჰარვარდის უნივერტეტის პროფესორ ტონი ვაგნერის კვლლევა რომელმაც, 2008 წელს გამოსცა წიგნი „The Global Achievement Gap“, წიგნი წარმოაჩენს სხვაობას, რასაც დღეს, თუნდაც, საუკეთესო სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან და იმ რეალურად ღირებულ თვისებებს შორის, რომელსაც მოითხოვს თანამდროვე ეკონომიკა და შრომის ბაზარი. წიგნის პირველ თავში აღწერილია 7 ყველაზე მნიშველოვანი თვისება, რომელიც სკოლის დამთავრებადე ყველა მოსწავლემ უნდა შეიძინოს იმისთვის, რომ შემდგომში იშოვოს და შეინარჩუნოს კარგი სამსახური, ჰქონეს წარმატებული კარიერა და თუნდაც, რომ იყოს კარგი მოქალაქე. რათა გამოევლინა ის უნარები, რაც ასე ფასობს 21 -ე საუკუნეში ავტორმა გამოკითხა ასამდე წარმატებული ორგანიზაციის, მათ შორის, apple, Unilever, ასევე ამერიკის არმიის და სხვა სფეროს ხელმძღვანელები. ვნახოთ რა უნარებია ეს: კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; მულტიკულტურულ გარემოში გუნდური მუშაობის და გავლენით ლიდერობის უნარი; სისხარტე და ადაპტაციის უნარი; ინიციატივა და მეწარმეობის უნარები; ეფექტური წერისა და კომუნიკაციის უნარი; საჭირო ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ცნობისმოყვარეობა და წარმოდგენის უნარი. როდესაც ამ კვლევას კითხულობ ბუნებრივია, რომ გაგიჩნდეს კითხვა, ჩვენ ქვეყანაში რა უნარები სჭირდებად ადამიანებს, რომ მიაღწიონ წარმატებას. ამ საკითხზე „სასკოლო კველვების ცენტრმა“ ჩაატარა კვლევა (კვლევის მიზანი: იმ თვისებების და უნარების გამოვლენა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ იმუშავო ე. წ. „თეთრი საყელოს“ პოზიციაზე.
კველევის მეთოდი: მონაცემების ანალიზი. – ანალიზი ჩაუტადა საქართველოში ყველაზე დიდ და პოპულარ სამსახურის საძიებო პორტალ www. jobs .ge -ზე 2013 წლის 4 დეკემბრიდან 2014 წლის 15 მარტამდე 100 ორგანიზაციის ( კერძო, არსამთვარობო, სამთავრობო და სხვა . აქ მოხვდა თითქმის ყველა წამყვანი კომპანია ასევე სამინისტროები) მერ გამოქვეყნებულ ვაკანსიას.)
და გამოავლინა 8 მნიშველოვანი უნარი და თვისება, რომელიც დაგჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებით იმუშაოთ პრესტიჟულ ორგანიზაციში კარგ პოზიციაზე. ვნახოთ ეს უნარები:
1. კომუნიკაბელურობა, ეფექტური წრითი და მეტყველების უნარი 71%
ამ თვისებას კვლევაში მონაწილე ორგანიზაციების 71 პროცენტი ითხოვს. ასეთი მაღალი პროცენტი აჩვენებს, თუ რამდენად ფასობს ეს თვისება დღეს. მოდით დავსვათ კითხვა, რამდენად უწყობს ხელს ჩვენი საკოლო სისტემა ამ თვისების განვითარებას მოსწავლეებში? რამდენად ექცევა ყურადრება მოსწავლეთა შეფასებისას სათქმელის ეფექტურად გადმოცემას? არის რაიმე სპეციალური კურსი, რაც დეხმარებათ მოსწავლლებს პრეზენტაციის უნრაბის დახვეწაში?
2. პასუხისმგებლობის გრძნობა. 51%
აქ იგულისხმება პუნქტუალურობა, დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება და ასე შემდეგ. როგორც ვხედათ ეს თვისებაც ღირებულია, რადგან ორგანიზაციების 50% ასახელბს. ამ თვისებების განსავითარბლად ამრიკის საგანმანათლებლო ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, შესაძლებელია საშინაო დავალების გამოყენება. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და არაპირდაპირ ასწავლს დროის მენეჯმენტს.
3. გუნდური მუშაობის უნარი 45%
ეხმარება ჩვენი სასკოლო სისტემა მოსწავლეებს ამ უნარების განვითარებაში? არიან პედაგოგები მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის მაგალითი? „ფეხბურთელები როცა თამაშობენ უმარავი ხალხი უყურებს, საკლასო ოთახის კარი კი დაკეტილია. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში პედაგოგები იყვნენ მოდელი გუნდური მუშაობის მაგალითი?“- ტონი ვაგნერი
4. კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტილური უნარი 36%
კრიტიკული აზროვნება პირველ რიგში გულისხმობს კარგი კითხვის დასმას. დავსვათ ასეთი კითხვა: ახალისებს ჩვენი სასკოლო სისტემა ყველაფერზე შეკითხვის დასმის კულტურას? თუ მიდრეკილია, რომ მივიღოთ გარკვეული მოცემულობები ჭეშმარიტებად.
5. სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი 31 %
ეს იგივეა, რაც ადაპტაციის უნარი. ეს თვისება ძალიან შორს არის ყოველდღიური სასკოლო ცხოვრებისაგან, სადაც ყველა დღე ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
6. დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა 27/100 27 %
ეს გულისხმობს კონცენტრაციის და ნებისყოფის უნარს. უვითარებს დღეს სკოლა მოსწავლეებს ამ უნარებს?
7. ინიციატივა 10%
კომპანია “Cisco”-ს ვიცე პრეზიდენტის მტკიცებით, მას ურჩევნია ისეთი თამაშრომელი, რომელიც 10 ამბიციურ მიზანს სახავს და აღწევას, თუდაც 7 ვიდრე ისეთი, რომელიც 6 ზუსტ მიზანს სახავს და ყველას ასრულებს. კომპანიებს სურთ თანამშრომლები, რომლებსაც ექნებათ ინიციატივები და თუნდაც დაუშვებენ შეცდომებს. აქ ასეთი კითხვა იქნება მართებული. რამდენად უწყობს ხელს ჩვენი სასკოლო სისტემა მოსწავლეთა დამოუკიდებელ ინიციტივებს? რამდენად გამართულად მუშაობს მოსწავლეთა თვითმართველობა?
8 სხარტი აზროვნება 8%
სისხარტე ნიშნავს, რომ დააფიქსირო და სწრაფადვე გადაჭრა პრობლემები დამოუკიდებლად.
თუ ზემოთ ნახენები საერთაშორისო და ადგილობრივი კვლავის შედეგებს გადავხედავათ დავინახავთ, რომ ბევრი საერთოა, მაგრამ არის განსხვავებებიც.
„თუ დღეს არც ერთი ჩამოთვლილი თვისება სკოლებში არ ისწავლება და არც მოწმდება. ეს არ არის არც ერთი პედაგოგის ან დირექტორის ბრალი ეს არის მოძველებული სისტემის ბრალი, რომელიც საუკუნის წინ შეიქმნა და დღემდე არ განუცდია ცვლილება „- ტონი ვაგნერი
სასკოლო კვლევების ცენტრი