rcs.ge

სასკოლო კვლევების ცენტრი
  • Email
  • Facebook
  • YouTube
მოგვწერეთ: info@rcs.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
  • სტატიები
  • პროექტები
    • ონლაინ კონსულტაციები
    • მრგვალი მაგიდა
    • წიგნიერების წახალისება
    • დისკუსია აქტუალურ თემებზე
  • კვლევები
  • კონტაქტი
Search the site...
  • Home/
  • ძილი და სწავლა/
  • ძილი და სწავლა

ძილი და სწავლა

August 7, 2013 / rcs.ge / ძილი და სწავლა

გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი ჩვენგანი ცხოვრების ერთ მესამედს ძილში ატარებს, სასურველია ვიცოდეთ, თუ რა არის ძილის მთვარი ფუნქცია? ამ შეკითხვაზე პასუხი იმდენად კომპლექსურია, რომ მეცნიერებს ბოლომდე დღესაც არ დაუდგენიათ. 2008 წელს ვისკონსინის უნივრსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებმა ჩიარა ცირელიმ და გუილიო ტონინიმ გამოქვეყნეს საინტერესო სტატია, მათი მტკიცებით, ძილი უფრო მნიშველოვანია გონებისთვის, ვიდრე სხეულისთვის, რადგან დადგენილია, რომ ენერგია, რომელსაც სხეული ზოგავს 8 საათიანი ძილის შედეგად (50 kCal) იგივეა, რასაც შეიცავს ერთი ნაჭერი ტოსტი. მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად, ძილი საშუალებას აძლევს გონებას მოახდინოს გადაჯგუფება და ახალი მეხსიერების კონსოლიდაცია, ასევე დაივიწყოს დღის მანძილზე დაგროვილი უმნიშვნელო ფაქტები. ძილის დროს ხდება სინაპსების ტვინისთვის აქტიური მიწოდება, რაც აძლიერებს მის ფუნქციეონირებას, რადგან ტვინი თავისი ენერგიის 80% ხარჯავს სინაპტიკური მოქმედების შესანარჩუნებლად. ძილი აუცილებელია ყველა ძუძუმწოვრისთვის, მათ შორის დელფინებისთვისაც, ცნობილია, რომ ვირთხები კვდებიან 14 დღე უძილობის შემდეგ, ადამიანის მაქსიმალური რეკორდი დაფიქსირებულია 1965 წელს რენდი გარდნერ -ის მეირ: მან 11 დღე გაძლო უძილოდ, მეოთხე დღეს დაეწყო ჰალუცინაციები, მე- 6 დღეს კი გონება საერთოდ დებინდა, თუმცა საბოლოოდ ექსპერიმენტს უვნებელი გადაურჩა.
რა გავლენა აქვს ძილს, თუ უძილობას მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე? ამ საკითხზე რამდენიმე საინტერესო კვლევის შედეგებს გაგაცნობთ: TIMSS 2011 წლის კვლევის მიხედვით ამერიკელი, ინგლისელი და ფინელი მოსწავლეები ყველაზე გამოუძინებელნი არიან მსოფლიოში. სამაგიეროდ აზერბაიჯაში ყაზახეთში და კიდევ ბევრ სხვა შუა აზიის ქვეყანაში მოსწავლეები კარგად გამოძინებულები არიან, თუმცა მათი მიღწევები მათემატიკურ უნარებში დიდად ჩამორჩება ზემოთ აღნიშნული ქვეყბების მოსწავლეთა შედეგებს. 2010 წელს კვლევა ჩატარდა მინესოტას უნივერსტეტში, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სტუდენტებს, რომლებასაც 9 საათი და მეტი ეძინათ უფრო კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც 6 საათზე ნაკლები ეძინა. ამერიკის ეროვნული ძილის ფონდის რეკომენდაციით 5-12 წლის ბავშვს უნდა ეძინოს დღეში 10 –11 საათი, 12-17 წლისას 8.5 – 9.25 სთ. ძილის ფონდის წარმომადგენელი მარი კურცინკა ურჩევს მშობლებს, რომ დიდი ყურადრება მიაქციონ, თუ როგორ სძინავთ მათ შვილებს, რადგან ძილის დარღვევა მოზრდებში იწვევს ქცევის პრობლემებს, ყურადღების გაფანტულობას, ასევე ისეთ დაავადებებს, როგორიც არის სიმსუქნე და დიაბეტი. მოზარდებში ძილის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის სახელდება კოპიუტერი საძინებელ ოთახში, ასევე სმართ ფონი.
RCS.GE

რეკოდრი უძილობაში, ძილი და მოსწავლე, ძილი და სწავლა

Comments are closed.

უახლესი პუბლიკაციები

  • Როგორ კეთდება კარგი სკოლა ქართულ რეალობაში?
  • კარგად სწავლების სამი პრინციპი
  • ახალი კორონა ვირუსი და სასკოლო განათლება
  • რა საერთო აქვს მასწავლებლისა და კომპანიის მმართველის პროფესიას?
  • რა მოხდება, თუ ჩვენს სკოლებში ფინელი მასწავლებლები ასწავლიან?

კერძო და საჯარო სკოლების შედარება

როგორ სკოლებს ანიჭებენ მშობლები უპირატესობას

რა დრო ეთმობა წამყვამ მედია საშუალებებში სასკოლო თემატიკას

დასაქმების ბაზრის კვლევა

CopyRight ©rcs.ge 2013-2014; Website development by Temo Berishvili
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სტატიები
  • პროექტები
  • კვლევები
  • კონტაქტი
TOP.GE