მთარგმნელისგან
“ეძღვნება მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, მშობლებს და ყველას ვისაც განათლებასთან აქვს შეხება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა არის განსხვავება განათლებასა და ინდოქტრინაციას შორის, რათა სწორ მიზნებს ვემსახუროთ.”
განსხვავება განათლებასა და ინდოქტრიანაციას (პროპაგანდა) შორის საკმაოდ დიდია, თუმცა ხშირად რთულია ამ ორი საკითხის ერთმანეთისგან გარჩევა.
განათლება გულისხმობს ფაქტების ძიების მეშვეობით შეცნობას, თუ რა არის ჭეშმარიტი, რა არა. ინდოქტრინაცია კი მიზნად ისახავს, ადამიანებზე გავლენის მოხდენას- მათ უნდა დაიჯერონ და ირწმუნონ ფაქტები, როგორც მოცემულობა.
ასე თუ ისე, ჩვენ ყველანი ვართ გარკვეული ინდოქტრინაციის ობიექტები პოლიტიკური, თუ რწმენითი სისტემების მიერ, რომელიც ჩვენს სივრცეში არსებობს. როგორც კი ვიზრდებით ვესწრაფით განათლებას, რომ განვივითაროთ ჩვენი საკუთარი შეხედულებები.
განათლება ყოველთვის ეყრდნობა მონაცემებს, რომელბიც წარმოდგება ფაქტებისგან. ინდოქტრინაცია იყენებს განზოგადების ენას, რომელიც მოიცავს ყველაფერს და ეხება ყველას, მაგალითად: “დემოკრატიული პატრიის ყველა წევრი ხარჯავს ბევრ ფულს”, ” რესპუბლიკური პატრიის ყველა წევრი რელიგიურია “, “ყველა ასე იქცევა ესიგი სწორი უნდა იყოს”. შეუძლებელია დაეთანხო ასეთ განცხადებებს, კონტრეტული მონაცემების და ფაქტების გარეშე.
განათლება ყოველთვის მიგვითითებს, რომ არსებობს პრობლემის გადაწყვეტის მრავალი გზა. ინდოქტრინაცია ამბობს, რომ პრობლემას მხოლოდ ერთი გადაჭრა აქვს: მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზად ებრაელების მოსპობა მიიჩნეოდა, სხვა სახის მსჯელობისთვის სივრცე არ რჩებოდა .
განათლება იყენებს სტატისტიკურ მონაცემებს, მათი ანალიზის საფუძველზე ლოგიკური დასკვნების გამოსატანად. ინდოქტრინაციაც იყენებს სტატისტიკას, თუმცა ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ხშირად არასწორი ინტერპრეტაციით, ის გამოიყენება რწმენის სისტემების გასამყარებლად. სტატისკა, რომელიც რწმენას არ ამყარებს იგნორირებულია.
განათლება მიუკერძოებელია, დაფუძნებულია ფაქტებზე, არ ცდილობს ვინმეს დარწმუნაბას ამა, თუ იმ დებულების ჭეშმარიტებაში. განათლება არის საკუთარი შეხედულებების განვითარება, იმ ფაქტებზე დაფუძნებით, რომელიც აღმოჩენილია აზროვნების პროცესში. იდოქტრინაციას აქვს თავისი დღის წესრიგი, ის ხელს უწყობს ადამიანებმა დაიჯერონ სხვების შეხედულებები.
თამრგმანი: მუხრან გულიაშვილი
წყარო: http://www.differencebetween.net/